სოფო ხალვაში ქალიშვილის დიდი წარმატების შესახებ: "ვულოცავთ ქეთოს მილანში საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვას" - Marao

სოფო ხალვაში ქალიშვილის დიდი წარმატების შესახებ: "ვულოცავთ ქეთოს მილანში საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვას"

2025-12-19 17:23:25+04:00

"PRIME STUDY ულოცავს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი-ბათუმის მოსწავლეს, ქეთო ძოძუაშვილს, მილანში, Istituto Marangoni-ში ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვას!  

ჩარიცხვასთან ერთად ქეთომ მარანგონის მიერ გამოცხადებულ Talent Scholarship-ის კონკურსშიც გაიმარჯვა!

1935 წელს ჯულიო მარანგონის მიერ მილანში დაფუძნებული სასწავლებელი წლებია ინარჩუნებს მოწინავე სტატუსს დიზაინისა და მოდის სფეროში და მილანთან ერთად წარმოდგენილია ფილიალებით ფლორენციაში, ლონდონში, პარიზში, შანხაისა და მაიამიში, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შორის კი Domenico Dolce და Franco Moschino გამოირჩევიან!

წარმატებებს ვუსურვებთ ქეთოს მილანში სწავლის პერიოდსა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში!" - აღნიშნულ წერილს მომღერალი სოფო ხალვაშის ქალიშვილის, ქეთო ძოძუაშვილის შესახებ PRIME STUDY აქვეყნებს.

sopo_xalvashi

სოფო ხალვაშის ოჯახი და კარიერა

სოფო ხალვაში სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის იყო "ნუ­ცას სკო­ლა“ იმედ­ზე... ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც 2007 წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო წა­რად­გი­ნა, სოფო ხალ­ვა­ში იყო ასე­ვე კონ­კურს "ახა­ლი ტალ­ღის“ პრი­ზი­ო­რიც.

  • ორი შვილი, ხმაურიანი კარიერა და ბედნიერი ოჯახი: როგორია სოფო ხალვაშის გზა სიმღერიდან პოლიტიკამდე

"ძალიან ხშირად ვფიქრობ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. დავხუჭავდი თვალებს და წარმოვიდგენდი, რომ სცენაზე ვიდექი. ჩემი ყველა ოცნება ამას უკავშირდებოდა - სხვა ვერაფერი წარმომედგინა. როცა სახლში რაღაცაზე მეჩხუბებოდნენ, ან რამე მეწყინებოდა, შევიდოდი ოთახში, კარს ჩავკეტავდი, პიანინოზე ვუკრავდი და ვმღეროდი. გულს ვაყოლებდი, ამაში ვიცლებოდი და ვწყნარდებოდი" - იხსენებდა სოფო. 

2006 წლის სიმღერის კონკურსში იურმალაში მესამე ადგილი დაიკავა. მომღერალს ფესტივალმა „ახალმა ტალღამ“ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა არა მარტო სამშობლოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ მომდევნო წლებში საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული „ახალ ტალღა 2007“-ზე  და „ახალ ტალღა 2008“-ზე.

  • ვის ჰქონდა საუკეთესო შედეგი? საქართველოს წარმომადგენლები ევროვიზიაზე 2007-დან 2024-წლამდე

პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე მყოფ­მა სოფო ხალ­ვაშ­მა ცნო­ბი­ლი ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის რეზო ძო­ძუ­აშ­ვი­ლის ვაჟ­ზე - მი­შა­ზე იქორ­წი­ნა.  სოფო მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დილის წამყვანისა და მუსიკალური გამფორმებლის პოზიციაზე მუშაობდა.

"ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, იმდენად არ გვიფიქრია წვრილმანებზე, რომ ახლაც ვერ ვახერხებთ იმის გადმოცემას, რა მოხდა. კონკურსზე ვიყავი, იმ ეიფორიაში ჩართული, სხვანაირად აჟიტირებული და პარალელურად ხდებოდა რაღაც, რაც გარკვეული არ იყო. ჩვენი ურთიერთობა მაშინვე არ გარკვეულა" - ამბობდა სოფო. 

2013 წელს მე­დი­ა­ში სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და... თით­ქოს სოფო ხალ­ვა­ში ქმარს გა­შორ­და. მა­ლე­ვე სოფო და მიშა შე­რიგ­დნენ და სა­ცხოვ­რებ­ლად ბა­თუმ­ში გა­და­ვიდ­ნენ. მალე მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ... "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ სოფო ხალ­ვა­ში ჯერ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მი­იწ­ვი­ეს...