X ფაქტორით მოსული დიდი წარმატება, ოჯახი და ლინდა ადამიას ამბები სცენის მიღმა: "პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სა­ზღვარ­გა­რეთ რომ წა­ვი­და და წლე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და..." - Marao

X ფაქტორით მოსული დიდი წარმატება, ოჯახი და ლინდა ადამიას ამბები სცენის მიღმა: "პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სა­ზღვარ­გა­რეთ რომ წა­ვი­და და წლე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და..."

2025-12-22 16:41:54+04:00

მომღერალ ლინდა ადამიას საზოგადოება წლებია, კარგად იცნობს. მან ჯერ კიდევ 2015 წელს "X ფაქტორის" სცენიდან დაამახსოვრა თავი - გოგონა განსაკუთრებული ხმითა და გარეგნობით მალევე გახდა მსმენელისთვის საყვარელი შემსრულებელი. 

ლინდა უკვე რამდენიმე წელია დაოჯახებულია. მისი მეუღლე ტატუარტისტი დათუნა ყიასაშვილია. წყვილს ერთი შვილი, ჯარჯი ჰყავს. ცოტა ხნის წინ ლიდა "სიცრუის დეტექტორის" სტუმარი იყო, სადაც მის ერთ-ერთ პასუხს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ლინდა ამჯერად ყურადღების ცენტრში არა კარიერის, არამედ ამ განცხადების გამო მოექცა. 

ლინდა ადამიამ და მისმა მეუღლემ განმარტეს, თუ რატომ იზრდება მათი შვილი ბებიასა და ბაბუასთან - მომღერალმა თქვა, რომ მშობლებმა თავად შესთავაზეს შვილის აღზრდაში დახმარება. ლინდამ თქვა, რომ მისი შვილი ბებია-ბაბუასთან ცხოვრობს, რაც მას და მის მეუღლეს კარიერული წინსვლისა და 

"ჯარჯი რომ დაიბადა, 20 წლის ვიყავი, მე და დათუნა ფინანსურად მყარად არ ვიდექით. რთული გრაფიკი გვქონდა, ხან რომელ ქალაქში მიწევდა მუშაობა და ხან - რომელში. შვილს სჭირდება დედა, რომ ყურადღება მიაქციოს, მაშინ კი ამ საქმეს უნდა ჩამოვშორებოდი და ჩემმა მშობლებმა შემომთავაზეს, რომ ჯარჯის აღზრდიდნენ. როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, სულ მასთან ვატარებ," - ამბობს ლინდა.

ლინდამ გიორგი კოკაიას პოდკასტში მეუღლეზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ ურთიერთობაში, პირველ რიგში, ურთიერთგაგებაა მნიშვნელოვანი.

"ჩემი კარიერა რომ დაიწყო, მე და დათუნა უკვე ერთად ვიყავით, მე რა გზაც გავიარე, დათუნამაც ჩემთან ერთად გაიარა. როდესაც ურთიერთობაში არის ურთიერთგაგება, ეს უკვე სხვა რაღაცის საწინდარია, მე სცენაზე და სცენის იქით რამდენი თაყვანისმცემელი მეყოლება, ჩვეულებრივი ამბავია. მასაც ანალოგიურად, ისეთი პროფესია აქვს, რომ უამრავი ლამაზი გოგო მიდის მასთან, რომელიც იხატავს ტატუს, თუნდაც შიშვლდება მის წინ, მაგრამ ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი მომენტი, რადგან ეს არის პროფესია, ეს არის ჩემთვის მისაღები, როგორც მისთვის არის ჩემი პროფესია", - ამბობს ლინდა მეუღლეზე  საუბრისას.

ლინდამ წლების წინ ამბები.ჯი-სთან ინტერვიუში მამაზე ისაუბრა. ის მამის გარეშე გაიზარდე და მასზე სრულად პასუხისმგებლობა მამობილმა აიღო:

"პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სა­ზღვარ­გა­რეთ რომ წა­ვი­და და წლე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და. რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თი ვნა­ხეთ, არა­ნა­ი­რი ემო­ცია არ მქო­ნია, ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ, ისეთ მო­მენ­ტში გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც სკო­ლაც დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. მთე­ლი ეს წლე­ბი მა­მო­ბი­ლი მედ­გა მხარ­ში. დე­და­სა და მა­მო­ბილს სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყავთ, მაგ­რამ ჩემს მა­მო­ბილს პირ­ვე­ლი ოჯა­ხი­დან ორი შვი­ლი ჰყავს და მათ­თა­ნაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს", - ამბობდა ლინდა.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მამა გარდაიცვალა, მაგრამ მან წყენის პატიება მაინც ვერ შეძლო.

"მე და მამას ძალიან ცუდი ურთიერთობა გვქონდა, ვერ შევთანხმდით, ცუდად დავიშალეთ. სანამ გარდაიცვლებოდა, ბოლო ორი წელი, არ ველაპარაკებოდი, ძალიან ცუდად დამთავრდა. ვერ პატიებაზე უფრო მეტად არ ვაპატიე, რადგან ეს მხოლოდ მე არ მეხებოდა. ეს გვეხებოდა დედაჩემსა და მე. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვერ ვაპატიე", - ამბობს ლინდა.