ჟურნალისტის გიორგი სანაიას ვაჟი სანდრო სანაია დაქორწინდა. სანდროს რჩეული, ელენე ენუქიძე, პროფესიით მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტია. იგი წლებია ამ სფეროში საქმიანობს და კარიერული თვალსაზრისით საკმაოდ აქტიურია.
ელენე და სანდრო დიდი ხანია ერთად არიან, თუმცა წყვილი პირად ცხოვრებას იშვიათად ასაჯაროებს. ისინი ცდილობენ ურთიერთობა საჯარო სივრცისგან შორს შეინარჩუნონ და ყურადღება ძირითადად პროფესიულ საქმიანობაზე გაამახვილონ.


სანდრო სანაია მამის მსგავსად ჟურნალისტია. ის უკვე წლებია "რუსთავი 2"-ის სახეა. მან იმუშავა როგორც დილის და შუადღის გადაცემებში, ამასთან იყო საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც.
სანდრო და ელენეს ქორწინების შესახებ ინფორმაცია, ასევე ჟურნალისტმა და სანდროს მეგობარმა ავთო გვასალიამ გაავრცელა.
"სანდრო სანაიას და ელენე ენუქიძეს გაუმარჯოს" - წერს ავთო.


სანდრომ რამდენიმე წლის წინ მამაზე საუბრობდა.
"სევდიანი მომენტი იყო, თუმცა ჩემამდე ეს ისე მოიტანეს და ისე ამიხსნეს, რომ ტრავმა არ მოუყენებიათ. ყველაფერი რაღაცნაირად შეგუებულად იყო, არც არავისზე ვბრაზობდი და არც არავისზე ვიბოღმებოდი. ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ დედაჩემი ჩემ გვერდით იყო, ბიძები და სხვებიც არაფერს მაკლებდნენ... მივხვდი, რომ მამაჩემი მოიშორეს, როგორც ამ ქვეყანაში არაერთი მოუშორებიათ და საქმე შეკერეს, - მიჭრეს, მოჭრეს ისე, როგორც აწყობდათ... იგივე ფაკულტეტი დავამთავრე, რაც მან დაამთავრა - ჟურნალისტიკა, თსუ, მეექვსე კორპუსი - აქ მიიღო მანაც ჩემსავით განათლება... ნებისმიერ დროს შემეძლო გადამეფიქრებინა, მაგრამ არ გადავიფიქრე და უკმაყოფილო არ ვარ, არ ვნანობ... საერთოდ არ მიყვარს, რომ გიორგისთან მაკავშირებენ. დღესდღეობით ჟურნალისტური საქმიანობით არ ვარ დაკავებული, უბრალოდ, დილის გადაცემაში ვმუშაობ და კიდევ რაღაც პროექტებში ვმონაწილეობ." - ამბობდა სანდრო.