მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი - "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"- გრძელდება. მეორე კონცერტი გაიმართება 10 დეკებერს, 19:00 საათზე.
ორგანისტი რომან კრასნოვსკი სოლო კონცერტს კონსერვატორიის დიდ დარბაზში არსებულ “Alexander Schuke Potsdam” - ის ფირმის 3 მანუალიან, 40 რეგისტრიან ორგანზე გამართავს.
ეს ერთადერთი საკონცერტო ორგანია საქართველოში, რომელიც კონსერვატორიის დიდ დარბაზში 1963 წელს ეკურთხა.
რომან კრასნოვსკი, წარმოშობით უკრაინელი ორგანისტი, 1990 წელს გადავიდა ისრაელში. გასულ წლებში „რუბინის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის“ (იერუსალიმი) ასისტენტ-პროფესორი, ამჟამად, კარმიელის კონსერვატორიის პროფესორია. იგი კონცერტებს მართავს ავსტრიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, იტალიაში, ა.შ.შ.-ში და მასტერკლასებს ატარებს საორგანო სხვადასხვა პროგრამისა და კურსის ფარგლებში.
მისი რეპერტუარის ფართო სპექტრი მოიცავს ბაროკოსა და კლასიციზმის ეპოქებს, რომანტიზმსა და XXI საუკუნის მუსიკას. მისი ინიციატივით დაფუძნდა რეგულარული „საორგანო კონცერტების სერია“.
10 დეკემბრის კონცერტის პროგრამაშია იოჰან სებასტიან ბახის (1685-1750), ფელიქს მენდელსონ-ბართოლდის (1809 – 1847), იოჰანეს ბრამსის (1833-1897), იოჰან კრისტიან ჰაინრიხ რინკის (1770-1846), გეორგი კურკოვისა (უკრაინელი კომპოზიტორი) (1954*) და რომან კრასნოვსკის (1955*) ნაწარმოებები.
R