თემო საჯაიასა და მარიტა ჯანაშიას წყვილს საზოგადოება უკვე წლებია კარგად იცნობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარიტა და თემო მეორე შვილის მოლოდინში არიან. როგორც თემო საჯაიამ თავად აღნიშნა, ოჯახში კიდევ ერთი ბიჭი დაიბადება. ეს სასიხარულო ამბავი წყვილის გულშემატკივრებმა დიდი სიხარულით მიიღეს.
ცოტა ხნის წინ თემომ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გააზიარა. ორსული მარიტა არაჩვეულებრივად გამოიყურება.



მარიტა ჯანაშიასა და თემო საჯაიას ოჯახი
მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.
წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი შვილი, ბექა იმსახურებს.
წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანიაში გაიცნო, სადაც დილის გადაცემა მიჰყავდათ. მარიტას და თემოს საზოგადოება კარგად იცნობს. თემომ რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა.

"ყველაზე მეტად ადამიანებში გამიმართლა. მე არ გამომიგონებია არაფერი ისეთი, რომ სამყარო გადამეტრიალებინა, არც ნავთობი აღმომიჩენია და არც არაფერი მსგავსი, მაგრამ ადამიანებში ნამდვილად იღბლიანი ვარ. გამიმართლა იმაში, რომ დავიბადე იმ ოჯახში, რომელშიც დავიბადე. ადამიანები ვერ ვირჩევთ მშობლებს და დაბადების ადგილს, აქედან გამომდინარე, ის, რაც შენგან დამოუკიდებელია, ნამდვილად გამართლებაა. მე ძალიან გამიმართლა, იმათ გავუმართლე თუ არა იმედები და მოლოდინები, არ ვიცი, რთული სათქმელია. მიმაჩნია, რომ მე უფრო გამიმართლა მათში, ვიდრე მათ ჩემში. მერე, როცა იზრდები, თვითონ ირჩევ შენს გარემოცვას – მეუღლეს, მეგობრებს და ასე შემდეგ. ძალიან გამიმართლა მეგობრებში, ბედნიერი ადამიანი ვარ მათ გამო. ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ცოლში და თუ ეს იღბალთან არის დაკავშირებული, ამ კუთხით, ნამდვილად ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ვარ." - ამბობდა თემო საჯაია.