TOP 12 ქართველი და ყველაზე ლამაზი 12 ნაძვის ხე 2026 წლისთვის - ვინ როგორ ხვდება ახალ წელს? - Marao

TOP 12 ქართველი და ყველაზე ლამაზი 12 ნაძვის ხე 2026 წლისთვის - ვინ როგორ ხვდება ახალ წელს?

2025-12-30 14:45:51+04:00

ახალი წელი ახლოვდება და ცნობილ სახეებს შორის ნაძვის ხის მორთვა ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. თითოეულმა მათგანმა საკუთარი სტილი და განწყობა აირჩია - მინიმალიზმიდან ფერად და დატვირთულ დეკორამდე.

ანუკი არეშიძე

მოდელმა და დიზაინერმა ანუკი არეშიძე საახალწლო სამზადისი ჯერ კიდევ ნოემბრიდან დაიწყო. დიზაინერმა არჩევანი მინიმალისტურ დეკორაციებზე გააკეთა. ნაძვის ხე სათამაშოების გარეშე, მხოლოდ განათებით გააფორმა.

ხვიჩა კვარაცხელია

ნიცასა და ხვიჩას წელს განსაკუთრებით ლამაზი ნაძვის ხე აქვთ. ნაძვის ხე გაფორმებულია თეთრი ლოლუებითა და თეთრი განათებებით, რაც წლის საახალწლო ტენდენციებს სრულად ეხმიანება. მინიმალისტური და ელეგანტური სტილი ბევრმა ოჯახმა აითვისა, მათ შორის კვარაცხელიების ოჯახმაც.

ნიცა თავაძემ, სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტო, სადაც ხვიჩა და მათი პატარა შვილი, დამიანე, ერთად პოზირებენ.

ქეთი ხატიაშვილი

ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას ოჯახში საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. მათ სახლი დღესასწაულისთვის უკვე მორთეს, .ულამაზესი დეკორაციებითა და განათებებით კი გარემო ძალიან მყუდრო და, ამავდროულად, ფერადი გამოვიდა. ნაძვის ხის მორთვის პროცესში პატარა ილიაც იყო ჩართული. ქეთიმ სამზადისის კადრები გამომწერებსაც გაუზიარა.

მარიამ მათიაშვილი

სუხიშვილების მოცეკვავე, მარიამ მათიაშვილი, ახალ წელს განსაკუთრებული განწყობით ხვდება. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მან დეკემბრის დაწყებისთანავე დაიწყო საახალწლო სამზადისი და საკუთარი სახლიც 2026 წლის ტენდენციების შესაბამისად გააფორმა.

გირლანდები, საახალწლო სათამაშოები და განათებები, გარე დეკორაციები - მარიამის სახლში ყველაფერი ისეა, როგორც ფილმებში.

შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილმა საახალწლო განწყობა ამჯერად მინიმალისტური სტილით შექმნა. მსახიობმა ნაძვის ხე სადა და ელეგანტური დიზაინით გააფორმა, რაც თანამედროვე ინტერიერის ტენდენციებს სრულად ეხმიანება.

ნაძვის ხე გაფორმებულია მარტივი ფორმის სათამაშოებით, ზედმეტი დეტალების გარეშე. მთავარი აქცენტი გაკეთებულია ნათელ, თბილ განათებებზე, რომლებიც სივრცეს სიმყუდროვეს სძენს. 

თეონა ჩაჩუა

ბლოგერი თეონა ჩაჩუასა და გიორგი დანელიას წლევანდელი ნაძვის ხე განსაკუთრებულად ლამაზია. წყვილმა წელს ფერად და მხიარულ დეკორზე გააკეთა არჩევანი, რაც ნაძვის ხეს სითბოსა და პოზიტიურ ენერგიას მატებს.

თეონამ ნაძვის ხე მრავალფეროვანი სათამაშოებით მორთო - სხვადასხვა ფორმისა და ფერის ორნამენტები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და სივრცეს სიცოცხლეს სძენს.

ქეთი ჟღენტი

ქეთი ჟღენტის ნაძვის ხე წელს განსაკუთრებით ფერადი და ეფექტურია. დეკორი მრავალფეროვანი სათამაშოებით არის გაფორმებული, რაც ნაძვის ხეს სიცოცხლითა და სადღესასწაულო ხასიათით ავსებს.

ნაძვის ხეზე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის თეთრი, წითელი და ოქროსფერი სათამაშოები, რომლებიც კლასიკურ საახალწლო განწყობას ქმნის. ამ ფერებს შორის დომინანტ როლს ლურჯი ფერი ასრულებს სწორედ ის აძლევს ნაძვის ხეს გამორჩეულ იერს და თანამედროვე ელფერს.

მარინა კარპი

მარინა კარპმა და გიგი დედალამაზიშვილმა წელს თანამედროვე საახალწლო ტენდენციებს აუღეს ალღო და ნაძვის ხე სწორედ ტრენდების შესაბამისად გააფორმეს. წყვილმა მინიმალისტური მიდგომა აირჩია, ნაკლები ფერადი სათამაშო და მთავარი აქცენტი განათებებზე გაკეთდა.

ნაძვის ხის დეკორი სადა და დახვეწილია, რაც სივრცეს სიმშვიდესა და ელეგანტურობას მატებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მათი ორიგინალური განათების ხრიკი: ნათელ, თბილ ფერებთან ერთად, ცივი განათება განსხვავებული ხაზით არის გამოყოფილი, რაც ვიზუალურად საინტერესო და თანამედროვე ეფექტს ქმნის.

ამგვარი კონტრასტი ნაძვის ხეს დინამიკასა და სტილს სძენს, ხოლო განათებების სწორად განაწილება მთლიან კომპოზიციას გამორჩეულს ხდის

ლიკა კვარაცხელია

ლიკას ნაძვის ხე წელს განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩევა. მან დეკორის შერჩევისას მინიმალიზმსა და დახვეწილ სტილზე გააკეთა აქცენტი, რაც ნაძვის ხეს კლასიკურ და ამავდროულად თანამედროვე იერს აძლევს.

ნაძვის ხე მორთულია მანათობელი სანთლებით, რომლებიც სივრცეში თბილ და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. დეკორს ეფექტურად ავსებს წითელი ბანტები,  დეტალი, რომელიც ნაძვის ხეს სადღესასწაულო ხასიათს სძენს და ფერად აქცენტს ამატებს.

მინიმალური ელემენტების მიუხედავად, დეკორი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება.

ნუკი კოშკელიშვილი 

ნუკი კოშკელიშვილის ნაძვის ხე წელს განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და თვალისმომჭრელია. დეკორის არჩევისას მან აქცენტი ოქროსფერ და წითელ დეტალებზე გააკეთა, რაც ნაძვის ხეს სადღესასწაულო იერს სძენს.

ოქროსფერი ელემენტები ნაძვის ხეს ელეგანტურობასა და ბრწყინვალებას მატებს, ხოლო წითელი აქცენტები მას სითბოსა და ენერგიას ანიჭებს. 

აღსანიშნავია, რომ ცეცხლოვანი ცხენის წლის მთავარი ფერები სწორედ წითელი და ოქროსფერია, რაც ნუკი კოშკელიშვილის არჩევანს კიდევ უფრო სიმბოლურს ხდის.

გიორგი მამარდაშვილი

საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ოჯახში. წყვილმა დღესასწაულისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. მათ უკვე მორთეს ნაძვის ხე. წელს დიდი ყურადღება ოჯახის ყველაზე პატარა წევრმა ენიმ მიიქცია, რომელმაც ნაძვის ხესთან უკვე იპოზიორა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწორედ ენის პირველი ახალი წელია, ამიტომ მშობლები ცდილობენ თითოეული დეტალი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით შექმნან. 

დალი ჩიტალაძე

წელს, როგორც ჩანს, წითელი ბანტები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და საახალწლო დეკორის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად იქცა. ამ ტენდენციას არ ჩამორჩა დალი ჩიტალაძეც, რომლის ნაძვის ხე ძალიან დატვირთული და თვალშისაცემია.

დალიმ ნაძვის ხე ოქროსფერი და წითელი ფერების ტონალობაში მორთო, რაც დეკორს მდიდარ და სადღესასწაულო იერს აძლევს. უხვად გამოყენებული დეტალები, ბანტები და ბრწყინვალე სათამაშოები ერთმანეთს ეფექტურად ერწყმის.

წითელი ბანტები დეკორს სითბოსა და კლასიკურ საახალწლო განწყობას მატებს, ხოლო ოქროსფერი ელემენტები ბრწყინვალებასა და ელეგანტურობას უსვამს ხაზს. ფერების ეს კომბინაცია წელს განსაკუთრებით მოთხოვნადია და ფუფუნების შეგრძნება