"ის ბრუნდება - იმ ძალით, დანაკარგით, სიყვარულითა და ისტორიით, რასაც წლების მანძილზე მხრებით ატარებდა" - რას წერს ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძე მსახიობი დედის შესახებ - Marao

"ის ბრუნდება - იმ ძალით, დანაკარგით, სიყვარულითა და ისტორიით, რასაც წლების მანძილზე მხრებით ატარებდა" - რას წერს ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძე მსახიობი დედის შესახებ

2025-12-10 14:27:00+04:00

"რუსეთის ოკუპაციამდე დედაჩემის სამყარო სოხუმის თეატრი იყო. ომის დაწყებამ სცენის შუქები ჩააქრო, დედა კი აიძულა, ცხოვრების ეს თავი ათწლეულების მანძილზე დაეხურა. მაგრამ 40 წლის შემდეგ ის ბრუნდება - იმ ძალით, დანაკარგით, სიყვარულითა და ისტორიით, რასაც წლების მანძილზე მხრებით ატარებდა.

მისი დაბრუნება მხოლოდ სპექტაკლი არ არის... ეს ნამდვილი გამარჯვებაა",-წერს სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძე და დედის, მსახიობ ზეინაბ დვალიშვილის ფოტოს აქვეყნებს. 

pachulia

ვინ არის ზეინაბ დვალიშვილი 

ფართო საზოგადოებამ მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით" უფრო ცნობილი გავხდი, მაგრამ გული მწყდება, რომ სოხუმის თეატრში მუშაობის დროს, 1977-84 წლებში, 30 მთავარი როლი მაქვს ნათამაშები და არავის ახსოვს“, - ამბობდა ის.

სერიალში მისი გამოჩენა მოულოდნელი იყო. ამაზე არც უოცნებია და არც - უფიქრია. 

  zeiko_dvalishvili

ზეინაბ დვალიშვილის კარიერა

 „ჩემს შვილიშვილს უნდოდა მონაწილეობა და რამდენჯერმე კასტინგზე ვახლდი. იქ არავის ვიცნობდი, უბრალოდ არ მინდოდა, მარტო წასულიყო. ეკა მჟავანაძემ რომ დამირეკა, ვიფიქრე, ბავშვის გამო მირეკავს-მეთქი, მაგრამ ისეთი სიტყვები მითხრა, ენა ჩამივარდა; თქვენს პროფესიას თუ დაუბრუნდებით, კარგი იქნება, ელვირის დედის როლი გვინდა შეასრულოთო. სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მარტო ვიყავი, ჩემი მეუღლე პირველ სართულზე იყო. შალვასთან ჩავედი, ხვალ კასტინგზე უნდა წავიდე, სერიალიდან დამირეკეს-მეთქი. არ დაიჯერა. ახლა ეკრანზე რომ მხედავს, უხარია, ყველას ეუბნება, ზეიკო ნახეთო? ელვირი ცუდი პერსონაჟია, მაგრამ ნიკა ქავთარაძეა ცხოვრებაში ძალიან საყვარელი ადამიანი. ჩემი ბიჭები ერთმანეთს რომ ელაპარაკებიან, ამბობენ ხოლმე, ზეიკო ჩვენი დედა აღარ არის, ელვირის დედა გახდაო”, - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

  • ზაზა ფაჩულიას დიდი ოჯახი, 4 შვილი და განსაკუთრებული ახალი წელი: ცნობილი სპორტსმენის ოჯახური კადრები

მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და ამბობს, რომ ცხოვრებას რომ თავიდან იწყებდეს, ისევ ამ გზას აირჩევდა. 25 წელია, რაც სასცენო ხელოვნებას ასწავლის და ეს ეს მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. 

ცოტამ თუ იცის, რომ ზეინაბ დვალიშვილი თიკა ალავიძის, ზაზა ფაჩულიას მეუღლის დედაა. თიკა და ზაზა ამერიკაში ცხოვრობენ და 4 შვილს ზრდიან, სწორედ ამიტომ შვილს, სიძესა და შვილიშვილებს ქალბატონი ზეინაბიც ხშირად სტუმრობს. 

  • "ასე გამოიყურება ბედნიერი ოჯახი" - ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძის ახალი ფოტოები და ოჯახური იდილია

„საქართველოდან ამერიკაში რომ წავედი უკვე არ ვიყავი კარგად. რაღაც გადამიტრიალდა და დავიწყე დიეტა, სწორი კვება. ამოვაგდე ტკბილეული, შაშხი, ცომეული, გაზიანი სასმელები. შვრიას მივირთმევ და მე თვითონ ვაცხობ ხოლმე, თუ რამე მომინდება. რა კარგი ყოფილა სიგამხდრე“,  - ამბობს “დღის პოსტში“ სტუმრობისას ზეინაბ დვალიშვილი. მან ბოლო პერიოდში 20 კილოგრამი დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება.