"ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ პასუხს არ ვცემდი ამ ყველაფერს" - სოფო ნიჟარაძე მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ - Marao

"ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ პასუხს არ ვცემდი ამ ყველაფერს" - სოფო ნიჟარაძე მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

2025-12-17 12:47:22+04:00

"რომელი ერთი ვთქვა, ძალიან ბევრი ჭორი გამიგია. ორმილიონიანი კოლიე, ამერიკაში სახლი, რა აღარ… რამდენი რამე შემიძლია გავიხსენო.

უხამს, საშინელ ჭორებს არც ვფიქრობ რომ ვახსენო, რადგან იმდენად არარეალური რაღაცები ითქვა მეგონა, რომ აქამდე ვინ შეიძლება დაეცეს, რომ ეს დაიჯეროს, თუმცა რაღაცნაირად არარეალურის უფრო გჯერა, ამიტომ… ძალიან ბევრი ჭორებია… ბარათაშვილის ხიდის გუმბათი, აქ ხომ სოფო ცხოვრობს და ყველგან, სადაც გაიხედავდი საცხოვრებელი მქონდა თუ სასახლე…

  • "ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან... ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან" - სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე

თავიდან მწყინდა და ძალიან ვნერვიულობდი, არც მიპასუხია, მეგონა, რომ მაინც ალბათ არავის არ სჯერა, მაგრამ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სამწუხაროდ სჯეროდათ. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ პასუხს არ ვცემდი ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნაკლებად ვჩანვარ, მაინც სულ არის რაღაც ჭორები. ჭორები ორსულობაზე აღარ დამთავრდა, რამდენი ხანი იქნები ორსულად, 1, 2, 3 – მუდმივი ხომ არ არის, ხომ უნდა გაჩნდეს ბავშვი… მაინც არის ჭორები და აღარ ვრეაგირებ, აღარც მეხება და აღარც მწყინს…“ – თქვა სოფო ნიჟარაძემ „პირველი სტუდიის“ ეთერში. 

sofo

სოფო ნიჟარაძის ინტერვიუ 

სოფო ნიჟარაძე ქართველი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორია. სოფო 1985 წლის 6 თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკშივე გახდა შესამჩნევი. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო შემდგომ - მოსკოვში, გნესინის სახელობის მუსიკალურ აკადემიასა და GITIS-ში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თეატრალურ უნივერსიტეტად ითვლება რუსეთში. სწავლის პერიოდში მან გამოავლინა თავისი მრავალმხრივი ნიჭი და თავი დაიმკვიდრა  როლებით სხვადასხვა მიუზიკლსა და სპექტაკლში, მათ შორის: „რომეო და ჯულიეტა“, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და „ვესტსაიდური ამბავი".

საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი სოფო 2010 წელს გახდა, როდესაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან წარსდგა სიმღერით Shine. ამ კონკურსმა მას  საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა. სოფოს შესრულება მაღალი ხარისხის ვოკალით და სიძლიერით გამოირჩეოდა. კონკურსზე ის მე-9 ადგილს იკავებდა და ერთ-ერთ საუკეთესო შეფასებად ითვლებოდა ქართული ევროვიზიის ისტორიაში.

  • „გიზიარებთ ჩემს მესამე შვილს... საქართველოში დავბრუნდი ოჯახთან ერთად" - დიდი სიახლეები ნანუკა გოგიჩაიშვილის ცხოვრებაში

სოფო ნიჟარაძე საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მუსიკალური პროექტების ჟიურის წევრიც -მათ შორის, შოუებში „ნიჭიერი“, „მხოლოდ ქართული“ და „X Factor Georgia“, სადაც მისი შეფასებები, კეთილგანწყობაც და პროფესიონალიზმიც ხშირად გამხდარა შთაგონების წყარო ახალგაზრდა მომღერლებისთვის.

მომღერალი სოფო ნიჟარაძე პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს, თუმცა ის ცოტა ხნის წინ ალაპარაკდა. სოფო ტვ პირველზე, გადაცემა „პირველ სტუდიას“ სტუმრობდა, სადაც უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზეც.

  • "ნიკუშამ ისწავლა იაპონური და ჰინდი, ხოლო ალისამ რუსული და ახლა ფრანგულს სწავლობს" - მიხეილ სააკაშვილი შვილების შესახებ

„ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი, ალბათ, მიშასთან შეხვედრა იყო, იმიტომ, რომ იმ დღეს იმ ადგილას საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი და ეს უბრალოდ, შემთხვევით მოხდა. ამ შეხვედრამ განაპირობა მერე ყველაფერი და ეს ყველაფერი კავშირშია ალისასთან. მიშა წერილებს ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე მწერს. ხშირად ვნახულობ ხოლმე, რაც შემიძლია ვამხნევებ. ყოველდღიური მიმოწერა გვაქვს წერილის სახით, ახლა უკვე შაბათ-კვირის გარდა. ეს ხელნაწერი წერილი მართლა რაღაც რომანტიკაა. დღევანდელ რეალობაში უკვე ძალიან დავიწყებულია, 362 წერილი მაქვს შენახული..." - გაგრძელება