"38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას... ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის" - როგორ აღნიშნავს ნინი შერმადინი დაბადების დღეს - Marao

"38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას... ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის" - როგორ აღნიშნავს ნინი შერმადინი დაბადების დღეს

2025-12-11 13:37:15+04:00

"დღეს 38 წლის გავხდი…და რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვხვდები - ცხოვრების თითოეული წელი ჩემს გულზე ასახული ნოტია, თითოეული ნაბიჯი - სცენა, სადაც ვხედავ, როგორ ვიზრდები, როგორ ვძლიერდები და როგორ ვუახლოვდები ჩემს ნამდვილ გზას.

38 წელი ნიშნავს მადლიერებას - ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, სტუდენტებისთვის, მსმენელებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ძალას, სითბოს და მოტივაციას მაძლევს.

38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას და პასუხისმგებლობას ჩემი თავისა და თქვენ წინაშე. დღეს ჩემთვის ახალი თავი იწყება - სავსე სინათლით, ახალი მიზნებით, იმედებით, სიმღერებით, სიყვარულით და იმ საოცარი ენერგიით, რომელსაც თქვენ მაძლევთ. 

მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ - თქვენს გარეშე ეს გზა ყოველთვის ბევრად ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. მადლობა თქვენი ტაშისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენი გულებისთვის, სიყვარულისთვის, ნდობისთვის, კრიტიკისთვის! ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის", - წერს მომღერალი ნინი შერმადინი. ნინომ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა, კომპლიმენტი და კეთილი სურვილი მიიღო.

shermadini