ანა ნაცვლიშვილის ბედნიერი წელი: ნინა ცქიტიშვილის ქალიშვილის ნიშნობა, წარმატებული კარიერა და ცნობილი ოჯახი - Marao

ანა ნაცვლიშვილის ბედნიერი წელი: ნინა ცქიტიშვილის ქალიშვილის ნიშნობა, წარმატებული კარიერა და ცნობილი ოჯახი

2025-12-19 10:09:40+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოდელი ანა ნაცვლიშვილი დაინიშნა. მისი რჩეული დავით თუშიშვილია. წყვილი სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია და ანა ხშირად აზიარებს ერთობლივ ფოტოებს, რომლებიც გამომწერების დიდ ინტერესს იწვევს.

გამონაკლისი არც ანა ნაცვლიშვილის მიერ ბოლოს გაზიარებული კადრებია - მოდელმა რჩეულთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც უმოკლეს დროში უამრავი მოწონება და დადებითი კომენტარი დაიმსახურა.

  • “გოგო, რომელმაც ქართული მოდის სამყაროში რევოლუცია მოახდინა“ - თაკო ნაცვლიშვილის წარმატების გზა, ბედნიერი ოჯახი და ამბები კულისებიდან 

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი ცნობილი ოჯახიდანაა - ის მოდელი ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილის შვილია.

ასევე ცნობილი სახეა მისი უფროსი და, თაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც დედის კარიერული გზა გააგრძელა და მისი არაერთი წარმატების მომსწრე ჩვენც გავხდით. თაკოს და ანას ჰყავთ ორი ძმა, გუგა და ანდრია. გუგა, მამის მსგავსად, კალათბურთელია, ანდრია კი ჯერ სკოლის მოსწავლეა. 

  • სიყვარულის 27 წელი, წარმატებული შვილები და ბედნიერი ოჯახი: როგორია მოდელი ნინა ცქიტიშვილის ცხოვრება 

ანა ნაცვლიშვილი, განსხვავებით უფროსი დისგან, მედიასთან თითქმის არ ურთიერთობს, არ უყვარს საჯაროდ საუბარი საკუთარ ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიურია და ხშირად აზიარებს როგორც კარიერულ სიახლეებს, ისე ოჯახურ ამბებს. 

ანა განსაკუთრებული გარეგნობით გამორჩეული ახალგაზრდა მოდელია, რომელიც ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ბრენდის გადაღებასა თუ კამპანიაში. დასამახსოვრებელი იყო დების კოლაბორაცია, როცა ანა უფროსმა დამ, თაკო ნაცვლიშვილმა საკუთარი ბრენდის კამპანიაში გადაიღო.