20 დეკემბერს ბათუმის გრანდ მოლში Build A Bear-ის სახელოსნო იხსნება - ესტუმრე და თავად შექმენი შენი სათამაშო - Marao

20 დეკემბერს ბათუმის გრანდ მოლში Build A Bear-ის სახელოსნო იხსნება - ესტუმრე და თავად შექმენი შენი სათამაშო

2025-12-17 14:59:48+04:00

20 დეკემბერს ბათუმის გრანდ მოლში Build A Bear-ის სახელოსნო იხსნება - ამერიკული ბრენდის კუთხე  ექსკლუზიურად „XS სათამაშოების“ მაღაზიაში გიმასპინძლებთ. 

Build A Bear-ის სახელოსნოს პა­ტა­რა სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, თა­ვად შე­არ­ჩი­ონ სასურ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნი­სა და ფორმის სა­თა­მა­შო და თვა­ლი მი­ა­დევ­ნონ მისი დამ­ზა­დე­ბის საინტერე­სო და სა­ხა­ლი­სო პროცესს. მათ თვალწინ და მათი გემოვნებით შექმნილი სათამაშო კი საყვარელი კომპანიონი და მეგობარი გახდება. 

ბრენდი საქართველოში ოფიციალურად 2025 წლის ივლისში, „XS სათამაშოებთან“ პარტნიორობით შემოვიდა. პირველი სახელოსნო თბილისში, „გალერია თბილისში“ გაიხსნა. 

Build-A-Bear-ი ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დია, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე პირ­ველ 1997 წელს გა­მოჩ­ნდა. მის­მა უნი­კა­ლურ­მა კონ­ცეფ­ცი­ამ, მომ­ხმა­რე­ბელ­მა თა­ვად აირ­ჩი­ონ სა­თა­მა­შოს დი­ზა­ი­ნი და თვა­ლი მი­ა­დევ­ნოს მისი შექ­მნის პრო­ცესს, ბრენ­დს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი. ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით Build-A-Bear Workshop-ს 400-ზე მეტი ფი­ლი­ა­ლი აქვს.

რო­გორ იქ­მნე­ბა Build-A-Bear-ის სა­თა­მა­შო სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტის დახ­მა­რე­ბით?

Build-A-Bear-ის მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლი­სას, ბავ­შვე­ბი და მათი მშობ­ლე­ბი გა­დი­ან უნი­კა­ლურ პროცესს, 6 მარ­ტივ ნა­ბიჯს, თუ რო­გორ შექ­მნან უნი­კა­ლუ­რი რბი­ლი მე­გო­ბა­რი:

  • ამირ­ჩიე: მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირ­ჩევს რბილ სა­თა­მა­შოს — და­თუ­ნი­ას, კურ­დღელს, ძაღლს და სხვა;
  • მო­მის­მი­ნე: ამა­ტებს მე­ლო­დი­ას ან ხმო­ვან ეფექტს თა­ვის რბილ მე­გო­ბარს. თათ­ზე ხე­ლის და­ჭე­რით უს­მენს ხმას;
  • შე­მავ­სე: მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამა­ტებს შიგ­თავსს, ხმებს, სურ­ნელს, გულს და სხვა დე­ტა­ლებს;ჩა­მაც­ვი: ირ­ჩევს ტან­საც­მელს და მხი­ა­რულ დე­ტა­ლებს მეტი თა­მა­შის­თვის;
  • გა­ი­ღი­მე ჩემ­თვის: მომ­ხმა­რე­ბე­ლი იღებს რბილ მე­გო­ბარ­თან შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი წა­მის ფო­ტოს;
  • წა­მიყ­ვა­ნე სახ­ლში: აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ერ­თად თქვე­ნი ახა­ლი სამ­ყა­რო.

 

ეს არის უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ემო­ცი­ე­ბი ბავ­შვე­ბი­სა და უფ­რო­სე­ბის­თვის, რო­მე­ლიც არ მე­ორ­დე­ბა. ესტუმრე 20 დეკემბერს ბათუმის გრანდ მოლს მისამართზე ხიმშიაშვილის 29 გაუკეთე საუკეთესო საახალწლო საჩუქარი შენს პატარას!

R