ნათია დუმბაძემ საზოგადოებას ახალი სიმღერა და კლიპი წარუდგინა. პრეზენტაცია, რომელსაც შოუბიზნესის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ARDE-ს სივრცეში გაიმართა.
სიმღერას „ჩემი გულით“ ჰქვია და მის შექმნაზე ლაზარე ადამიამ და თემო საჯაიამ იმუშავეს.
ნათია დუმბაძე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მომღერალია, რომელიც სხვადასხვა დროს მუსიკალურ მეგაპროექტებში მონაწილეობდა. ის ბავშვობიდან მღერის და დღემდე აქტიურად არის ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში.