"მიშასთან შეხვედრამ განაპირობა ყველაფერი... მიშასგან 362 წერილი მაქვს შენახული, ეს რაღაც რომანტიკაა" - სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ - Marao

"მიშასთან შეხვედრამ განაპირობა ყველაფერი... მიშასგან 362 წერილი მაქვს შენახული, ეს რაღაც რომანტიკაა" - სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ

2025-12-15 11:57:02+04:00

მომღერალი სოფო ნიჟარაძე პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს, თუმცა ის ცოტა ხნის წინ ალაპარაკდა. სოფო ტვ პირველზე, გადაცემა „პირველ სტუდიას“ სტუმრობდა, სადაც უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზეც.

„ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი, ალბათ, მიშასთან შეხვედრა იყო, იმიტომ, რომ იმ დღეს იმ ადგილას საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი და ეს უბრალოდ, შემთხვევით მოხდა. ამ შეხვედრამ განაპირობა მერე ყველაფერი და ეს ყველაფერი კავშირშია ალისასთან. მიშა წერილებს ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე მწერს. ხშირად ვნახულობ ხოლმე, რაც შემიძლია ვამხნევებ. ყოველდღიური მიმოწერა გვაქვს წერილის სახით, ახლა უკვე შაბათ-კვირის გარდა. ეს ხელნაწერი წერილი მართლა რაღაც რომანტიკაა. დღევანდელ რეალობაში უკვე ძალიან დავიწყებულია, 362 წერილი მაქვს შენახული. 

მიშას შვილების და მათთან ურთიერთობის მონატრება აქვს. ბიჭები ძალიან დიდები არიან და, ალბათ, რაც მათთან დრო დაკარგა, უნდა, რომ აინაზღაუროს.

ალისა დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრებაზე ხშირად საუბრობს.. სულ მეკითხება - როდის მოვა მიშა. მიშა შვილს ძალიან ანებივრებს. ელის-მარია მეუბნება: მიშა რომ მოვა სახლში, მისი წესებით ვიცხოვრებთო.

რაღაცებზე მიწევს უარის თქმა იმის გამო, რომ ეს რაღაც მიშას არ შეეხოს და ბავშვიც დავიცვა" - ამბობს სოფო.

  • "ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან... ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან" - სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 

ამასთან, სოფო ცოტა ხნის წინ ვიკა ბუკიას გადაცემის "ვიკასთან" სტუმარი იყო, სადაც მან უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მიშაზეც. 

"მე ძალიან ვარ ასოცირებული მიშასთან. სოფო, რომ მოდის პირველ რიგში მოვდივარ მე და შემდეგ რა თქმა უნდა მიშა ახსენდებათ. ვფიქრობ ამ ურთიერთობისთვის ბევრი გავიღე. დღევანდელი გამოსახედიდან არ ვნანობ არაფერს. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რამეს ნანობს და ყველაფერს ისე გავაკეთებდი,როგორც გავაკეთე, იმიტომ, რომ თავის დროზე მქონდა შესაძლებლობა და გადაწყვეტილებები ისე მიმეღო. თუ არ ვიფიქრე ან ვიფიქრე ცოტა და დავუშვი შეცდომა, ეს ჩემი შეცდომაა და უშეცდომო არვინ არსებობს. ზოგჯერ იყო იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ მე, როგორც მშვიდი ადამიანი, შეცვლით არაფერს არ შევცვლიდი. დღეს მე რომ ვარ ასეთი, მყავს ალისა და რომ ვარ ბედნიერი, მიუხედავად ყველა სირთულისა მთავარი ადამიანი მყავს და რა თქმა უნდა, არაფერს არ შევცვლიდი. 

ნაწყენი ვარ ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის მიშაზეც, მაგრამ მე უფრო მეტი კარგი მახსოვს. ეს ის მომენტია, რომელსაც მხოლოდ მასთან ვისაუბრებ და მჯერა, რომ ეს დრო აუცილებლად დადგება. ან შეიძლება რაღაც ასაკში გადავწყვიტო მემუარები დავწერო, სადაც აუცილებლად დავწერ ჩემს განწყობებზე და გრძნობებზე, რომელიც გადამივლია. 

  • დედასთან ერთად ამღერებული ელის-მარია სააკაშვილი: სოფო ნიჟარაძე კადრებს საახალწლო გადაღებიდან აქვეყნებს 

ამ ურთიერთობაზე ყოველთვის არ შემეძლო საუბარი, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია. მიშას ჩემს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს. რომ დამთავრდება პატიმრობა, შემდეგ მის ცხოვრებაში ვფიქრობ საინტერესო ეტაპი დაიწყება. შინაგანად განწყობა მაქვს, რომ ყველაფერი იქნება კარგად.

არ მიფიქრია, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, ხვალ, რომ მიშა განთავისუფლდეს. ძალიან მინდა, რომ განთავისუფლდეს. პირველ რიგში ის ამას არ იმსახურებს. ალისასთვის მამა არის გვერდზე ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს. ვთვლი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან დიდი ფიგურა იყო. ეს პერიოდი დარჩება საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვნად, რადგან მან შეძლო ძალიან ნელი ქვეყნიდან გააბრწყინა, ინტერესი გააჩინა და მან ძალიან ბევრი რამ ჩადო ამ ყველაფერში. საკუთარი შვილივით გაზარდა ეს ქვეყანა, ამიტომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მისი ღვაწლი მსგავსად დაფასდა. მომავალში მგონია, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად გადაფასდება, იმიტომ, რომ მე ამ განწყობებს ვგრძნობ და ვხედავ," - ამბობს სოფო.