"იმ დღეს სოფო მო­ვი­და, ყო­ველ­თვი­ურ ვი­ზიტ­ზე... ვი­ნა­ი­დან მრა­ვა­ლი წე­ლია არც ამ­ღე­რე­ბენ და არც ფილ­მებ­ში იღე­ბენ" - მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის შესახებ წერს - Marao

"იმ დღეს სოფო მო­ვი­და, ყო­ველ­თვი­ურ ვი­ზიტ­ზე... ვი­ნა­ი­დან მრა­ვა­ლი წე­ლია არც ამ­ღე­რე­ბენ და არც ფილ­მებ­ში იღე­ბენ" - მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის შესახებ წერს

2025-12-22 16:45:20+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად სასჯელს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. 

სააკაშვილი წერილში საუბრობს და აღწერს იმ რეალობას, რაც თან ახლავს ციხეში ცხოვრებას. წერილის ერთ ნაწილში კი საუბრობს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე, რომელთა ნაწილი ახლა, მის მსგავსად, ციხეშია. სააკაშვილმა მისი შვილის, ელის-მარია სააკაშვილის დედაზე, სოფო ნიჟარაძეზეც ისაუბრა:

მიხეილ სააკაშვილის წერილი სოფო ნიჟარაძეზე  

"წე­რი­ლი რუს­თა­ვის კა­ლათ­ბურ­თის ცი­ხის ლი­გი­დან, მინ­და ცოტა გა­გა­ხა­ლი­სოთ, რად­გან ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ჯერ ვერ მო­ი­ცა­ლა, რომ ჩემ­თვის ცი­ხის კარი გა­ე­ღო, გა­დავ­წყვი­ტე მე თვი­თონ გა­გი­ღოთ ეს კა­რე­ბი და შიგ­ნით შე­მო­გი­პა­ტი­ჟოთ.

...

იმ დღეს სოფო მო­ვი­და, ყო­ველ­თვი­ურ ვი­ზიტ­ზე (ფან­ჯრის აქეთ-იქი­დან ვსა­უბ­რობთ ტე­ლე­ფო­ნით, რო­მე­ლიც სულ წი­ვის) და ვი­ნა­ი­დან მრა­ვა­ლი წე­ლია არც ამ­ღე­რე­ბენ და არც ფილ­მებ­ში იღე­ბენ, თავი უცებ ცი­ხე­ებ­ზე გა­და­ღე­ბულ უცხო­ურ ფილმში წარ­მო­იდ­გი­ნა, გრძე­ლი დე­რეფ­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც გე­გო­ნე­ბა არ მთავ­რდე­ბა, გა­სა­ღე­ბე­ბის და რკი­ნის კა­რე­ბის ჩხა­კუ­ნით, ნა­ხევ­რად ბნე­ლი, მო­ქუფ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბით, მო­ღუ­შუ­ლი თან­მხლე­ბი ბად­რა­გით.

სო­ფოს ასე­ვე უცებ გა­ახ­სენ­და მრა­ვა­ლი წლის წინ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში“ თა­მა­ში, როცა მას, რო­გორც მრე­ცხავ ვარ­დოს, ცი­ხე­ში სვა­მენ შე­შის მო­პარ­ვის­თვის.

  • „ინდოეთში მუშაობს მოხალისედ, მანდამდე იაპონიაში სწავლობდა...“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი შვილის შესახებ, რომელიც დღეს 20 წლის გახდა

ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით და ისე ამ ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ვე­ლი შემ­დე­გი დღე ცი­ხე­ში დიდი და­ნა­შა­უ­ლია მათი გა­მომ­კე­ტა­ვე­ბის. ეს ხალ­ხი ახლა სა­ო­პე­რო სცე­ნებს უნდა იპყრობ­დეს, ახალ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებს იგო­ნებ­დეს, ახალ მე­დი­ებს ქმნიდ­ნენ, ნამ­დვილ პარ­ლა­მენ­ტში უნდა ის­ხდნენ - მოკ­ლედ ქვე­ყა­ნას რო­მელ­თაც ესე­ნი ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ, უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. ხოლო და­ნარ­ჩენ პა­ტიმ­რებს ბევ­რად უფრო ადა­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა სჭირ­დე­ბათ.

დი­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას დი­დე­ბა!" - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

nizharadze

სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ 

მომღერალი სოფო ნიჟარაძე პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს, თუმცა ის ცოტა ხნის წინ ალაპარაკდა. სოფო ტვ პირველზე, გადაცემა „პირველ სტუდიას“ სტუმრობდა, სადაც უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზეც.

„ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი, ალბათ, მიშასთან შეხვედრა იყო, იმიტომ, რომ იმ დღეს იმ ადგილას საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი და ეს უბრალოდ, შემთხვევით მოხდა. ამ შეხვედრამ განაპირობა მერე ყველაფერი და ეს ყველაფერი კავშირშია ალისასთან. მიშა წერილებს ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე მწერს. ხშირად ვნახულობ ხოლმე, რაც შემიძლია ვამხნევებ. ყოველდღიური მიმოწერა გვაქვს წერილის სახით, ახლა უკვე შაბათ-კვირის გარდა. ეს ხელნაწერი წერილი მართლა რაღაც რომანტიკაა. დღევანდელ რეალობაში უკვე ძალიან დავიწყებულია, 362 წერილი მაქვს შენახული. 

  • "ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან... ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან" - სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე

მიშას შვილების და მათთან ურთიერთობის მონატრება აქვს. ბიჭები ძალიან დიდები არიან და, ალბათ, რაც მათთან დრო დაკარგა, უნდა, რომ აინაზღაუროს.

ალისა დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრებაზე ხშირად საუბრობს.. სულ მეკითხება - როდის მოვა მიშა. მიშა შვილს ძალიან ანებივრებს. ელის-მარია მეუბნება: მიშა რომ მოვა სახლში, მისი წესებით ვიცხოვრებთო.

  • დედასთან ერთად ამღერებული ელის-მარია სააკაშვილი: სოფო ნიჟარაძე კადრებს საახალწლო გადაღებიდან აქვეყნებს

რაღაცებზე მიწევს უარის თქმა იმის გამო, რომ ეს რაღაც მიშას არ შეეხოს და ბავშვიც დავიცვა" - ამბობდა სოფო.