"რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, როცა ხათუნა მოვიყვანე ცოლად. ის საყვარელი, ხალხის წინ გაზრდილი ბიჭი, როგორი შრომისმოყვარე, საზოგადოებისგან ძლივს მიღებული, იმ მოცემულობით ავთო, რომელიც ძალიან უყვარდათ და აღიარებდნენ უცებ გახდა ოლიგარქის სიძე. ბავშვობიდან ვხატავდი მერხებზე შიშველ ქალებსა თუ ფიგურებს. შემდეგ ფურცელზე გადავედი, საკონტროლოს რვეული სულ სავსე მქონდა. როცა დავიწყე ადამიანების ხატვა, რაც ჩემი თავი მახსოვს სულ ფერწერას ვხატავდი და ზუსტად ის გოგო დავხატე, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს შემოვიდა ჩემს სახელოსნოში. ამ დროს დავინახე ის ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვხატავდი. საოცარი გარეგნობა აქვს ხათუნას, ძალიან ბევრი ხუჭუჭა და ერთი-ერთში ანალოგი გვყავს შვილი.
ჩემი პრობლემა დღემდე ის არის, რომ არასდროს არ ვიცი ვინ ვინ არის. როცა გავაკეთებ შეკვეთას არ ვიცი ვინ არის. მეორე მესამე ჩაზომებაზე მე ვიცოდი ვინ იყო ხათუნა, მაგრამ ეს პირველივე შეხვედრაზე მოხდა. ხათუნა ბევრჯერ დავიბარე ე.წ მოზომებაზე.
ბადრი პატარკაციშვილის სიძეობა დამეხმარა იმაში, რომ ბევრი შეუძლებელი ნაბიჯების გადადგმა მოვთხოვე ჩემს თავს და ამას ვასრულებდი. იმიტომ, რომ არცერთი გადმოხედვა ჩემი ოჯახის წევრებისგან არ ყოფილიყო არასასურველი.
ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ცნობილი დიზაინერია. ავთანდილს იტალიასა და სხვა დიდ ქვეყნებში უკვე წლებია იცნობენ, საქართველოში კი მისი სამოსი კარგად ფასობს. დიზაინერს და მის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძეს, ერთი ქალიშვილი, ანასტასია ჰყავთ.
ხათუნა თოთლაძე ბადრი პატარკაციშვილის უმცროსი დის, მზია თოთლაძის ქალიშვილია.

"ხათუნა გავიცანი, როგორც კლიენტი, მაგრამ ისეთი ინტერესი არცერთ კლიენტს არ გამოუწვევია ჩემში, როგორც მას. შემდეგ დაიწყო პერიოდი, როცა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ყოფნა. მივხვდით, რომ ეს უკვე დამკვეთისა და მხატვრის ურთიერთობა აღარ იყო. ჩვენი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა და შევქმენით ოჯახი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ მოულოდნელად შევეჯახე თემას, რასაც "ოლიგარქის ოჯახის თემას" დავარქმევდი. თითქოს ხალხი ჩამისაფრდა, ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამბობდნენ, რომ ავთოს მეუღლე პატარკაციშვილის ოჯახიდან არის (ხათუნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია).
ამიტომ რაღაც გაურკვეველ სტატუსებს მაწებებდნენ. იმას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ როგორც დიზაინერმა იმ დროისთვის თბილისში, მოსკოვში, ბაქოში, გერმანიაში, უკრაინაში დამოუკიდებლად გავიკვლიე გზა, მაღაზიები მქონდა. მოკლედ, ამისთვის მაშინ მზად არ აღმოვჩნდი და დავიბენი... მაგრამ მერე ამასაც შევეჩვიეთ..." - იხსენებდა ავთანდილი.