"მეორე ადამიანს შეურაცხყოფას რომ მიაყენებ, მერე მასთან ცხოვრება აღარ ღირს" - თათა ვარდანაშვილის ახალი ინტერვიუ და ცხოვრება დღეს - Marao

"მეორე ადამიანს შეურაცხყოფას რომ მიაყენებ, მერე მასთან ცხოვრება აღარ ღირს" - თათა ვარდანაშვილის ახალი ინტერვიუ და ცხოვრება დღეს

2025-12-09 14:17:22+04:00

21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რე­სია ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა, რო­მელ­საც ყველ­გან ვა­წყდე­ბით: ტრან­სპორ­ტში, სამ­სა­ხურ­ში, სა­მე­ზობ­ლო­ში და სა­კუ­თარ ოჯახ­შიც კი...ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ პა­სუ­ხობს აგ­რე­სი­ას და აგ­რე­სი­ულ ადა­მი­ა­ნებს მომ­ხიბ­ვლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, დი­ზა­ი­ნე­რი თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი:

  • "უცხოეთში შვილებთან ერთად ვცხოვრობ და თუ ვინმეს აინტერესებს, რომელ ქვეყანაში ვარ..." - სალომე გოგიაშვილი ახალი ცხოვრებისა და ახალი გეგმების შესახებ

- ჩვენს მძი­მე, და­ძა­ბულ დრო­ში რთუ­ლია ადა­მი­ან­მა სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თუ მისი გო­ნე­ბა, სული და გული მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი რწმე­ნით არ არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი. მორ­წმუ­ნე ადა­მი­ან­მა იცის, რომ ნე­ბის­მი­ერ აგ­რე­სი­ას და დამ­ცი­რე­ბას მოთ­მი­ნე­ბით უნდა უპა­სუ­ხოს. მეც ასე ვფიქ­რობ, რად­გან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯერ პო­ლე­მი­კას და­ი­წყებ, მერე კი, ხელ­ჩარ­თულ ბრძო­ლა­ში შე­დი­ხარ და სიმ­შვი­დეს კარ­გავ. ამ დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვინ გა­მო­დის? - ის, ვინც ვერ მო­ით­მი­ნა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის წე­სებს აჰ­ყვა.

vardanashvili

- გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­რავ­ლდნენ აგ­რე­სი­უ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, თქვე­ნი აზ­რით, ეს რით აიხ­სნე­ბა?

- იმით, რომ ბოლო წლებ­ში ძი­რძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი და­ი­კარ­გა. წაშ­ლი­ლია ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა, წაშ­ლი­ლია სა­ზღვა­რი უფ­როს­სა და უმ­ცროსს შო­რის და ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რა­ზეც თა­ო­ბე­ბი იზ­რდე­ბო­და, გაქ­რა. რაც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხდე­ბა, დიდ­წი­ლად, 1990-იანი წლე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია, როცა ალ­კოჰო­ლის, ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ნორ­მად იყო მიჩ­ნე­უ­ლი, ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­ი­ღო სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გი, რო­მელ­საც დღეს ვიმ­კით. ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კა და­ან­გრია და და­ა­ზი­ა­ნა შიშ­მა, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ­დით. ომმა და სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბამ სი­ძულ­ვი­ლი­სა და აგ­რე­სი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლი თა­ო­ბე­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

  • 17 წლის შვილი, ცნობილი მეუღლე და განსაკუთრებული ამბავი: ნინო ქათამაძის ცხოვრების საინტერესო მომენტები

 შვილ­თან ერ­თად ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის სინ­დრო­მი აწუ­ხებს. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ებ­რძვის ყვე­ლას, ვინც რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლია. ამავდრო­უ­ლად, მე მგო­ნია, რომ აგ­რე­სი­ის პირ­ველ­წყა­რო ოჯა­ხია, ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ ოჯა­ხი­დან მო­დის. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ოჯა­ხი დან­გრე­უ­ლია, წაშ­ლი­ლია ზღვა­რი მა­მა­კაც­სა და ქალს შო­რის, რაც გა­მო­იწ­ვია გენ­დერულ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ, გა­უ­კუღ­მარ­თე­ბულ­მა სექ­სუ­ა­ლურ­მა ხედ­ვამ და სო­ცი­უმ­მა, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ - ამ ყვე­ლა­ფერ­მა ადა­მი­ან­ში კე­თი­ლი სა­წყი­სი აღარ და­ტო­ვა.

vardanashvili

- ქალ­ბა­ტო­ნო თათა, თქვენ რო­გორ ხვდე­ბით აგ­რე­სი­ას?

- ერ­თა­დერ­თი, რაც ამ დროს სწო­რი და მარ­თე­ბუ­ლია, აგ­რე­სი­ას არ უნდა აჰ­ყვე, მარ­თა­ლია, ზოგ­ჯერ მეც მი­ჭირს მოთ­მე­ნა, მაგ­რამ ამ დროს, ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი არის იგ­ნო­რი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, აგ­რე­სი­ას აგ­რე­სი­ით უპა­სუ­ხებ და ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. მეს­მის, რომ რთუ­ლია უსა­მარ­თლო­ბა და­ით­მი­ნო, ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ციო, მაგ­რამ ათ­ჯერ რომ და­ა­იგ­ნო­რებ, ბო­ლოს თავს და­გა­ნე­ბე­ბენ. ესეც ერ­თგვა­რი ბრძო­ლაა სი­კე­თეს და ბო­რო­ტე­ბას შო­რის. ჩემი აზ­რით, უმ­ჯო­ბე­სია, ბო­რო­ტე­ბას გა­ვე­რი­დოთ.

წაიკითხეთ სრულად