"მეც კი ვერ წარმომედგინა, რომ მიშა შეიძლება ასე იჯდეს, ალისამ თავზე ბაფთები გაუკეთოს..." - სოფო ნიჟარაძე ოჯახსა და შვილზე - Marao

"ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან... ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან" - სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე

2025-12-15 11:00:20+04:00

სოფო ნიჟარაძე ჟურნალისტი ვიკა ბუკიას საავტორო გადაცემის სტუმარი იყო. პოპულარული ქართველი მომღერალი ბოლო წლებში პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს და სატელევიზიო შოუებსაც ხშირად არ სტუმრობს - სწორედ ამიტომ, ამ ინტერვიუმ დიდი ყურადღება დაიმსახურა.

გადაცემაში სოფო ნიჟარაძემ დიდი დრო დაუთმო შვილზე, ელის-მარია სააკაშვილზე საუბარს, მის ურთიერთობას ოჯახის წევრებთან - ბებიებთან, მამასთან, ძმებთან: 

saakshvili

სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილისა და შვილის შესახებ 

"ალისამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ვერ წარმომიდგენია, რა იყო აქამდე. არ ვიცი, როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე. ამ ხუთმა წელმა გადაწონა, რაც მიცხოვრია იქამდე, სანამ მეყოლებოდა შვილი.

სახელი მიშამ დაარქვა. ალისა ძალიან ჰგავს მამას, განსაკუთრებით ხასიათით, მიმიკებით. ადრე კიდევ უფრო ჰგავდა. უნდა, რომ მამასავით ბევრი ენა ისწავლოს. სიმღერას რაც შეეხება, თავიდან მეგონა, რომ არ ჰქონდა სმენა და მიშასავით ყრუ იყო, თუმცა ახლა მღერის, ფორტეპიანოზე დადის...

  • გოგოა თუ ბიჭი? ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მესამე შვილს ელოდებიან

მიშასთან სანახავად, ძირითადად, თვეში ერთხელ დამყავს. ძალიან უყვარს მამა. ერთხელ მითხრა, რომ მე მიშა უფრო მიყვარს, ვიდრე შენო და გავბრაზდი. მერე დამამშვიდა, ის უფრო დიდია, მაღალია და იმიტომო...

მე ასეთი მიშა სხვა დროს არ მინახავს, სულ სხვანაირია ალისასთან. ალბათ, ამ ასაკში რომ გაუჩნდა, თან გოგოა. მეც კი ვერ წარმომედგინა, რომ მიშა შეიძლება ასე იჯდეს, ალისამ თავზე ბაფთები გაუკეთოს და რაღაც სისულელეებზე ელაპარაკოს დაწვრილებული ხმით, კისერზე შემოისვას და ცხენობანა ეთამაშოს. მე უფრო მაყურებელი ვარ მათთან, რადგან მთელი დრო ის ბავშვთან ურთიერთობს.

saakashvili

ალისას ცხოვრებაში სულ ჩართულია, სულ კითხულობს წერილებში ალისას ამბებს. სულ მთხოვს, ჩავრთო რაღაც აქტივობებში და უფრო მეტად დავაკავო. უნდა, რომ ცურვაზე ვატარო, ციგურებზე, ახალი ენა ისწავლოს.

  • „გიზიარებთ ჩემს მესამე შვილს... საქართველოში დავბრუნდი ოჯახთან ერთად" - დიდი სიახლეები ნანუკა გოგიჩაიშვილის ცხოვრებაში

ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან. ნიკუშა სულ წასულია და მოგზაურობს. ედუარდი როდესაც ჩამოდის, ყოფილა ჩვენთან რამდენჯერმე და ძალიან თბილი და კარგი ადამიანია.

გიულისთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს და სულ უნდა, გაუზიაროს თავისი სიახლეები და მიღწევები, გადაყოლილი ბებიაა.

ალისას მიშას სულსწრაფობა აქვს და მაგას ამოვიღებდი მისი თვისებებიდან, და ჩემგან დავუმატებდი თავშეკავებულობას და თმენის უნარს. იმიტომ, რომ სულსწრაფობის გამო ბევრი შეცდომა მოსდის მიშას. სიფიცხე აქვს კიდევ მიშასი და ამასაც ამოვიღებდი. კარგი, რაშიც მიშას ჰგავს, არის ის, რომ შეუძლია მარტივად მოგიბოდიშოს.

  • "ერთ საიდუმლოსაც გაგანდობთ – ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ არც კი გვიკამათია“ - ცისანა სეფიაშვილი ოჯახზე, სიყვარულსა და მეუღლეზე

saakashvili

მიუხედავად ბევრი სირთულისა, რაც გარშემო დღესაც მაქვს, მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ალისა.  მთავარი ბედნიერება მყავს და ეს იმ ყველაფრის, განვლილი ცხოვრების და ტკივილების დამსახურებაა, ამიტომ არაფერს არ შევცვლიდი. ნაწყენი ძალიან ბევრ ადამიანზე ვარ, რა თქმა უნდა, წყენა მიშასთანაც მქონია, მაგრამ მე უფრო ბევრი კარგი მახსოვს, ამიტომ ეს ის მომენტია, რომელზეც მხოლოდ მასთან ვილაპარაკებ, როცა მოვა ამის დრო, მე მჯერა. ან შეიძლება, რაღაც ასაკში მემუარები დავწერო. იქ აუცილებლად დავწერ ჩემს განწყობებზე და გრძნობებზე. ხალხს რომ გონია, რომ ყველაფერი იცის და სინამდვილეში არაფერი იცის, აი აქ დაიბადება ბესტსელერი”, - თქვა სოფო ნიჟარაძემ ვიკა ბუკიას გადაცემაში შვილზე, ელის მარია სააკაშვილზე საუბრისას.