"იმის მაგივრად, რომ დავარდნილ ადამიანს ფეხი ვურტყათ - რისი სამწუხარო მაგალითებიც ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია…" - რას წერს ლიკა ევგენიძე დათუნა სულიკაშვილის შესახებ - Marao

"იმის მაგივრად, რომ დავარდნილ ადამიანს ფეხი ვურტყათ - რისი სამწუხარო მაგალითებიც ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია…" - რას წერს ლიკა ევგენიძე დათუნა სულიკაშვილის შესახებ

2025-12-15 11:35:26+04:00

"დათუნა სულიკაშვილი ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ძალიან მიყვარს. ძალიან კეთილი, ნიჭიერი და დიდი გულის მქონდე ადამიანია და, ამავე დროს, დამოკიდებული. ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს პირველ სამს.

ადამიანებს ხშირად გვიჭირს ქცევის, როგორც სიმპტომის აღქმა. ბევრად ადვილია გავიგოთ, რომ კოჭლობა ფეხის ტკივილის სიმპტომია, ვიდრე ის, რომ ქცევაც შეიძლება იყოს დამოკიდებულების სიმპტომი, რომელიც, დაავადების დამარცხებასთან ერთად, ქრება.

  • "მინდა, პასუხი გავცე, რეალურად რა მოხდა. ტელევიზიებშიც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა" - დათუნა სულიკაშვილის მეგობარი მიმართვას ავრცელებს

ბევრი რამ, რაც დათუნას ამ წლების განმავლობაში დაემართა, სწორედ ამ დაავადებით, დამოკიდებულებით არის გამოწვეული. ყველაზე მეტი მან დაუშავა საკუთარ თავს. იმის მაგივრად, რომ დავარდნილ ადამიანს ფეხი ვურტყათ - რისი სამწუხარო მაგალითებიც ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია… უნდა გავიაზროთ, რომ დამოკიდებულება არის დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და გვერდში დგომა.

არავითარი რეალიზატორი დათუნა არ ყოფილა, დათუნა არის დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც სჭირდება დახმარება. დათუნა, მიყვარხარ ყოველთვის, სამუდამოდ", - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე და დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. 

sulikashvili

დათუნა სულიკაშვილის დამოკიდებულებისა და დაკავების ამბავი 

 მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ ამბის გავრცელებას არაერთი ცნობილი სახის კომენტარი მოჰყვა. სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს დიზაინერის მეგობარი, გიორგი გიორგი ლაბაძე, რომელიც ამბობს, რომ დათუნა სულიკაშვილს ნარკოტიკული საშუალება მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ჰქონდა შეძენილი და ის არასდროს ყოფილა რეალიზატორი. ამის შესახებ დათუნა სულიკაშვილის არაერთმა მეგობარმა დაწერა საჯაროდ. 

ვინ არის დათუნა სულიკაშვილი 

დათუნა სულიკაშვილი 2010-იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი იყო - თბილისის ბომონდურ წრეში ძალიან კარგად იცნობენ და ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქალები მისი მის სამოსს სიამაყით ატარებდნენ. 

  • "ვუთხარი, რომ ჩვენი ურთიერთობა ვერ გაგრძელდებოდა... მაშინ შემომხედა და მითხრა..." - როგორ გაჩნდა სიყვარული ლელა კილაძესა და გიორგი ცაგარელს შორის და როგორია მათი ოჯახი დღეს

„მე  მგონია, ამის სურვილით დავიბადე. ბავშვობიდან მიტაცებდა ეს სფერო, თუმცა იყო პერიოდი, როცა ძალიან მინდოდა მსახიობობაც. ერთხანს ვმღეროდი კიდეც, მერე აღარ გავყევი სიმღერას, ვიგრძენი, რომ ყველაზე უფრო ახლოს მაინც ეს იყო ჩემთან. უამრავ ტანსაცმელს ვანადგურებდი. ერთ მკლავს ვაძრობდი და მეორეს ვაკერებდი, გადაკეთებები მიყვარდა. ძირითადად, ფარდებს და ბებიაჩემის ტანსაცმელებს ვჭრიდი. რატომღაც მშობლებს დიდად არ უნდოდათ, ამ განხრით ჩამებარებინა, თუმცა არჩევანი მაინც ჩემზე იყო და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. მახსოვს, ჩუმად დავიწყე ხატვაზე სიარული. თვის ბოლოს სწავლის თანხა გადასახდელი მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა. ავდექი და მშობლებს გამოვუცხადე – ხატვის ფული მაქვს გადასახდელი-მეთქი... რა უნდა ექნათ, მიხდიდნენ. მერე ჩავაბარე თოიძეში, ორწლიან მოსამზადებელ კურსებზე, შემდეგ აკადემიაში”, - ასე იხსენებდა დიზაინერი პირველ ნაბიჯებს. 

წაიკითხეთ სრულად