"ყოფილა შემთხვევები, როცა შემოთავაზებაზე ოჯახის გამო მითქვამს უარი.... არ ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერის გამო ჩემს ოჯახს რამე მოვაკელი" - გვანცა დარასელიას, როგორც წარმატებული ქალის ოჯახი და კარიერა - Marao

"ყოფილა შემთხვევები, როცა შემოთავაზებაზე ოჯახის გამო მითქვამს უარი.... არ ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერის გამო ჩემს ოჯახს რამე მოვაკელი" - გვანცა დარასელიას, როგორც წარმატებული ქალის ოჯახი და კარიერა

2025-12-09 17:22:31+04:00

ყველასთვის საყვარელი გვანცა დარასელია ის ადამიანია, ვისაც არ უყვარს რისკი და ყოველთვის ცდილობს, დაფიქრდეს, გაიაზროს და ისე გადადგას ნაბიჯი. მას ტელე-რადიოგადაცემის წამყვანი ჟურნალისტის განათლება აქვს. წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ში“ მუშაობდა და დღეს სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. კერძოდ, „იუთუბ“ არხზე აქვს პოდკასტი, სადაც სტუმრებთან ერთად, საკმაოდ საინტერესო და აქტუალურ თემებზე საუბრობს.

daraselia

– გაქვს ისეთი ოცნება, რომელიც ვერ აიხდინე?

– ხშირად მეკითხებიან, ოჯახსა და კარიერას როგორ ათვსებო. ყოფილა შემთხვევები, როცა ალტერნატივის წინაშე დავმდგარვარ, შემოთავაზებაზე ოჯახის გამო მითქვამს უარი. ბალანსი ყოველთვის მქონდა. არ ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერის გამო ჩემს ოჯახს რამე მოვაკელი. გამიმართლა – შემეძლო, ორივე სფეროში – ოჯახურშიც და პროფესიონალურშიც – დრო სწორად დამებალანსებინა.

  • "წლების მატებას არ განვიცდი... გამორიცხულია, რომ წლებმა შეგცვალოს" - ელენე ფოჩხუა წლების მატებაზე, გარეგნობის ცვლილებებსა და ახალ გამოწვევებზე 

თუმცა, ვნანობ, რომ საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, იმ კონკრეტულ სიტუაციებში, როცა მეტად შემეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა, წინსვლა და მეტი წარმატების მიღწევა ვერ შევძელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერებული ვარ, ზოგჯერ საკმარისი სითამამე არ მქონდა. თუმცა, ეს დროსთან ერთად უნდა მოსულიყო.

– რადგან ხასიათი ახსენე, მითხარი თვისება, რომელიც შენს ხასიათში მოგწონს და რომელსაც გამოასწორებდი?

– ჩემს ხასიათში ძალიან მომწონს, რომ ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანი ვარ, ყველა ადამიანსა და სიტუაციაში მიყვარს კარგის დანახვა. შემიძლია, ყველაფერი სხვისი გადმოსახედიდანაც შევაფასო და ეგოისტურად არ ვიმოქმედო.

  • ამბავი განსაკუთრებული დაძმობის შესახებ: დაბადების დღე ერთ დღეს, დიდი სიყვარული და ლამაზი ოჯახი: კოკო და მარიამ როინიშვილები

არ მომწონს, რომ წლების განმავლობაში სითამამე არ მქონდა და ამის გამოსწორებაზე ვმუშაობ. არ მომწონს, რომ ზოგჯერ ზედმეტად ვაქცევ ყურადღებას დეტალებს და იმაზე მეტად ვშფოთავ, ვიდრე საჭიროა. თუმცა, ვცდილობ, ამან არ შემიშალოს ხელი განვითარებაში.

წაიკითხეთ სრულად