""ჩემი ყოველწლიური ტრადიციაა" - როგორ აღინიშნება ლელა მებურიშვილის ოჯახში ახალი წელი - Marao

"ჩემი ყოველწლიური ტრადიციაა" - როგორ აღინიშნება ლელა მებურიშვილის ოჯახში ახალი წელი

2025-12-30 14:00:46+04:00

მსახიობი ლელა მებურიშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ მას შემდეგ რაც ლონდონში მოუწია გადასვლა ლელა ტელეეკრანებზე ნაკლებად ჩნდება, თუმცა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და ამასთან ქალბატონების მოტივაციაზეც ზრუნავს.

"ჩემი ყოველწლიური ტრადიციაა გასული წლის ფოტოებში მოგზაურობა და ყველაზე გამორჩეული მომენტებისგან სამახსოვრო ფოტო წიგნის შექმნა. ეს ახალი წლისთვის ძალიან სასიამოვნო, თბილი და ჩემი ოჯახის უსაყვარლესი რიტუალია" - წერს ლელა მებურიშვილი და საკუთარი ფოტოების წიგნაკის ვიდეოს აქვეყნებს.

  • "რაც შეეხება კონკრეტულად ვიტამინებსა და ზეთებს, შემიძლია პირადში გაგიზიაროთ" - როგორ ებრძვის მსახიობი თმისცვენასთან დაკავშირებულ პრობლემებს 

ლელა მებურიშვილი ოჯახი

მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. წარმატებული კარიერის, საზოგადოების სიყვარულისა და პოპულარობის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ლელამ ოჯახთან ერთად ლონდონში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მსახიობი მეუღლესა და შვილებთან ერთად ახლა იქ ცხოვრობს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს.

"30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.

შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია, ძალიან მიყვარს პატარები, განსაკუთრებულად, თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია" - ამბობდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.~

ლელა ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. დროდადრო კი სამშობლოსაც სტუმრობს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჩამოსასვლელად მისი მშობლები არიან: საქართველოში, პირველ რიგში, ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.

  • "ყოველი დილა იწყება 07:00 საათზე, როცა ჯერ კიდევ სიბნელეა, 5 წუთი მაქვს სიმშვიდისთვის და მერე ვიწყებ ყველაზე რთულ საქმეს" - როგორია ლელა მებურიშვილის ერთი დღე 

  • "როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს ერთი კომენტარიც კი, შეიძლება უწყინარი, მაგრამ მთელი დღე გაგიფუჭოს" - ლელა მებურიშვილის მიმართვა 

"საქართველოში დაბრუნება ჩემთვის ასოცირდება მზესთან და სითბოსთან, იმ ადამიანებთან, ვინც მიყვარს და ვისთან ყოფნაც მიხარია. რამდენიმე წლის წინ ჩემი ოცნება იყო, შევხვედროდი საინტერესო ადამიანებს, გამეცნო ისინი. მიხარია, რომ ეს ოცნება ამიხდა. ლონდონში ბევრ ცნობილ მსახიობს შევხვდი. ჰიუ გრანტი, ორლანდო ბლუმი... ძალიან დიდი შოკი იყო ჩემთვის და უდიდესი სიამოვნებაა მათთან საუბარი, გაცნობის შესაძლებლობა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ისინიც ნამდვილად ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არ გაგრძნობინებენ, რომ ასეთ წარმატებას მიაღწიეს."