იშვიათი კადრები და მილოცვა მეუღლეს: ნინიკო ნაცარიშვილი ოჯახური ფოტოები და რომანტიკული წერილი მინდია ლავასოღლის - Marao

იშვიათი კადრები და მილოცვა მეუღლეს: ნინიკო ნაცარიშვილი ოჯახური ფოტოები და რომანტიკული წერილი მინდია ლავასოღლის

2025-12-15 13:14:54+04:00

მინდია "ლავასოღლი" გორაძე 2025 წლის 22 მა­ისს, რო­მის "ჩამ­პი­ნოს" აე­რო­პორ­ტში იტა­ლი­ის სპეც­რაზმმა და სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ცი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით და­ა­კა­ვეს.

მინდიას მეუღლე მოდელი ნინიკო ნაცარაშვილია. ნინიკო სოციალურ ქსელებში აქტიურად ჩნდება და აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. ამჯერადაც მოდელმა მეუღლესთან გადაღებული ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა."გილოცავ, მიყვარხარ ცამდე" - წერს მოდელი.

  • ნინიკო ნაცარიშვილის ოჯახი, ხმაურიანი პირადი და იტალიური თავგადასავალი: როგორია მშვენიერი მოდელისა და კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ცხოვრება იტალიაში 

ვინ არის ნინიკო ნაცარიშვილი?

"წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რია, რაც აღარ ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქ­ტი­უ­რო­ბას, ზოგ­ჯერ გან­წყო­ბა არ მაქვს, ხა­ნაც ბევ­რი საქ­მე მაქვს. დიდ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა და დრო­ის ფაქ­ტო­რის შერ­წყმა არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი. და კი­დევ, ცოტა პი­რა­დი სივ­რცე ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია“ - წერდა ნინიკო ნაცარიშვილი სოციალურ ქსელში მანამდე, სანამ მისი მეუღლის, მინდია ლავასოღლის დაკავების შესახებ გახდებოდა ცნობილი. ამ ფაქტის შემდეგ კი ნინიკომ საქართველოში გადაღებული რამდენიმე ფოტო გააზიარა. 

ნინიკო ნაცარიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ ლევან ჯიბღაშვილთან ურთიერთობის დროს გაიცნო. წყვილი ხშირად აქვეყნებდა საერთო ფოტოებს და ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდნენ.

მოგვიანებით ლევან ჯიბღაშვილმა სალომე სულხანიშვილზე იქორწინა და ცხოვრება უფრო მშვიდად, კამერებისგან შორს გააგრძელა. ნინიკო ნაცარიშვილის შესახებ კი იწირებოდა, რომ მას ურთიერთობა კრიმინალურ ავტორიტეტ მინდია ლავასოღლთან ჰქონდა. შეკითხვაზე - "რა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს შენს მეორე ნახევარში?" ნინიკო ნაცარიშვილი პასუხობდა: “მოდით, ჩემს მეორე ნახევარზე არ ვისაუბროთ. ყველაფერი ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს, რაც მას უკავშირდება“, - წერდა ნაცარიშვილი.

  • "კანონიერი ქურდების" ნაკლებად ცნობილი ცოლები: ვინ არიან ქალები, რომლებიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ 

ნინიკო ნაცარიშვილი და მინდია ლავასოღლი  

მოდელს შვილი 2022 წლის13 მარტს შეეძინა და მას ანნა დაარქვა. ანნასთან ერთად ნინიკო სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება. ნინიკო სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერების მიერ დასმულ კითხვებს ყოველთვის სიამოვნებით პასუხობს, ბოლოს კი მან ანნას ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საკმაოდ რთული მშობიარობა ჰქონდა.

ნინიკო შვილის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, თუმცა საჯაროდ მეუღლესა და ოჯახზე არასდროს საუბრობს. კომენტარებს, თითქოს ის მინდია ლავასოღლის დაშორდა, უპასუხოდ ტოვებდა, ცოტა ხნის წინ კი მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. 

ნინიკომ განმარტა, რომ საქართველო ოჯახური მიზეზით დატოვა. ისინი სახლს არემონტებდნენ და ცხოვრების გაგრძელებას იტალიაში აპირებდნენ. მოდელი არ აკონკრეტებს, რომელ ქალაქში იცხოვრებს ოჯახთან ერთად, თუმცა ამბობს, რომ კიდევ ერთი შვილის გაჩენას გეგმავენ.