წლის ბოლო ლიტერატურული დღესასწაული - 20-21 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობა გელოდებათ - Marao

წლის ბოლო ლიტერატურული დღესასწაული - 20-21 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობა გელოდებათ

2025-12-20 14:30:43+04:00

20-21 დე­კემ­ბერს, ექ­სპო ჯორ­ჯი­ას მე-4 და მე-5 პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის ასო­ცი­ა­ცია გიწ­ვევთ თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ა­ხალ­წლო ბაზ­რო­ბა­ზე!

ბაზ­რო­ბა­ზე თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბით, სა­ა­ხალ­წლო ფას­დაკ­ლე­ბე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი­თა და დატ­ვირ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მით დაგ­ხვდე­ბათ.

წიგ­ნებ­თან ერ­თად ბაზ­რო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ა­ხალ­წლო სა­თა­მა­შო­ე­ბი, დე­კო­რი, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი, პოს­ტე­რე­ბი და ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბი - მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის­თვის!

saaxalwlo

14:13 / 20-12-2025 20-21 დე­კემ­ბერს, ექ­სპო ჯორ­ჯი­ას მე-4 და მე-5 პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის ასო­ცი­ა­ცია გიწ­ვევთ თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ა­ხალ­წლო ბაზ­რო­ბა­ზე!

ბაზ­რო­ბა­ზე თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბით, სა­ა­ხალ­წლო ფას­დაკ­ლე­ბე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი­თა და დატ­ვირ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მით დაგ­ხვდე­ბათ.

წიგ­ნებ­თან ერ­თად ბაზ­რო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ა­ხალ­წლო სა­თა­მა­შო­ე­ბი, დე­კო­რი, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი, პოს­ტე­რე­ბი და ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბი - მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის­თვის!

 

20-21 დე­კემ­ბრის შე­თა­ვა­ზე­ბა “ბიბ­ლუ­სის” მომ­ხმა­რებ­ლებს წიგ­ნის სა­ა­ხალ­წლო ბაზ­რო­ბა­ზეც დახ­ვდე­ბათ:

ისარ­გებ­ლეთ 50%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით და და­მა­ტე­ბით 30%-იანი ქე­შ­ბე­ქით ახა­ლი თი­ბი­სის ბა­რა­თით, ახა­ლი თი­ბი­სი კონ­ცეპტ ბა­რა­თით ან/და ერ­თგუ­ლი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას.

ახა­ლი ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას ქე­შ­ბე­ქის სა­ერ­თო ლი­მი­ტი 200 ლარი, ხოლო ახა­ლი კონ­ცეპტ ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას 250 ლა­რია.

ად­გილ­ზე და­გეგ­მი­ლია ჯა­დოს­ნუ­რი, სა­ხა­ლი­სო და შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ორი დღე თქვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის!

2025 წელს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ უმ­თავ­რე­სი მიზ­ნით – გა­ნა­ვი­თა­რონ ქვე­ყა­ნა­ში წიგ­ნის ინ­დუსტრია და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი. “მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვენ და ჩვენს მკი­თხვე­ლებს სა­ერ­თო ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვა­ერ­თი­ა­ნებს, რო­მელ­თა ერ­თგუ­ლე­ბა­ზე და წიგ­ნის სიყ­ვა­რულ­ზეც დგას სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის ასო­ცი­ა­ცია” - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

გე­ლო­დე­ბით წლის ბოლო ლი­ტე­რა­ტუ­რულ დღე­სას­წა­ულ­ზე!

  • მი­სა­მარ­თი: ექ­სპო ჯორ­ჯია, მე-4 და მე-5 პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი (აკა­კი წე­რეთ­ლის 118)

დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია!