ია სუხიტაშვილი The Film Stage-ის 2025 წლის საუკეთესო მსახიობთა სიაშია! ქართველი მსახიობის დიდი წარმატება ფილმით "აპრილი" - Marao

ია სუხიტაშვილი The Film Stage-ის 2025 წლის საუკეთესო მსახიობთა სიაშია! ქართველი მსახიობის დიდი წარმატება ფილმით "აპრილი"

2025-12-12 19:58:00+04:00

„რუსთაველის ეროვნული თეატრი ულოცავს ჩვენი თეატრის მსახიობს, ია სუხიტაშვილს, საერთაშორისო გამოცემა The Film Stage-ის მიერ შედგენილ რეიტინგში - 2025 წლის საუკეთესო მსახიობთა შესრულებებში მოხვედრას, ფილმ „აპრილში“ (რეჟისორი - დეა კულუმბეგაშვილი) შესრულებული გამორჩეული როლისათვის“ - აღნიშნულია რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გასულ წელს ქარ­თულ­მა დრა­მა­ტულ­მა ფილმმა „აპ­რი­ლი“, რომ­ლის რე­ჟი­სო­რიც დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლია, აზი­ურ "ოს­კა­რად" წო­დე­ბულ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე APSA – ASIA PACIFIC SCREEN AWARS ორი მთა­ვა­რი ჯილ­დო მო­ი­პო­ვა: "სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი" და "სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბა", სა­დაც მსა­ხი­ობ­მა ია სუ­ხი­ტაშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა.

ფილ­მი ასა­ხავს მეან-გი­ნე­კო­ლო­გის რთულ ბრძო­ლას, რო­მელ­საც ახალ­შო­ბი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. „აპ­რი­ლი“ თავ­და­პირ­ვე­ლად ვე­ნე­ცი­ი­სა და ტო­რონ­ტოს კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე წარ­სდგა. ვე­ნე­ცი­ა­ში მან სპე­ცი­ა­ლუ­რი ჟი­უ­რის პრი­ზი მო­ი­პო­ვა, ხოლო სან სე­ბას­ტი­ა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე „Zabaltegi-Tabakalera“-ს კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა.

suxitashvili

ია სუხიტაშვილი

ია სუხიტაშვილი 1980 წლის 29 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იმავე წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

  • 7 ქართველი ვენეციის კინოფესტივალზე - ვინ და როგორ ესწრებოდა პრესტიჟულ ღონისძიებას

კატეგორიულად არ სურდა მსახიობობა, ჟურნალისტობას აპირებდა. მიუხედავად ამისა, სხვის რჩევას მიენდო და... მისი ცხოვრება შეიცვალა.

"თეატრალურში სწავლისას სულ მქონდა პროტესტი, როდესაც ჩვენთან ერთად აჰყავდათ სარეჟისორო ჯგუფი. მაინტერესებდა რატომ იღებდნენ ისინი ფილმებში თავიანთ ჯგუფელებს და არ ჰქონდათ უშუალო თანამშრომლობა ჩვენთან, მსახიობებთან. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა და მათთვისაც, რადგან შევეჩვეოდით კამერის წინ მუშაობას, ისინი კი - მსახიობთან. სამწუხაროდ ჩვენთან კინოზე თუ სერიალზე მუშაობის დროს, ხშირად, ცუდი მიდგომა აქვთ. სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ბევრ კარგ მსახიობს არ გაუმართლა, ვერ მოახერხეს კამერის წინ მუშაობა და ვერც ახლა ახერხებენ რადგან არც სწავლის პროცესში და არც მას შემდეგ პრაქტიკის გავლა ვერ მოახერხეს. კოლეგებმა არ მიწყინონ, მაგრამ ბევრისგან ისიც მსმენია, რომ უყურებენ ფილმებს და იქიდან სწავლობენ თამაშს და ეს არ არის სწორი. მსახიობობას ასე თეორიულად ვერ ისწავლი. მე გამიმართლა, 2003 წელს მომიწია პეტერბურგში, ლენფილმში ჩასვლა, ყველაფერი ძალიან უცნაური იყო. დამირეკეს, მითხრეს ამა და ამ დროს ჩამოდით, მოდი სტუდიაში და დაგხვდებათ ოლგა. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ოლგა ან რატომ უნდა ჩავსულიყავი. მაინც წავედი და მართლა დამხვდა ვინმე ოლგა, რომელმაც ალექსეი გერმანთან წამიყვანა სინჯებზე.

  • საქართველო 2026 წლის „ოსკარზე" - ია სუხიტაშვილი, დათა ჩიჩუა, მალხაზ აბულაძე... - რას გვიყვება ფილმი „პანოპტიკონი“

შემდეგ დამამტკიცეს როლზე და მითხრეს, რომ შვიდი თვე მომიწევდა რუსეთში ყოფნა. მაშინ რუსთაველის თეატრში რემონტი იყო და არაფერი არ ხდებოდა, ჩავალაგე ბარგი და წავედი. თუმცა წინასწარ გავაფრთხილე რეჟისორი, რომ მანამდე არსად არ მქონდა მიღებული მონაწილეობა, კინოგადაღებას ვგულისხმობდი. მართალია, "ცხელ ძაღლში" ნათამაშები მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი ძალიან ცუდად მახსენდება, რადგან ყველაფერი ჩქარ-ჩქარა ხდებოდა, არც ერთი რეჟისორი არ ცდილობდა პერსონაჟისთვის და მსახიობისთვის დრო დაეთმო. ამიტომ ვთვლიდი, რომ კამერის წინ მაინც, ჩემი პირველი გამოჩენა სწორედ ამ ფილმში მოხდებოდა.

  • ია სუხიტაშვილის სამი ასაკი: როგორ იცვლებოდა წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი

ალექსეი გერმანმა თავისი ასისტენტი გამოუშვა ჩემთან და მასთან ერთად გავდიოდი ყოველდღე რეპეტიციას, შესაბამისად, ხმამაღლა შემიძლია იმის თქმა, რომ ბევრი სერიოზული მასტერკლასი იქ გავიარე და ვისწავლე უამრავი პატარა დეტალი. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ვიყავი დაკავებული თეატრში, 2007 წელს გავაჩინე პირველი შვილი და ამის შემდეგ აქტიურად დავიწყე კინოკარიერაც. თუ მკითხავენ, რა განსხვავებაა თეატრში, კინოსა და სერიალში თამაშზე, ვიტყვი, რომ საბოლოოდ ყველაფერი შეგრძნებებზეა დამოკიდებული, თუ ეს შეგრძნებები გაქვს, ერთნაირად კარგი იქნები ყველგან" - იხსენებდა ია სუხიტაშვილი.