"ილია, მისმინე, შვილების ყოლასაც არ იმსახურებ, რადგან მეუღლეზე ხელს წევ...ერთი ქალი უნდა გყავდეს, შენ კიდევ მესამე ცოლს ეძებ" -როგორ ეხმაურება ილია თოფურიას განცხადებას მისი მეტოქე - Marao

"ილია, მისმინე, შვილების ყოლასაც არ იმსახურებ, რადგან მეუღლეზე ხელს წევ... ერთი ქალი უნდა გყავდეს, შენ კიდევ მესამე ცოლს ეძებ" - როგორ ეხმაურება ილია თოფურიას განცხადებას მისი მეტოქე

2025-12-17 10:31:50+04:00

ცოტა ხნის წინ UFC-ის ორი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ განცხადება გაავრცელა. ილია მის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ილია და მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც უცხოური მედია წერს, გან­შო­რე­ბას თან ახ­ლავს სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვა: ჯორ­ჯი­ნა უზკატეგუი ბა­დე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვს, მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქო­ნებ­რი­ვი დავა სე­რი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბი­საა.

ქონებრივი დავის პარალელურად, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა და ილია თოფურიამ საერთო შვილის მეურვეობის საკითხიც უნდა გადაწყვიტონ. 

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით შემეწყვიტა ჩემი ტიტულის დაცვა. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც მსუბუქად მივიღე. თუმცა, როდესაც წარმოიქმნება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენს პირად მთლიანობას, შენს ოჯახსა და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც უნდა იმოქმედო. ბოლო თვეების განმავლობაში, მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ყველა შესაბამისი მტკიცებულება ფრთხილად იყო შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაციები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომასალა. ეს მტკიცებულებები წარედგინა შესაბამის სასამართლო ორგანოებს, რათა აღძრულიყო სამართლებრივი ქმედებები გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, თანხებისა და პირადი ქონების უკანონო მითვისების და მრავალჯერადი მუქარის ბრალდებით.

დუმილის შესახებ ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად მივიღე, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, მივხვდი, რომ ამ ვითარებაში დუმილი სიმართლეს არ იცავს - ის ცრუ ნარატივებს საშუალებას აძლევს, გაბატონდეს.

ბევრ ადამიანს მსგავსი სიტუაცია შეექმნა და სასამართლო სისტემამ არაერთხელ დააზუსტა ფაქტები. დღეს მე არა მხოლოდ ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავისთვის ვდგავარ წინ, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ არავინ უნდა იყოს იძულებული, დაემორჩილოს დაშინებას, მანიპულირებას ან შიშს. მათ, ვინც მიცნობს, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე სახის ძალადობაში და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და პატიოსნებით იყო განპირობებული.

მე სრული ნდობა მაქვს სასამართლო პროცესის მიმართ და საშუალებას მივცემ სასამართლო სისტემას, ფაქტები მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს. ჩემი შვილებისა და მიმდინარე სასამართლო პროცესების პატივისცემის გამო, აღარ გავაკეთებ შემდგომ საჯარო განცხადებებს.

პატივისცემით,

გთხოვთ, თავი აარიდოთ სპეკულაციებს და პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას ამ მგრძნობიარე დროს. სიმართლეს არ სჭირდება ხმამაღალი არგუმენტები - მას ფაქტები სჭირდება", - დაწერა ილია თოფურიამ საკუთარ გვერდზე.

  • ილია თოფურიას პირველი კომენტარი ყოფილი ცოლის შესახებ: "პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს..." 

  • "არ მენანები, შენ და­ნა­შა­ულს არას­დროს აღი­ა­რებ .." - რა ხდება სინამდვილეში ვარსკვლავურ წყვილს შორის 

ილიას გავრცელებულ განცხადებას მისი ყოფილი მეტოქე და UFC-ის მებრძოლი, ბრა­ის მი­ჩე­ლი გამოეხმაურა, რომელმაც ვიდეო მიმართვა გაავრცელა:

„გახსოვთ, ილიას რომ ვეჩხუბე? გაიმარჯვა და ბრძოლის შემდეგ კომბინეზონი ჩაიცვა, რითაც მე დამცინა, რადგან ფერმა მაქვს და კომბინეზონებს ხშირად ვიყენებ. ეს ძალიან სასაცილოდ მოეჩვენა. ჰოდა, ილია, შენთვის რაღაც მაქვს - ამას ცოლზე ფიზიკურად მოძალადე ადამიანის სტატუსი ჰქვია. დიახ, ასეა. ეს სტატუსი ილია თოფურიას მივაკუთვნე და ამ ***** ქალზე ხელი ასწია.

ხომ იცით, რომ მამის გარეშე გავიზარდე. საკუთარი მამა თვალით არასდროს მინახავს და, იცით, რა? მირჩევნია მამა არ მყავდეს, ვიდრე ის დედაჩემს სცემდეს. რაღაცას გეტყვი, ილია - აშშ-ის ამ ნაწილში მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობა სიცოცხლის ფასად გიჯდება. ეს ხუმრობა არ არის. ამაში სასაცილო არაფერია. მინდა, გითხრა, რომ ამ ყველაფრის გამო ნამდვილი ***** ხარ და შენი ძმაც *****. მას ვეჩხუბები და მაგრად ვცემ, შენ კი გაგიმართლა - ცუდად ვიყავი, თორემ აუცილებლად მაგრად გცემდი.

ილია, მისმინე, შვილების ყოლასაც არ იმსახურებ, რადგან მეუღლეზე ხელს წევ. ლაჩარი ხარ და გულისამრევია, რასაც აკეთებ. თუმცა ვინ ვარ მე, რომ განვსაჯო? ხანდახან მეც ვცოდავ ხოლმე, მაგრამ, ილია, უფლის გზას უნდა დაუბრუნდე და მოინანიო, თორემ ჯოჯოხეთში დალპები. მთელი გულით უნდა მოინანიო და საჭიროა, დალევასაც თავი დაანებო.

ალბათ, ბევრს სვამ... ილია, უფალ იესო ქრისტეს დაუბრუნდი და მოგეტევება. თუ ამას არ იზამ, ჯოჯოხეთში ამოლპები, რადგან ქალებზე ფიზიკურად მოძალადე ხალხის ადგილი მანდ არის.

ილია, მეუღლეები საჩემპიონო ქამრები არ არიან - რაც უფრო ბევრი გყავს, მით უკეთესი არ არის. ერთი მეუღლე, ერთი ქალი უნდა გყავდეს, შენ კიდევ მესამე ცოლს ეძებ. იდიოტი ხარ და მაგალითი ჩემნაირი ბიჭისგან უნდა აიღო“, - ამბობს ბრა­ის მი­ჩე­ლი.

ვიდეო