ახალი წელი საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებითა და ტრადიციებით არის სავსე. ეს არის დრო, როცა ოჯახები და მეგობრები ერთად იკრიბებიან, რათა ძველ წელს დაემშვიდობონ და ახალს სიხარულით, იმედებითა და ახალი მიზნებით შეხვდნენ, თუმცა მათთვის, ვისაც სადღესასწაულო აურზაურისგან განტვირთვა და სიმშვიდის პოვნა სურს, არსებობს ადგილი, რომელიც ყოველ წელს ზამთრის იდეალური თავშესაფარი ხდება - ეს არის ყვარლის ტბის რეზორტი, სადაც დამსვენებლებს ახალი წლის ჯადოსნურ საღამოს ჰპირდებიან.
ყვარლის ტბის რეზორტი იდეალური არჩევანია იმისთვის, რომ ახალი წელი საქართველოში სრული რელაქსაციის ფონზე გაატაროთ. რეზორტი მდებარეობს ბუნების წიაღში, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, მთლიანად მოსწყდნენ ქალაქის ხმაურსა და სადღესასწაულო აურზაურს. ტბის მშვიდი ზედაპირი და ალაზნის ველის პანორამული ხედები მედიტაციისა და ძალების აღდგენისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
გარდა ამისა, ყვარლის ტბის რეზორტი მაქსიმალური კომფორტითაც გამოირჩევა - აქ დაგხვდებათ პრემიუმკლასის ოთახები, თანამედროვე დიზაინითა და ყველა საჭირო სერვისით. საახალწლო დღეებში, როცა აქტიური ღონისძიებების შემდეგ სიმშვიდე განსაკუთრებით საჭიროა, აქ სწორედ იმ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც თქვენს დასვენებას მეტად სრულყოფილს გახდის.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ სასტუმროში ყველაფერზეა ნაფიქრი იმისთვის, რომ თქვენი ახალი წელი კახეთში ყველაზე დასამახსოვრებელ მოგონებად იქცეს. აქ თქვენ არ დაგჭირდებათ კომპრომისზე წასვლა გართობასა და დასვენებას შორის. რეზორტი გთავაზობთ გრანდიოზულ საახალწლო პროგრამას, რომელიც მხიარულებას, კომფორტსა და სიმშვიდეს იდეალურად აერთიანებს. სწორედ ამიტომ არის ყვარლის ტბის რეზორტი ზამთრის იდეალური თავშესაფარი ყველასთვის, ვისაც სურს ახალ წელს დადებითი ენერგიითა და დაუვიწყარი ემოციებით შეხვდეს.

ყვარლის ტბის რეზორტის გუნდმა შეიმუშავა სპეციალური, ორღამიანი საახალწლო შეთავაზება, რომელიც სრულად ასახავს სასტუმროს ფილოსოფიას – მაქსიმალური გართობა, მინიმალური საზრუნავი. პაკეტი, რომელიც სავსეა უწყვეტი ღონისძიებებითა და გასტრონომიული თავგადასავლებით, სტუმრებს სასტუმროში განთავსებას სამი დღით სთავაზობს - 31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე.
გრანდიოზული ზეიმი 31 დეკემბერს იწყება - ყვარლის ტბის რეზორტის სტუმრები ახალ წელს ნიაზ დიასამიძესთან ერთად შეხვდებიან. პროგრამაში გათვალისწინებულია: ეკოსა და გიორგის LIVE, დრამერების შოუ, საჩუქრები და სახის მოხატვა პატარებისთვის, დიჯეი და გრანდიოზული საახალწლო ვახშამი.
ახალი წლის ღამის შემდეგ, ყვარლის ტბის რეზორტი სადღესასწაულო რიტმს ინარჩუნებს - შესაბამისად, მომდევნო დღეებიც სავსე იქნება წინასწარ დაგეგმილი სიურპრიზებითა და ღონისძიებებით, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო გაამძაფრებს. სტუმრებს ელოდებათ საახალწლო ბრანჩი, გათამაშებები და მუსიკალური საღამოები ისეთი ცნობილი არტისტების მონაწილეობით, როგორებიც არიან ელენე კალანდაძე და ბენდი ,,ნიუტონი’’.
რაც შეეხება პაკეტის პირობებს, შეთავაზება მოიცავს ყველაფერს: 2 ღამით განთავსებას 2 ადამიანისთვის, კვებას (საუზმე + ბრანჩი + ვახშამი) და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებას. ყვარლის ტბის რეზორტი საშუალებას გაძლევთ, დაგეგმოთ თქვენი ახალი წელი კახეთში საუკეთესო ფასად, ადრეული დაჯავშნის სისტემით. ფასები დაყოფილია სამ კალათად:
ოჯახებისთვის მოქმედებს სპეციალური პირობები: 6 წლამდე ბავშვებისთვის სასტუმროში განთავსება უფასოა, 6–12 წლის ასაკის ბავშვებისთვის განთავსების საფასური - $200-ია, ხოლო დამატებითი საწოლი ზრდასრულისთვის $450-ს შეადგენს.
ყვარლის ტბის რეზორტი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ თქვენი ახალი წელი საქართველოში სამდღიან ჯადოსნურ თავგადასავლად გადააქციოთ. ახლა სწორედ ის დროა, რომ წინასწარ დაგეგმოთ დასვენება და ისარგებლოთ ადრეული დაჯავშნის საუკეთესო პირობებით.
ნუ გადადებთ - ადგილები შეზღუდულია, ხოლო საახალწლო პროგრამა უკვე მზად არის, რომ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანები დაუვიწყარი ემოციებით დაიმუხტოთ. აირჩიეთ თქვენი კალათა, დაჯავშნეთ დღესვე და შეხვდით ახალ წელს გამორჩეულად, ყვარლის ტბის რეზორტზე.
R