გასული წლის Baby Boom - ცნობილი ქართველები, რომლებიც მშობლები გახდნენველები, რომლებიც წელს დედები გახდნენ - Marao

გასული წლის Baby Boom - ცნობილი ქართველები, რომლებიც მშობლები გახდნენ

2026-01-13 18:41:14+04:00

2025 წელს არაერთმა ცნობილმა სახემ გაგვიზიარე სიახლე შვილის დაბადების შესახებ - ამ მხრივ გასული წელი განსაკუთრებით სასიხარულო იყო. გიზიარებთ ოჯახებს, რომლებსაც 2025 წელმა ახალი სიცოცხლე და კიდევ უფრო მეტი ბედნიერება მოუტანა: 

მარიამ როინიშვილი

წელს მარიამ როინიშვილი მეორე შვილის დედა გახდა - ელენეს შემდეგ მას მეორე გოგონა, კირა შეეძინა. კირა მარიამის და ვახო კანდელაკის პირველი საერთო შვილია. 

მარიამი ახალშობილის სახის გამოჩენას სოციალურ ქსელში ერიდებოდა, თუმცა ნათლობის შემდეგ კირას ფოტოებსა და ვიდეოებს მშობლები აქტიურად აქვეყნებენ. აღნიშნავენ, რომ კირა ძალიან ჰგავს მამას.

მარიამ ელიეშვილი

ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ახალგაზრდა მომღერალი, მარიამ ელიეშვილი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც საბა დაარქვეს.

მარიამის მეუღლე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილია, ამიტომაც მარიამის შემდგომი გეგმები სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება.

ნანუკა გულუა

ნანუკა გულუა და კახაბერ კაშია მესამე შვილის მშობლები გახდნენ. ნინასა და ირაკლის შემდეგ, წყვილს გოგონა, სახელად კირა შეეძინა.

"41 წლის ასაკში მესამე შვილზე ვარ ორსულად, ეს ყველასთვის საოცნებო მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას, რომ წონაზე ოდნავ წავიწუწუნო.  მე გავლილი მაქვს ის გზა, როგორ მივიდე ჩემთვის სასურველ სილუეტამდე. არავის სიტყვა ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ ახლა ვინც თინეიჯერობის ასაკშია და ჭარბწონიანია, მათ მინდა ვუთხრა, იპოვონ ძალა და ამ ადამიანების კომენტარებს ყურადღება არ მიაქციონ", - ამბობდა ცოტა ხნის წინ ნანუკა გულუა. 

თამთა შედანია

„მის საქართველო 2012“ მესამე შვილის დედა გახდა. მისი მეუღლე დიზაინერი რატი რატიანია. თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ პირველი საერთო შვილი, კირა 2021 წელს შეეძინათ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა, ახლა კი მათ ბედნიერ ოჯახში სასიხარულო სიახლეა - თამთა მესამე შვილის დედა გახდა. პატარას მიხეილი დაარქვეს. 

"31 ივლისს ჩვენს ოჯახში დაიბადა მიხეილ რატიანი. კიდევ ერთი სიყვარულით სავსე სული - ჩვენი პატარა მიხეილი. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის. გულით მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს თბილი მილოცვებისა და სიყვარულისთვის" - წერდა თამთა.

ქეთი ხატიაშვილი

ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ცოტა ხნის წინ მეორე საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინათ. პატარას მარია დაარქვეს.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება მარია კაჭარავა, ყველაფერმა კარგად და ძალიან სწრაფად ჩაიარა," - წერდა ქეთი ხატიაშვილი.

თათია ახალაია

ქართველი მოდელი თათია ახალაია არაერთი წელია აშშ-ში ცხოვრობს. თათია ლევან კობახიძეზეა დაქორწინებული და ისინი უკვე პატარა გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილმა გოგონას მეა დაარქვა.

"კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სამყაროში, პატარა მეი" - წერდა თათია და პატარას ფოტოები გამოაქვეყნა.

ელა ზარნაძე (ოთარ კიტეიშვილი)

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი მეორე შვილის მამა გახდა. ოთოს და ელას ქალიშვილი, სახელად სოფია შეეძინათ.

"ოთო საუკეთესო მამაა, თითქმის ყველაფერს უსრულებს და ძალიან ანებივრებს ლივიას, როცა თავისუფალი დრო აქვს სულ ჩვენ გვერდითაა," - ამბობდა ელა ინტერვიუში.

თეკლა დვალიშვილი (გური გიორბელიძე)

სულ ცოტა ხნის წინ გური გიორბელიძე და თეკლა დვალიშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ნოა დაარქვეს. 

თათია ერქვანიძე (ნოდიკო ტატიშვილი)

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა. მისი რჩეული ექიმი თათია ერქვანიძეა. ნოდიკო დაოჯახებისა და შვილის მოლოდინის შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავდა, ეს სიახლე კი საზოგადოებას მხოლოდ მას შემდეგ გაუმხილა, რაც კესანე სამყაროს მოევლინა.  

ნანუკა კუპატაძე (გიორგი უშიკიშვილი)

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი და მსახიობი ნანუკა კუპატაძე მეორე შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც მათე დაარქვა. 

ნუკი კოშკელიშვილი 

ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ხაიმი სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ოლივერის შემდეგ მათ კიდევ ერთი ბიჭი შეეძინათ, რომელსაც შიო რიუვენი დაარქვეს. 

ალექსანდრე თოფურია

სპორტსმენმა ალექსანდრე თოფურიამ საზოგადოებას მის ცხოვრებაში მომხდარი დიდი სიახლის შესახებ გაუზიარა. ალექსანდრე პირველი შვილის მამა გახდა და ჟურნალისტის კითხვაზე, რა იყო გასული წელს მისი ცხოვრების მთავარი მოვლენა, სწორედ შვილის შეძენა დაასახელა:

"პასუხი მარტივია - ჩემი ბავშვის დაბადება. გოგოა, სექტემბერში დაიბადა ჩემი პირველი მერცხალი. თქვენც და, ალბათ, ბევრსაც, იმიტომ გამორჩა ეს ინფორმაცია, რომ არ ვასაჯაროებ პირად ცხოვრებას", - თქვა ალექსანდრე თოფურიამ.