ანუკი არეშიძის უქმეები ოჯახთან ერთად: მშობლები, გასეირნება ბუნებაში და ოჯახური კადრები - Marao

ანუკი არეშიძის უქმეები ოჯახთან ერთად: მშობლები, გასეირნება ბუნებაში და ოჯახური კადრები

2025-12-07 01:30:38+04:00

ანუკი არეშიძე უქმეებს ოჯახთან ერთად ატარებს და ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. ის გამომწერებს მამასთან ერთად გადაღებულ კადრებს უზიარებს. 

areshidze

anuki

ანუკი არეშიძის ოჯახი 

დიზაინერს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს და ისინი შვილიშვილებთან ერთად დროს ხშირად ატარებენ. ანუკის მამა ბადრი არეშიძეა, ხოლო დედა - ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ჭუმბურიძე. 

  • "ძალიან ცელქი და ონავარი იყო, ლაღი და ხალასი" - ანუკი არეშიძის დედა, მამა და ორი ძმა: როგორი იყო ცნობილი დიზაინერის ბავშვობა და ოჯახური ისტორიები

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის ექიმ სი­დედრს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძე გარ­და იმი­სა, რომ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია, სა­ინ­ტე­რე­სო ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რია აქვს, რო­მელ­ზეც ჟურ­ნალ "გზა­შიც" ისა­უბ­რა.

ექი­მის მამა და­ვით ჭუმ­ბუ­რი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფონ­დის "ოქ­როს ფონ­დის" და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­ლდათ და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და. სწო­რედ ის გახ­ლდათ გვა­რე­ბის შეკ­რე­ბის იდე­ის ავ­ტო­რიც. 90-იან წლებ­ში და­ვით ჭუმ­ბუ­რი­ძე "კუ­ლი­ნა­რი­ე­ლე­ბის საძ­მოს“ მსხვერ­პლი გახ­და. მა­მა­კა­ცი და­ყა­ჩა­ღე­ბი­სას მოკ­ლეს.

ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძის დედა კახ­თა­ბა­ში­ძე­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლდათ. პრო­ფე­სი­ით ექი­მი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლი 90-იან წლებ­ში წი­თელ ჯვარ­ში მუ­შა­ობ­და, ის სა­მა­ჩაბ­ლო­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლიც იყო.

  • სიახლე ანუკი არეშიძის ცხოვრებაში: ოქროსფერი კაბა, დიდი წვეულება და ცნობილი სტუმრები

ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძის მე­უღ­ლე ბად­რი არე­ში­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა კახი კა­ლა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, სი­ძის თხოვ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურს ჩა­მო­შორ­და.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ანუ­კი არე­ში­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მშობ­ლებს წე­რი­ლი მი­უ­ძღვნა:

"ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ყო­ველ­თვის აქვთ იმ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი, რო­მლებ­საც ის­მე­ნენ, ყვე­ლა თე­მა­ზე რომ შე­მიძ­ლია სა­ა­თო­ბით ვე­სა­უბ­რო, ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდუ­ლე­ბი არი­ან. არ იღ­ლე­ბი­ან, მე­ლა­პა­რა­კონ კარ­გზე და დღეს თუ 1% მა­ინც რა­მეს წარ­მო­ვად­გენ, ამ ორი ადა­მი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მა­გა­ლი­თია ჩემ­თვის მათი სიყ­ვა­რუ­ლი..."

"ანუ­კის სა­ოც­რად ანე­ბივ­რებ­და მა­მა­მი­სი. ბი­ჭე­ბის დაც­ვა ბად­რის­გან მე მიხ­დე­ბო­და, ხოლო ანუ­კის ჩემ­გან მა­მა­მი­სი იცავ­და. უზო­მოდ ონა­ვა­რი და ცელ­ქი იყო, მო­უს­ვე­ნა­რი, თან ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი... ლაღი და ხა­ლა­სი ბუ­ნე­ბა ჰქონ­და. მე­ო­თხე ბავ­შვი რომ და­ი­ბა­და და მე და ბად­რიმ ანუ­კი პა­ტა­რას­თან ერ­თად და­ვი­ნა­ხეთ, ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ხე­დეთ და ვუ­თხა­რით, - რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ წლე­ბის შემ­დეგ ის პა­ტა­რა გო­გო­ნა 4 ვაჟ­კა­ცის დედა იქ­ნე­ბო­დაო..." - იხ­სე­ნებს ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძე ანუ­კის და­ბა­დე­ბას ჟურ­ნალ „გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში. 

  • "უკვე დიდი ბიჭია..." - ანუკი არეშიძე ნიკოლა კალაძის იშვიათ კადრებს აქვეყნებს

საზოგადოება კარგად იცნობს ანუკი არეშიძის ძმას, გიორგი არეშიძესაც, რომელიც რამდენიმე წლის წინ თბილისის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.