"9 დეკემბერი თქვენი დღეა! გილოცავთ! იდღეგრძელეთ!" - წერს სოციალურ ქსელში გია როინიშვილი და შვილებს, მარიამ და კოკო როინიშვილებს დაბადების დღეს ულოცავს.

თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ქალიშვილი, მარიამ როინიშვილი ქართველი სოპრანოა. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მარიამს ოპერა, დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია.
მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს. მარიამ როინიშვილმა ვახო კანდელაკზე. მარიამსა და ვახოს ერთი ქალიშვილი, კირა შეეძინათ.
ოჯახის ტრადიციას აგრძელებს კოკო როინიშვილიც, რომელიც ასევე ხელოვნების სფეროში ტრიალებს. ის მსახიობი და რეჟისორია და ცოტახნის წინ სახელოვნებო ჰაბი შექმნა: „ჩვენ ვართ „ქალაქის თეატრში“, რომელიც ჩვენთვის გახდა უმნიშვნელოვანესი სივრცე, მეორე სახლი, ოჯახს არაფერი ცვლის, მაგრამ აქაც ერთად ვართ, მეც, ანიც და მაროც… ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ერთად და ვაშენებთ ქალაქის თეატრს. მისი დაფუძნების იდეა ადრევე გაჩნდა სამეგობროში, ძალიან დიდი წრე გვყავს, ვეძებდით ადგილს და ჩვენმა ერთმა მეგობარმაც გვაპოვნინა ეს შესანიშნავი ადგილი, თამარ მეფის 18 ნომერში, სადაც ვთქვით, რომ თეატრი უნდა ყოფილიყო. მისი კარი ღიაა ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, თავისი შემოქმედება გამოფინოს, დადგას სპექტაკლი ან ჩაატაროს კონცერტი და ამისი საშუალება სხვაგან არ ეძლევა“ - ამბობდა კოკო როინიშვილი.
კოკო როინიშვილი უკვე არაერთი წელია, ასევე მსახიობ ანი იმნაძეზეა დაქორწინებული. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.
მარიამ და კოკო როინიშვილებს დაბადების დღე ერთ დღეს აქვთ, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა კი ზუსტად ერთი წელია. მათ განსაკუთრებული და-ძმობა და სიყვარული აკავშირებთ, რის შესახებაც საჯაროდან არაერთხელ უსაუბრიათ. ისინი აღნიშნავენ, რომ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად იღებენ.
"რეს ამ ბიჭის და ამ ბიჭის დის დაბადების დღეა. ბედნიერებაა შენნაირი ძმა და მეგობარი. სიგიჟემდე მიყვარხარ, კოკო", - წერს მარიამი.
