"წლების მატებას არ განვიცდი... გამორიცხულია, რომ წლებმა შეგცვალოს" - ელენე ფოჩხუა წლების მატებაზე, გარეგნობის ცვლილებებსა და ახალ გამოწვევებზე - Marao

"წლების მატებას არ განვიცდი... გამორიცხულია, რომ წლებმა შეგცვალოს" - ელენე ფოჩხუა წლების მატებაზე, გარეგნობის ცვლილებებსა და ახალ გამოწვევებზე

2025-12-09 17:03:33+04:00

მომღერალი ელენე ფოჩხუა ახლახან იუბილარი იყო. ამბობს, რომ ძალიან უყვარს თავისი დაბადების დღე. როგორც ნამდვილმა მეგრელმა, დაბადებაც ნაჩქარევად ინება და ამ ქვეყანას რვა თვის მოევლინა. მართალია, ასაკს არ მალავს, მაგრამ არც საჯაროდ აფიშირება უყვარს. ფაქტია, ელენე არის ადამიანი, ვისაც თვალდახუჭული შეგიძლია ენდო, ვისაც გულში არასოდეს გაუვლია შური და ბოღმა და დღემდე, მისი გარშემო მყოფებისთვის ნამდვილი გაჭირვების ტალკვესია.

– ელენე, განიცდი წლები რომ გემატება?

– არა, წლების მატებას არ განვიცდი. ადამიანები რომ ვიბადებით, ვიზრდებით, ასაკი გვემატება და ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია და არა ტრაგედია. გამორიცხულია, რომ წლებმა შეგცვალოს, მე ამის შემდეგ ნამდვილად ვეღარაფერი შემცვლის – როგორიც ვიყავი მხიარული, მოსიყვარულე და სხვისი წარმატებით გახარებული, ისეთი ვარ და ვიქნები. ჩემს შემთხვევაში, წლების მატებასთან ერთად, ნამდვილად არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ციფრები მემატება.

  • 17 წლის შვილი, ცნობილი მეუღლე და განსაკუთრებული ამბავი: ნინო ქათამაძის ცხოვრების საინტერესო მომენტები

– არის ისეთი რამ, რასაც ნანობ და შეცვლიდი?

– არაფერს ვნანობ და არაფერს შევცვლიდი, ვარ ძალიან კარგად, ვცხოვრობ ლაღად და ბედნიერად და, რაც მთავარია, ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ვმუშაობ ყოველდღე ჩემი საყვარელი პროფესიით და ბედნიერი ვარ, რომ ამით ვარ დაკავებული. მაქვს გასვლითი კონცერტები რეგიონებში, ამასთან ერთად, ყოველ საღამოს ვმღერი არაჩვეულებრივ ბენდთან ერთად და პარალელურად, მაიკო კაჭკაჭიშვილის აკადემიაში ვასწავლი ბავშვებს. სხვათა შორის, ადრე, სტუდენტი რომ ვიყავი, ვმუშაობდი ლევან ლაზარიშვილის დედასთან, თინიკო დანიბეგაშვილის სტუდიაში.

  • "მეორე ადამიანს შეურაცხყოფას რომ მიაყენებ, მერე მასთან ცხოვრება აღარ ღირს" - თათა ვარდანაშვილის ახალი ინტერვიუ და ცხოვრება დღეს

პატარა გოგო ვიყავი – 18-19 წლის და მუშაობა რომ შემომთავაზა, სიხარულით დავთანხმდი პედაგოგობას. ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და კვირაში ორი დღე მათთან საოცარ დროს ვატარებ. ძალიან ნიჭიერები არიან და მათ განსაკუთრებულად განსხვავებულ ფსიქიკასაც მოვერგე. უკვე ვიცი, ვინ როგორ მოვიყვანო ხასიათზე, გავაცინო, ავამღერო და ასე ვთქვათ, მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთმანეთი კარგად შევისწავლეთ.

წაიკითხეთ სრულად