"ულამაზესი წყვილი და ბედნიერი ოჯახი" - ნინო ჩხეიძე ქალიშვილსა და სიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - Marao

"ულამაზესი წყვილი და ბედნიერი ოჯახი" - ნინო ჩხეიძე ქალიშვილსა და სიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2025-12-08 13:08:29+04:00

ნინო ჩხეიძის ქალიშვილი, მარიამ კორახაშვილი სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მისი რჩეული კანადელი ჯერემი ელენორია. ნინო ჩხეიძემ ქალიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად ისაუბრა: 

"მარიამი დაინიშნა, ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა ეგოისტობა ჩამერთო და ეამაყა, რომ ნინო ჩხეიძეს ოჯახში შედის. მარიამი ძალიან გაწონასწორებული, ჭკვიანია, თავისი საზღვრები აქვს და საყვედური უთხრა ან შენიშვნა მისცე, ვერ გაბედავ. ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ კანადელი, ქართველი ბიჭი რა კარგი იქნებოდა, კარგი ქართული ოჯახით-მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი მარიამთან ძალიან მეგობრულად გამოვხატე. მარიამს რომ ვესაუბრე, ისეთი პასუხი გამცა, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა, არც ჩარევას და არც რჩევას, პირიქით, ვუთხარი, რა კარგია, რაში მოგეხმარო-მეთქი. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი მივხვდი, რომ ჩემი შვილი არ შემცდარა.

ჩემი სიძე პროფესიონალურად უკრავს საქსოფონზე, გიტარაზეც და ბევრ სხვა ინსტრუმენტზეც", - ამბობდა ის. ამჯერად კი სწორედ შვილსა და სიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს: 

nino_chkheidze

nino_chkheidze

ნინო ჩხეიძის ოჯახი და კარიერა 

ნინო ჩხეიძე დაიბადა 1981 წლის 6 ივნისს, ქალაქ თბილისში, პროფესიით ეკონომისტის — გია ჩხეიძისა და მათემატიკოსის — ქეთინო ქოჩიაშვილის ოჯახში. ბავშვობიდან დადიოდა პიონერთა სასახლეში. 1999 წელს დაამთავრა მეხუთე მუსიკალური სკოლა. 1999-2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელე-ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში იგივე განხრით. მისი პირველი სიმღერაა მაცაცო სებისკვერაძის „ჩემი გული შენია“. 2005 წელს ნინო ჩხეიძემ დაიწყო ქალაქური სიმღერების ჩაწერა, სადაც ჩაწერა ძველი ქალაქური სიმღერა „ჩემი გმირი გიწოდე“. შემდეგ ჩაწერა მარეხ გოძიაშვილის „წაღვერი და თბილისი“.

  • ნინო ჩხეიძის პირველი კომენტარი, დაშორდა თუ არა მეუღლეს: "გაშორდი? არ გაშორდი? მაგრამ გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი.."

2006 წელს გამოვიდა ნინო ჩხეიძის პირველი ალბომი, სადაც შესული იყო 12 ძველი ქალაქური სიმღერები. 2007 წელს გამოვიდა მეორე ალბომი „უშენოდ“, სწორედ სიმღერა „უშენოდ“-ზე გადაიღო ჩხეიძემ ვიდეო რგოლი, რომლის რეჟისორები იყვნენ ბესო სოლომონაშვილი და ზვიად ალხანაიძე. 2008 წელს გამოვიდა კიდევ ორი ალბომი „ვიცი გიყვარვარ“ და საახალწლოდ ამავე წელს გამოუშვა კიდევ ერთი ალბომი „საუკეთესო სიმღერების კრებული“. 2008 წელს გადაიღო კიდევ ორი ვიდეო რგოლი სიმღერებზე „სანთელივით დავდნები“ და „ვიცი გიყვარვარ“ რამაზ ჩაჩანიძის რეჟისორობით. 2008 წლის 17 დეკემბერს გახსნა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია „ნიო სტუდიო“. 2009 წელს გამოვიდა კიდევ ორი ალბომი: ალბომი „5“ და ასევე „კარაოკე“.

  • "ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემი ყოფილი მეუღლე იყო..." - ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კეიდიასთან ურთიერთობის შესახებ

2010 წელს გამოვიდა ალბომი „გამახარე“. 2010 წელს ნინო ჩხეიძე რადიო „აფხაზეთის ხმის“ მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა. 2011 წელს გამოვიდა ალბომი „მიყვარხარ ცამდე“. 2011 წელსვე ნინო ჩხეიძემ გადაიღო კიდევ ერთი ახალი ვიდეორგოლი, დუეტი ნინო ჩხეიძე და კაბუ „მიყვარხარ ცამდე“, რომლის რეჟისორი იყო ზურა მენთეშაშვილი. 2012 წელს ტელეკომპანია „იმედმა“ მიიწვია პირველ მეგა-პროექტ "ახალ ქართულ ხმაში" ერთ-ერთ მწვრთნელად. 2013 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე“. 2014-2017 წლებში ნინო ჩხეიძე იყო საავტორო მუსიკალური TV პროექტის — „საქართველოს ფანოღის“ იდეიისა და პროექტის ავტორი. 2015 წელს გამოვიდა კიდევ ერთი ახალი ალბომი „ნინო ჩხეიძე mp3“, სადაც შესულია მისი საუკეთესო სიმღერები. 2015 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე დუეტები“, სადაც შესულია დუეტები. 2016 წელს გამოვიდა ახალი ალბომი „ყველაფერი ხდება“. 2016 წელს შექმნა ბრენდი, რომელსაც დაარქვა NIO და აწარმოებს დღემდე ბრენდირებულ ქუდებს. 2017 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე“. 2018 წელს მიიღო მონაწილეობა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ხოლო 2018 წელს შექმნა მუსიკალური ბენდი „NIO ბენდი".