"უცხოეთში შვილებთან ერთად ვცხოვრობ და თუ ვინმეს აინტერესებს, რომელ ქვეყანაში ვარ..." - სალომე გოგიაშვილი ახალი ცხოვრებისა და ახალი გეგმების შესახებ - Marao

"უცხოეთში შვილებთან ერთად ვცხოვრობ და თუ ვინმეს აინტერესებს, რომელ ქვეყანაში ვარ..." - სალომე გოგიაშვილი ახალი ცხოვრებისა და ახალი გეგმების შესახებ

2025-12-08 15:51:51+04:00

სალომე გოგიაშვილი ფართო საზოგადოებამ ტელეეკრანებიდან, ტელეწამყვანის ამპლუაში გაიცნო. ის არაერთ გასართობ გადაცემას უძღვებოდა, თუმცა ბოლო წლებში ეკრანს ჩამოშორდა. მიუხედავად ამისა, სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამორჩევა და წლების მანძილზე თოქ-შოუების სასურველი სტუმარი იყო. 

  • "აქ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ 6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მელის წინ..." - მარიამ შარმანაშვილის, როგორც ძლიერი ქალის ამბავი

"სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, ძა­ლი­ან მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა, მაგ­რამ მა­მამ მი­თხრა, რომ ამ სფე­რო­ში ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ამ­ბობ­და, არ მინ­და, ჩემი ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი თე­ატ­რში ცხოვ­რობ­დე­სო. მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მერე დავ­ფიქ­რდი, რო­მელ პრო­ფე­სი­ას შე­ეძ­ლო შე­ეც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბო­ბა. მივ­ხვდი, რომ ასე­თი შე­იძ­ლე­ბო­და, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ყო­ფი­ლი­ყო. ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი მეტ-ნაკ­ლე­ბად მსა­ხი­ო­ბია", - ამბობდა სალომე გოგიაშვილი წლების წინ. 

ცოტა ხნის წინ სალომე გოგიაშვილი ყვითელი პრესის ინტერესის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა, ამჯერად პირადი ცხოვრების გამო - იმ მესამე მეუღლეს, ბიზნესმენ ვახო ნიკოლეიშვილს დაშორდა, ღალატისა და განქორწინების საკითხი კი სასამართლომდეც მივიდა. 

gogiashvili

სალომე გოგიაშვილის სამო ქორწინება და ხმაურიანი განქორწინება 

"პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე იყო სან­დრო ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ცხრა­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, რომ გავ­თხოვ­დი. გა­მიჩ­ნდა საყ­ვა­რე­ლი შვი­ლი მა­ში­კო. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე დავ­შორ­დი. ალ­ბათ, ჩვენს და­შო­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი დამ­ნა­შა­ვე ჩვე­ნი ასა­კი იყო. ახლა რომ მახ­სენ­დე­ბა მა­შინ­დე­ლი ჩემი ოჯა­ხის პრობ­ლე­მე­ბი, მე­ცი­ნე­ბა. მარ­თლა არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ მა­შინ ვერც ერთი ვერ გა­ვუმკლავ­დით შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას.

როცა ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით, სან­დრო უმუ­შე­ვა­რი იყო. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებ­და. ერ­თმა­ნეთს მშვი­დად ვუ­თხა­რით, არ გა­მოგ­ვდის ერ­თად ცხოვ­რე­ბაო... მა­ში­კო ერთი წლის იყო, რო­დე­საც მე­უღ­ლეს დავ­შორ­დი. სან­დრო კარ­გი მა­მაა მა­შოს­თვის", - იხსენებდა სალომე გოგიაშვილი პირველი მეუღლის შესახებ. 

სალომე გოგიაშვილმა მეორედ ვასო თედორაშვილზე იქორწინა, რომელთანაც ერთი შვილი შეეძინა: 

"სანდროსთან და­შო­რე­ბი­დან ხუთი წლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ცო­ლად გავ­ყე­ვი და რო­მელ­მაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა ჩემი ცხოვ­რე­ბა. როცა ერთხელ და­გენგრე­ვა ოჯა­ხი, მე­ო­რედ ოჯა­ხის შექ­მნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ის ბიჭი იყო ვა­სი­კო თე­დო­რაშ­ვი­ლი. მას­თან მყავს შვი­ლი და­თუ­ნა. შვილს მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცი­ბუ­კა შე­ვარ­ქვი და მგო­ნია, რომ ბო­ლომ­დე ეს სა­ხე­ლი შერ­ჩე­ბა", - ამბობდა სალომე. 

  • "მე, უშვილო ადამიანს, რატომ მეკითხებით, შვილებს როგორ უნდა მოვეპყროთ?" - ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე უშვილობისა და სტერეოტიპების შესახებ

სალომე გოგიაშვილის მესამე ქორწინება ბიზნესმენ ვახო ნიკოლაიშვილს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სალომეს პირველ და მესამე მეუღლეებს ერთი გვარი აქვთ, მათ ნათესაობა არ აკავშირებთ. 

"მ­ო­რე ქმარ­მა მო­მა­ტყუა და გა­იქ­ცა. მა­შინ ცი­ბუ­კა რვა თვის იყო. სულ მე­ში­ნო­და, რად­გან ცი­ბუ­კას გვერ­დით მამა არ ჰყავ­და, მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ნაკ­ლი­სი ექ­ნე­ბო­და. ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, კი­დევ ერთხელ შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი. ზუს­ტად ვიცი, რომ ეს ჩემი ბოლო ქორ­წი­ნე­ბაა. ალ­ბათ, ასაკ­მაც თა­ვი­სი ქნა და ზუს­ტად ვიცი, რა­ტომ გა­დავ­დგი ეს ნა­ბი­ჯი. ვახო ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ნა­ი­რი კუ­თხით და­ეყ­რდნო­ბი. ის ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლია", - ამბობდა სალომე გოგიაშვილი. 

მესამე მეუღლესთან დაშორებისა და სკანდალური განქორწინების შემდეგ, სალომე გოგიაშვილმა საქართველოდან წასვლა და ცხოვრებაში სიახლეების შეტანა გადაწყვიტა. ამის შესახებ ის ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს: 

"ახალ წელს ახალი იმედებით ვხვდები… ვცდილობ, ჩემს შვილებს სიტუაცია „გავულაითო“ და ისე გავაგებინო, რომ ჩვენ კი დავშორდით, მაგრამ კარგი მეგობრები ვიქნებით და ბავშვები ურთიერთობაზე ვერ ამჩნევენ, რომ ჩვენ ასე სკანდალურად დავიშალეთ. ახლა რაზეც ვმუშაობ და ვფიქრობ, არის ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ძალიან ცუდად იმოქმედა მათზე ამ ამბებმა. მათ რომ ვუყურებდი, შოკირებული ვიყავი და რადგან ეს გადავლახეთ და სიმშვიდისკენ მივდივართ, აღარაფერს დავეძებ, ოღონდ ესენი იყვნენ კარგად.

  • "ულამაზესი წყვილი და ბედნიერი ოჯახი" - ნინო ჩხეიძე ქალიშვილსა და სიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

გადავწყვიტე, ცოტა ხანს დავისვენო. დავისახე გეგმები, რომლებსაც ვახორციელებ და ახლა გავიცანი საკუთარი თავი. აქამდე ყოველთვის, მთელი ჩემი ცხოვრება, სულ სხვებისთვის ვცხოვრობდი და მინდა, ახლა ჩემი თავისთვისაც მოვიცალო. არასდროს მქონდა დრო, დავმჯდარიყავი და მეფიქრა: მე რა მინდა, რა მესიამოვნება, რა მაყენებს დისკომფორტში… ვზივარ, ვმუშაობ ახალ გეგმებსა და საკუთარი ოცნებების განხორციელებაზე. უცხოეთში შვილებთან ერთად ვცხოვრობ ახლა და თუ ვინმეს აინტერესებს, რომელ ქვეყანაში ვარ, შეუძლია, ჩემი სოციალური ქსელები იხილოს და ადვილად მიხვდება.

ძალიან მაგარია, რომ ოთხი შვილი გავაჩინე და ჩემს თავს მათი სიყვარული ვაჩუქე. სამი დანგრეული ოჯახი, ოთხი შვილის დედობად ღირდა და საერთოდ არ არის საჭირო ქმარი, რომ ქალი იყოს გახარებული და ბედნიერი…"