"გაიცანით - ეს არის ჩემი მეოთხე ბედნიერება, მატილდა ღვინიაშვილი" - 29 წლის 4 შვილის დედა და სპორტსმენი ბექა ღვინიაშვილის ულამაზესი ოჯახი - Marao

"გაიცანით - ეს არის ჩემი მეოთხე ბედნიერება, მატილდა ღვინიაშვილი" - 29 წლის 4 შვილის დედა და სპორტსმენი ბექა ღვინიაშვილის ულამაზესი ოჯახი

2025-12-19 13:23:29+04:00

ძიუდოისტ ბექა ღვინიაშვილისა და ნინო გველესიანის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი უკვე მრავალშვილიანი მშობლები არიან - ცოტა ხნის წინ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა - ნინოსა და ბექას მეოთხე შვილი, მატილდა შეეძინათ.

აქამდე ნინო პატარას ფოტოებს საჯაროდ არ აქვეყნებდა, თუმცა ამჯერად სოციალურ ქსელში მატილდასთან ერთად გადაღებული სტუდიური კადრები გააზიარა, რასაც უამრავი დადებითი კომენტარი და გულთბილი გამოხმაურება მოჰყვა.

"გაიცანით - ეს არის ჩემი მეოთხე ბედნიერება, მატილდა ღვინიაშვილი. რამხელა სითბო და სიყვარული შეუძლია ერთ პატარა გულს გვასწავლოს... მეგონა, ჩემი გული მეტ სიყვარულს ვეღარ დაიტევდა, მაგრამ არა - მან კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა ჩემი სიყვარული. ახლიდან მასწავლა, რა არის დედობა და როგორ ძლიერ შეიძლება გვიყვარდეს შვილები," - წერს ნინო გველესიანი და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

  • "ამ გამარჯვებას ვუძღვნი ჩემს უმაგრეს მეუღლეს" - ბექა ღვინიაშვილის ემოციური სიტყვა დიდი გამარჯვების შემდეგ, 4 შვილი და ახალი ცხოვრების დასაწყისი 

ბექა ღვინიაშვილისა და ნინო გველესიანის ოჯახი 

ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი რამდენიმეწლიანი სიყვარულის შემდეგ, 2019 წელს დაქორწინდნენ. ამავე წელს მათ პირველი შვილი, მაშო შეეძინათ. 2022 წელს ბექადა ნინო ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც გიორგი დაარქვეს. 2024 წელს მათ ოჯახს კიდევ ერთი პატარა, ამჯერად გოგო შეემატა. ოჯახის ახალ წევრს მელანია დაარქვეს. გასულ ზაფხულს კი ბექა და ნინო მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ - მათ მატილდა ჰყავთ. 

  • "ხშირად მგონია, რომ არ შემიძლია - მაგრამ მერე ვიხსენებ, რომ დედა ვარ" - 4 შვილის დედა, მშვენიერი ნინო გველესიანი და მისი ოჯახური ბედნიერება 

ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი უკვე მრავალშვილიანი მშობლები არიან და ამ მისიას წარმატებით უძღვებიან - მშობლები აქტიურად არიან  ჩართული არიან ბავშვების აღზრდაში. ოჯახი ქალაქგარეთ ცხოვრობს და ნინოს ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია. აღნიშნავს, რომ პატარებთან ერთად ოჯახისგან და მეგობრებისგან მოშორებით ყოფნა რთულია, რადგან ყველა პასუხისმგებლობა მასზე და ბექაზეა. ბექა სპორტული კარიერიდან გამომდინარე კი, ნინოს ხშირად უწევს ბავშვებთან ერთად მარტო ყოფნა. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ შვილებისთვის მშვიდ გარემოსა და სუფთა ჰაერზე ყოფნა უფრო პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მოცემულობას თავს მარტივად ართმევენ. 

ნინოს და ბექას ბედნიერი ოჯახი აქვთ, ისინი შვილებთან ერთად ხშირად აწყობენ საოჯახო ფოტოსესიებს, მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დიდ სიყვარულს იღებენ.