2025 წელი დატვირთული წელი იყო. ამ წელს უამრავი ოჯახი შეიქმნა და სიყვარულის ახალი ისტორიაც დაიწერა. გთავაზობთ წლევანდელი წლის 10 გამორჩეულ ქორწილს, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო.
ცოტა ხნის წინ ქართველმა ფეხბურთელმა გური გიორბელიძემ რჩეულზე, უმშვენიერეს თეკლა დვალიშვილზე იქორწინა. ქორწინებას, ტრადიციულად, წინ უძღოდა ხელის თხოვნა. მოგვიანებით კი წყვილმა იქორწინა. ფოტოებმა ქორწილიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. წყვილი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ნოა დაარქვეს.

გვანცამ რამდენიმე თვის ზინ ზღაპრული ქორწილი გადაიხადა საბერძნეთში, ულამაზეს კუნძულ სანტორინიზე. გვანცას რჩეული ფეხბურთელი ბაჩო არაბულია. წყვილმა ქორწილი მეგობრების წრეში გამართა.
სტუმრებს შორის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე და მისი მეუღლე, ნინი კვერნაძეც იყვნენ.
გვანცამ ქორწილში სამი სხვადასხვა კაბა მოირგო, რომლებშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
მთავარი კაბა პატარძლისთვის ქართველმა დიზაინერმა, თაკო მექვაბიძემ შექმნა. სადა, მაქმანებით გაფორმებულ კაბას დახვეწილი ჭრილი და ელეგანტური სილუეტი კიდევ უფრო გამორჩეულს ხდიდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ანა მიქაუტაძის ქორწილი ნიცაში გაიმართა. ანას რჩეული გიორგი ჩხიკვაძეა. წყვილის ფოტოებმა სოციაურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა.

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის ვაჟმა, კარლო პონტიმ ქართველ გოგონაზე, მარიამ შარმანაშვილზე იქორწინა. ქორწილი 26 ივლისს თბილისში შედგა.
წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა.
ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჟოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.
სოციალურ ქსელში კარლომ მარიამის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიმართა მეუღლეს.
"დასამახსოვრებელი დღეა - 2025 წლის 26 ივლისი, ჩვენს საყვარელ თბილისში, საქართველოში! ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგავს - ჰარმონიაში მოცეკვავეს და სიხარულით სავსეს, იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელიც წინ გველოდება! მიყვარხარ,მარიამ უსასრულოდ!
გპირდები, პატივს გცემ და მოგეფერები ყოველ დღე - ერთგულებითა და თავდადებით.
მე შენ აგირჩია, მარიამ, იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი შუქი." - წერდა კარლო პონტი.
ხელის მოწერის ცერემონია ჟენევაში გაიმართა, რომელსაც სოფი ლორენიც დაესწრო.

"სუხიშვილების" მოცეკვავე ქეთი ხადური დაქორწინდა. ქეთის მეუღლე გიორგი ხვისტანია. სოციალურ ქსელში ქორწილის უამრავი ვიდეო გავრცელდა. ქეთიმ სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულა.
კადრებმა უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურა.

ქართველი წყვილის ქორწილი საბერძნეთში, ტბა ვულიაგმენიზე გაიმართა. დახვეწილი დეკორაციებითა და განსაკუთრებული ესთეტიკით გამორჩეულ ქორწილს არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის იყვნენ მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მეუღლესთან, ოთო ხუროძესთან ერთად და ბიზნესმენი თოშა ქებურია ასევე მეუღლესთან, ქეთი ჟღენტთან ერთად.
ულამაზესი ქორწილის მთავარი გმირები ბიზნესმენი გივიკო ჩხარტიშვილი და მისი მშვენიერი მეუღლე, მარიამი იყვნენ. პატარძალმა განსხვავებული სტილის საქორწინო კაბა მოირგო, რომელიც იტალიურ ბრენდს, Elisabetta Franchi -ს ეკუთვნის და რომლის ღირებულება, დაახლოებით 5 000 ევროა.

ანუკი გორგოშაძისა და ნიკა დიასამიძის ქორწილს, არც მეტი, არც - ნაკლები, 1 000 სტუმარი დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ასეთი მასშტაბის ქორწილის გადახდა არ დაუგეგმავს, ყველაფერი მაინც ასე გამოვიდა.
პატარძლის განსაკუთრებულმა გარეგნობამ, მოკრძალებამ და სისადავემ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. მან უამრავი კომპლიმენტი მიიღო და, როგორც თავად თქვა, ამხელა გამოხმაურება მისთვის მოულოდნელი, თუმცა სასიამოვნო აღმოჩნდა.

25 ოქტომბერს, ბათუმში, გრანდიოზული და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქორწილი გაიმართა, რომელიც გამორჩეული სტუმართა რაოდენობით იყო. დარბაზში 1750 სტუმარი იმყოფებოდა. იმ დღის მთავარი გმირები ლუკა გოგიტიძე და ლიზი კონცელიძე იყვნენ. წყვილი, რომლის სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო, გრანდიოზულ დღეს 5 თვის განმავლობაში გეგმავდნენ. პატარძალი ყველა საკითხში თავად იყო ჩართული

ცნობილი ქართველი ფიტნესინსტრუქტორი და ინფლუენსერი, თიკო ყაველაშვილი, ქართველ-ინდოელ ომარ ამანზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი ჯერ ინდოეთში, ტრადიციული წესებით გადაიხადა, შემდეგ კი საქართველოში გრანდიოზული, ქართული ქორწილი მოაწყო. თუმცა, ქორწილის ფოტოების გავრცელებას სასწაული გამოხმაურება მოჰყვა - მიზეზი პატარძლის თამამი, დეკოლტირებული საქორწინო კაბა გახდა.

დუტა სხირტლაძის ქალიშვილი, ნინი სხირტლაძე დაქორწინდა. ქორწილი მცხეთასთან ახლოს, სხირტლაძეების აგარაკზე გაიმართა. ქორწილი მოკრძალებული იყო - მას წყვილის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. ნინიმ სადა, თუმცა გამორჩეული საქორწინო კაბა მოირგო, რომელსაც ფერადი აქსესუარები შეუხამა. ასევე ფერადი იყო წვეულების დეკორაციაც - სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის რამდენიმე ტორტი, ყვავილები და სანთლები საღამოს კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა.
