მსოფლიო ახალი, დინამიკური ციკლის ზღურბლზე დგას. მას შემდეგ, რაც 2025 წლის „ხის გველის“ ნელმა და სტრატეგიულმა ენერგიამ დაფიქრებისა და შინაგანი ტრანსფორმაციისკენ მოგვიწოდა, 2026 წელი სრულიად განსხვავებულ რიტმს გვთავაზობს. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ასპარეზზე გამოდის ზოდიაქოს ყველაზე თავისუფლებისმოყვარე, იმპულსური და ქარიზმატული ნიშანი - ცეცხლოვანი ცხენი.
ჩინურ მეტაფიზიკაში ცხენი პროგრესის, დაუღალავი შრომისა და ოპტიმიზმის სიმბოლოა, ხოლო როდესაც მას ცეცხლის სტიქია უერთდება, ეს ენერგია ორმაგდება. 2026 წელი არ იქნება უბრალოდ მორიგი კალენდარული ათვლა; ეს იქნება პერიოდი, როდესაც სტაგნაცია წარსულს ჩაბარდება და პროცესები სინათლის სიჩქარით განვითარდება. ცეცხლოვანი ცხენი გვასწავლის, რომ წარმატება მხოლოდ მათთან მიდის, ვისაც არ ეშინია რისკის, ვინც მზად არის „გალოპით“ შეიჭრას ახალ გამოწვევებში და ვინც საკუთარ ვნებასა და ენერგიას სწორი მიმართულებით წარმართავს.
ისტორიულად, ცეცხლოვანი ცხენის წლები ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი სოციალური ძვრებით, სამეცნიერო აღმოჩენებითა და კულტურული რევოლუციებით. ეს არის დრო, როდესაც „შეუძლებელი“ შესაძლებელი ხდება, ხოლო ყველაზე გაბედული იდეები ხორცს ისხამს. თუმცა, ამ მძლავრ ენერგიასთან ერთად მოდის დიდი პასუხისმგებლობაც - როგორ მოვთოკოთ დაუოკებელი ცეცხლი ისე, რომ მან კი არ დაგვწვას, არამედ გზა გაგვინათოს?

ისევე, როგორც ყველა წელს, ცხენსაც ეყოლება თავისი ფავორიტები - ეს წელი ყველას ჰპირდება სიახლეებს, თავგადასავლებსა და ბევრ სიკეთეს, თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის ბედი ბორბალი უფრო სწრაფად იწყებს ტრიალს.
ვის გაუმართლებს განსაკუთრებით 2026 წელს, ამის შესახებ "რადიო ფორტუნასთან" ვრცლად თაკო მელიქიშვილმა ისაუბრა:
"ნათალურ რუკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ 2026 წლის დასაწყისი კარგი იქნება შემდეგი ნიშნებისთვის – მშვილდოსანი, კურო, მერწყული, ტყუპები, მეორე ნახევარი – კირჩხიბებისთვის და მორიელებისთვის. 2025 წელი მართლაც ძალიან რთული იყო ავარიების, ავიაკატასტროფების, ჯანმრთელობის მხრივ, ეს წლის დასაწყისშივე აღვნიშნე. ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ და სრულდება. იწყება ახალი ციკლი, მზის ენერგიით. ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი, უნდა აღინიშნოს, რომ შემოვა თებერვალში. აქცენტი უნდა გავაკეთოთ ყვითელსა და ოქროსფერზე. შავი, ნაცრისფერი და ცისფერი ფერები არ შეიძლება. უნდა გქონდეთ ოქროსფერი საფულე. სათამაშოს სახითაც ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ ფულის სათამაშო, მანქანა, თუ მანქანის ყიდვა გსურთ და გასაღები, თუ სახლის ყიდვა გსურთ… თუ არ გაქვთ სათამაშოს ყიდვის საშუალება, დახატეთ და დადეთ.

1, 10, 19 და 28-ში დაბადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებულად კარგი წელიწადი იქნება, თუმცა ყველა ციფრს და ზოდიაქოს შეუძლია იყოს ბედნიერი, მთავარია, არ გვეშინოდეს ცვლილებების, მიზანი უნდა გქონდეს აუცილებლად. სურვილების ჩაფიქრებისას ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რა სარგებლობას მოუტანს სამყაროს და სხვა ადამიანს და არა მხოლოდ თქვენ. აფირმაციასა და პრაქტიკებს არანაირი აზრი არა აქვს, თუ არ გჯერათ, ამას კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ…" - თქვა მან.
ინტერვიუს სრულად ნახავთ "რადიო ფორტუნას" გვერდზე