მატილდა გვარლიანი Models.com-ის გამოკითხვაში Street Style კატეგორიის გამარჯვებულია! ქართველი მოდელი მკითხველის რჩეული გახდა - Marao

მატილდა გვარლიანი Models.com-ის გამოკითხვაში Street Style კატეგორიის გამარჯვებულია! ქართველი მოდელი მკითხველის რჩეული გახდა

2025-12-19 15:05:42+04:00

მატილდა გვარლიანი მოდის სამყაროს მწვერვალებს უკვე  დიდი ხანია, იპყრობს. ის არა მარტო პოდიუმზე, არამედ ქუჩაშიც ახერხებს საზოგადოების გაოცებას. ამის დასტური კი Models.com-ის ბოლო გამოკითხვაა, რომელიც მიხედვითაც, Street Style კატეგორიაში მკითხველთა რჩეული სწორედ ქართველი მოდელი გახდა. 

"მოდელი, რომლის ქუჩის სტილიც ისეთივე შთამბეჭდავი იყო,  როგორიც პოდიუმზე. მისმა სტილმა შექმნა ტენდენციები და ქუჩა პოდიუმად აქცია - მატილდა გვარლიანი" - წერენ მატილდას შესახებ. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მატილდა გვარლიანი ამ გამოკითხვაში "წლის მოდელის" კატეგორიაშიც იყო ნომინირებული, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. წლის მოდელი ეთიოპიელი  ავარ ოდიანი გახდა, ხოლო მკითხველის რჩეული ამავე ნომინაციაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი მოდელი, ანოკ იაია. 

  • მატილდა გვარლიანი შესაძლოა "წლის მოდელი" გახდეს - როგორ დავუჭიროთ მხარი?

Models.com-ის ყოველწლიური გამოკითხვა, "Model of the Year Awards," ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი აღიარებაა სამოდელო ინდუსტრიაში. ის აჯამებს კონკრეტული წლის განმავლობაში მოდელების მიერ მოპოვებულ წარმატებებსა და მათ გავლენას.

gvraliani

mathilda

მატილდა გვარლიანი

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო. 

როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი უამრავ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს.

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა.

  • სიყვარულის ქალაქი და კადრები, რომლებიც არ გვინახავს: როგორია მატილდა გვარლიანის ცხოვრება პოდიუმს მიღმა 

15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.

პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

2024 წელს მატილდამ ისტორია დაწერა და გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის მოდის ჩვენებაზე გაიარა.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.