"თენგიზ აბულაძემ მას თეატრის დატოვება მოსთხოვა და ამბობდა, სანანებელი შეცდომა დავუშვიო..." - გენიალური ასმათ ქანდაურიშვილის ამბავი და "სხვისი შვილები" - Marao

"თენგიზ აბულაძემ მას თეატრის დატოვება მოსთხოვა და ამბობდა, სანანებელი შეცდომა დავუშვიო..." - გენიალური ასმათ ქანდაურიშვილის ამბავი და "სხვისი შვილები"

2025-12-09 11:41:13+04:00

1950 წლის ზაფხულია, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე ჩადის ყვარელში. ერთ დღეს, თეატრის წარმომადგენლებს სახლში უმასპინძლა რაიკომის თანამშრომელმა - გრიგოლ ქანდაურიშვილმა. მისი 17 წლის ქალიშვილი ასმათი (სკოლა იმ წელს დაამთავრა), როიალს მიუჯდა - დაუკრა და იმღერა. გოგონამ დამსწრეთა ტაში დაიმსახურა და მაშინ უთქვამს დოდო ალექსიძეს: ეს ბავშვი ჩვენთან, თეატრალურში უნდა წავიყვანოო... ასეც მოხდა და ასმათ ქანდაურიშვილი ინსტიტუტში ჩაირიცხა. მარტო დოდო ალექსიძე არ ყოფილია მისით მოხიბლული. როგორც ქალბატონი ასმათის ჯგუფელი, ლეო ანთაძე ამბობს, ლამაზი გოგო იყო და ლექტორებიც ეარშიყებოდნენო.

ბატონი ლეო იხსენებს:

- მე და ასმათი დიდი მეგობრები ვიყავით. მსახიობის ოსტატობასა და მეტყველებაში წარმატებები მქონდა, მაგრამ არ მაინტერესებდა და არც ვსწავლობდი პოლიტეკონომიას, მარქსიზმის თეორიას და მეცნიერულ კომუნიზმს. ასმათი ამ საგნებს როცა აბარებდა, ყოველი გამოცდის მერე ლექტორს სთხოვდა ხოლმე: ბარემ, ლეო ანთაძესაც დაუწერეთ ნიშანიო. მას ყველა ლექტორი კარგ ნიშნებს უწერდა, საერთოდ, კარგად სწავლობდა. ასე რომ, ასმათმა დამამთავრებინა ინსტიტუტი.

ძალიან ხშირად ვეხუმრებოდი, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. თეატრალური ინსტიტუტის გვერდით იყო კინოთეატრი „სპარტაკი“. ერთხელაც შევუთანხმდი: ლექციები რომ დამთავრდება, ახალი ფილმი გადის კინოთეატრში და წავიდეთ-მეთქი. ვიყიდე მხოლოდ ერთი ბილეთი. მივედით და კონტროლიორმა გადახია ბილეთი, ასმათს კი არ უშვებს. ის ჩემზე ეუბნება - ამასთან ერთად ვარო. მე კიდევ ვპასუხობ: ვინ არის, არ ვიცნობ-მეთქი. გარეთ დავტოვე, შეხუმრებულები ვიყავით.

  • "ახალი წელი დგებოდა, გაბუტული ვიყავი. უცებ მოვიდა და მითხრა..." - კირა ანდრონიკაშვილის ამბავი მეუღლის შესახებ და მოგონებები წარსულიდან

ჯგუფელები ხშირად ვიკრიბებოდით. ერთ დღეს ყველა დავპატიჟე, ჩემი დაბადების დღეა-მეთქი, მოვიტყუე. ასმათს დავავალე - შენ ეს მოიტანე, შენ - ის... ნუნუ ხეთერელს ვუთხარი და ასე სათითაოდ დავაბარე თითო რამ. მოვიდნენ და გავშალეთ სუფრა. მერე გამოვტყდი, ეს დაბადების დღის რეპეტიციაა, სინამდვილეში 12 ნოემბერს არის-მეთქი.

  • ვინ არის "ჯული ბებო" ერთ დღეში 86 ათასზე მეტი მოწონებით? "ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ იდეალური ცხოვრება მაქვს, ინსტაგრამისთვის შესაფერისი სახლი ან ძვირადღირებული ტექნიკა..."

ჩვენი კურსის სადიპლომო სპექტაკლი, კარლო გოლდონის კომედია „ორი ბატონის მსახური“ დადგა დიმიტრი (დოდო) ალექსიძემ და ინსტიტუტის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს. მე ვასრულებდი მსახურის - ტრუფალდინოს როლს. ბატონები იყვნენ ასმათი და თაზო ქვარიანი. ამ დადგმაში პიესის მიხედვით ხან ერთი მცემდა და ხან მეორე.

ფილმ „სხვისი შვილების“ საპრემიერო ჩვენებას, სადაც ასმათმა შესანიშნავად ითამაშა, არ დავსწრებივარ იმიტომ, რომ მაშინ არ ვიყავი კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (მერე გავხდი) და მოსაწვევებს მხოლოდ წევრებს აძლევდნენ. ასმათი თელავის თეატრიდან გადმოიყვანეს მარჯანიშვილის თეატრში, მაგრამ როლი არ უთამაშია...

წაიკითხეთ სრულად