გზა თიანეთიდან დიდ სცენამდე: ვინ იყო სილამაზით განთქმული თინა სისაური - Marao

გზა თიანეთიდან დიდ სცენამდე: ვინ იყო სილამაზით განთქმული თინა სისაური

2025-12-09 17:29:28+04:00

თინათინ სისაური 1964 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. 

თეოლოგმა ვატო ურუშაძემ, თავისი კუთხის წარმომადგენელ თიანელ მსახიობზე - თინა სისაურზე შვილების: თინათინ, ლევან, გიორგი და მაია მიქელაძეების ხელშეწყობითა და მსახიობის ბავშვობის მეგობრის - ზაირა ბერიკიშვილის დახმარებით საინტერესო დეტალები შეაგროვა და გაგვიზიარა. ამავდროულად, ამ მასალის წაკითხვის შემდეგ, ალბათ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, თუ ვინაა ასახული ცნობილ ფოტოზე, ბელა მირიანაშვილსა და გურანდა გაბუნიას შორის, სამ ქალბატონთაგან ერთ-ერთი სწორედ თინათინ სისაურია.

  • ანა ფრანკის მამამ მედეა ჯაფარიძეს წერილი მისწერა: "წარმომიდგენია, როგორ მოქმედებს თქვენი თამაში თეატრში, სცენიდან, სადაც მაყურებელთან კავშირი და ზემოქმედება ბევრად ძლიერია..."

ვატო ურუშაძე:

- თინა სისაური თიანეთში, 1939 წლის 16 აპრილს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს 6 შვილი ჰყავდათ: 5 გოგონა და 1 ბიჭი. 6 დედმამიშვილიდან ყველა მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული. თიანეთის კლუბში ხშირად ისმოდა სისაურების დიდი ოჯახის სიმღერა. თინას განსაკუთრებული მუსიკალური მეხსიერება ჰქონდა, რაც სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს. უკვე ხანში შესულს იმაზე ეცინებოდა, რომ ბავშვობაში ნასწავლი, ძველი კომუნისტური სიმღერები დეტალურად ახსოვდა.

 - ვინ იყვნენ მისი მშობლები?

- მამა - შალვა სისაური მწყემსი იყო, რომელიც ამ საქმეს 13 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მისდევდა. ცხვარში მწყემსებს სხვადასხვა ფუნქცია აქვთ და აქ განსაკუთრებული პრივილეგიით "მცნობარი" სარგებლობს. ეს მწყემსის იშვიათი ნიჭია, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ამ კონკრეტულ პიროვნებას შეუძლია ერთი შეხედვით იცნოს, თუ რომელი ცხვრის შვილია ნებისმიერი ბატკანი. შალვა სისაური სწორედ ამ უნარით იყო დაჯილდოებული. გარდა ამისა, ჰქონდა მუსიკალური ნიჭი და ფანდურზეც კარგად უკრავდა. ის ღრმად მოხუცებული, 90 წელს გადაცილებული გარდაიცვალა.

  • "ახალი წელი დგებოდა, გაბუტული ვიყავი. უცებ მოვიდა და მითხრა..." - კირა ანდრონიკაშვილის ამბავი მეუღლის შესახებ და მოგონებები წარსულიდან

დედა - სოფიო (სონა) ქაშიაშვილი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ზრუნავდა თავის დიდ ოჯახზე. ძალიან ტრადიციული და განათებული ქალი გახლდათ. რძის დამუშავების დროს, როცა ხელები სადღვებლით ჰქონდა დაკავებული, პარალელურად გვერდით წიგნი ედო და კითხულობდა.

- რა არის ცნობილი თინას ბავშვობაზე?

- თინა ბავშვობიდან ხევსურისთვის დამახასიათებელი მტკიცე და უდრეკი ხასიათით გამოირჩეოდა, რის გამოც მეტსახელად "შავ მგელს" ეძახდნენ.

სკოლაში 5 წლისა შეიყვანეს, რისი მიზეზიც მისი განუყრელი მეგობარი ზაირა ბერიკიშვილი გახდა. თინა მასზე ერთი წლით უმცროსი იყო და როცა ზაირა პირველ კლასში შევიდა, თინამ კატეგორიულად მოითხოვა, მეგობართან ერთად ისიც წაეყვანათ სკოლაში. მშობლები იძულებული გახდნენ, შვილის მოთხოვნა შეესრულებინათ და ბავშვს სწავლა ერთი წლით ადრე დაეწყო. თინა და ზაირა მთელი ცხოვრება განუყრელ მეგობრებად დარჩნენ. რაც შეეხება სკოლას, თინა სისაურს ისეთ მასწავლებლებთან მოუწია ურთიერთობამ, როგორებიც იყვნენ: რუსუდან გელოვანი (მირზა გელოვანის და), ვარა ხარანაული (ბესიკ ხარანაულის დედა)...

წაიკითხეთ სრულად