გოგოა თუ ბიჭი? ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მესამე შვილს ელოდებიან - Marao

გოგოა თუ ბიჭი? ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მესამე შვილს ელოდებიან

2025-12-12 19:31:00+04:00

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მესამე შვილს ელოდებიან. წყვილმა სასიხარულო სიახლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ვიდეო სქესის გაგების ცერემონიიდან გამოაქვეყნა - მათ გოგონა ეყოლებათ. 

maqacaria

ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ოჯახი 

ირაკლი მაქაცარია ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ცნობილი ტელეშოუების აქტიური მონაწილე გახდა. მოგვიანებით ის მაყურებელმა ჟიურის ამპლუაშიც იხილა, ახლა კი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად თოქ-შოუს უძღვება. 

  • ანუკი არეშიძის უქმეები ოჯახთან ერთად: მშობლები, გასეირნება ბუნებაში და ოჯახური კადრები

ირაკლი წლების მანძილზე უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა, ამ ქვეყანასთან კავშირს კი დღემდე ინარჩუნებს. ირაკლი რამდენიმე ბიზნესის მფლობელია და ამ მიმართულებით მუდმივად ვითარდება. 

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

  • "ვუთხარი, რომ ჩვენი ურთიერთობა ვერ გაგრძელდებოდა... მაშინ შემომხედა და მითხრა..." - როგორ გაჩნდა სიყვარული ლელა კილაძესა და გიორგი ცაგარელს შორის და როგორია მათი ოჯახი დღეს

ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარე უწყობენ ხელს. 

  • "მე 39 წლის, ქალიშვილი - 12 წლის" - ნინი ბადურაშვილისა და ელენე კუტალაძის დუეტი

ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი სახე იყო.

წყვილს პირველი შვილი, გიორგი მაქაცარია 2023 წელს შეეძინა. მეორე შვილის, ნინას მშობლები კი 2025 წლის იანვარში გახდნენ. მალე მათ ოჯახს კიდევ ერთი გოგონა შეემატება.