ძველი თაობის გამორჩეულ მოდელს, ნინო ცქიტიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ საქმით აქტიურად აღარ არის დაკავებული, კვლავ რჩება სამოდელო ინდუსტრიაში და ახალ თაობას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს - ნინო სამოდელო სააგენტო Look Models-ის დამფუძნებელია. ის არაერთ ვარსკვლავს დაეხმარა გზის გაკვლევასა და წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში.
პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ნინო ცქიტიშვილი 4 შვილის დედაა და თავს ამ ამპლუასაც იდეალურად ართმევს. ამჯერად ის სწორედ ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს - მეუღლესთან, კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილთან ერთად გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს.



ნინო ცქიტიშვილი
ცნობილი მოდელი ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
უფროსს ქალიშვილს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია კარგად იცნობს.
ვატო ნაცვლიშვილი
ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელია. ის 1990-1993 წლებში კლუბ "მართვეში" თამაშობდა. 1995-1996 წლებში ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” კლუბში თამაშობდა. 1998 წელს თურქეთის “კარშიაკა" კალათბურთელი იყო. 2003 წლიდან საფრანგეთის “დიჟონში" ირიცხებოდა. ვატო 1994-2007 წლებშ საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.
2004 წელს გახდა ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი. 2004 წელს საფრანგეთის თასის და სუპერთასის მფლობელი. 2002-2003 წელს გახდა პორტუგალიის ჩემპიონატის პრიზიორი. 1997, 1998 და 2001 წლებში ვატო გახდა საქართველოს სამგზის ჩემპიონი.