საქართველოს პირველი ლედის იშვიათი კადრები: თაუ ბაგრატიონის ფოტოები ოფიციალური ვიზიტიდან - Marao

საქართველოს პირველი ლედის იშვიათი კადრები: თაუ ბაგრატიონის ფოტოები ოფიციალური ვიზიტიდან

2025-12-19 16:49:26+04:00

სულ ცოტა ხნის წინ მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მათ ეროვნული მუზეუმი დაათვალიერეს. ქართველ სტუმრებს ერბეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა და სერბეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, ბოიანა ბორიჩ ბრეშკოვიჩმა უმასპინძლეს. თამარ ბაგრატიონმა კადრები სერბეთის პირველ ლედისთან, თამარ ვუჩიჩისთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა.

bagrationi

თამარ ბაგრატიონი საჯარო ღონისძიებებსა თუ სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, მისი ახალი ფოტოები კი საზოგადოების მხრიდან დიდ ყურადღებას იმსახურებს. 

tamar_bagrationi

tamar_bagrationi

tamar_bagrationi

tamar_bagrationi

ვინ არის საქართველოს პირველი ლედი? - მეორე ქორწინება, ოთხი შვილი და ცნობილი და: თამარ ბაგრატიონის პორტრეტი 

2024 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილი გახდა. მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1971 წლის 22 ივ­ლისს ბოლ­ნის­ში და­ი­ბა­და. სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა1990 წლი­დან იწყე­ბა მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 46 მატ­ჩი.

  • 4 ხმაურიანი რომანი, პრეზიდენტი სიძე და სიყვარულით სავსე განვლილი გზა: ლიზა ბაგრატიონის ცხოვრება კამერებს მიღმა

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ყაველაშვილი 1989 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩაირიცხა, თუმ­ცა მე­ო­რე კურ­სის შემ­დეგ სწავ­ლა შე­წყვი­ტა. ამის შესახებ ინფორმაცია 2015 წელს გავრცელდა, რო­დე­საც ის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე ცდი­ლობ­და კენ­ჭის ყრას, თუმ­ცა უმაღლესი განათლების არქონის გამო ამის უფლება არ მიეცა. 

"მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობს, სა­დაც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს ან მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში ისე­თი სის­ტე­მა იყო, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, ფეხ­ბურ­თელს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო. ეს პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში. უე­ფას პრე­ზი­დენტს, ბლა­ტერ­საც არ აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ ეს არის გან­ზრახ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. ამი­ტომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებ სა­სა­მარ­თლო­ში და ვეც­დე­ბი ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას. დე­ბუ­ლე­ბა ორი წლის შინ მი­ი­ღო ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და მო­ვი­თხოვ მის გა­უქ­მე­ბას", - აცხა­დებ­და ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი.

ყაველაშვილის წარმატებული საფეხბურთო კარიერა 1990 წელს დაიწყო: 1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი, 1994–1995 წლებში „ალანია-ვლადიკავკაზის“; 1995–1997 წლებში კი „მანჩესტერ-სიტიში“ თამაშობდა.

  • საქართველოს პირველი ლედის იშვიათი გამოჩენა: თაუ ბაგრატიონის ფოტოები

ყაველაშვილის მეუღლე ცნობილი ქართველი მომღერლის, ლიზა ბაგრატიონის და, თამარ ბაგრატიონია. 

წყვილს სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს: მა­რი­ამ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1996 წელს ინ­გლის­ში, მან­ჩეს­ტერ­ში და­ი­ბა­და, გუ­რა­მი - 2001 წელს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ცი­უ­რიხ­ში, მე­სა­მე შვი­ლი - ელი­სა­ბედ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, 2013 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. თა­მარ ერთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდანაც  - გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1989 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

თამარ ბაგრატიონის პირველი ქმარი პო­ლი­ტი­კოს ნი­კო­ლოზ ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას, ბიჭი ივა­ნიშ­ვილ­ი იყო, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა. მათი საერთო შვილი გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. მან 2 წლის წინ სას­ნო­ვი­ე­ცის „ზაგ­ლე­ბი­ეს­თან“ კონ­ტრაქტს ხელი სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე მო­ა­წე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი ბოლო წლებ­ში სა­ჩხე­რის „ჩი­ხუ­რა­ში“ თა­მა­შობ­და.