"ერთი ამბავია ატეხილი, ხორცს რომ არ ვჭამ და რომ ვთვლი, რომ არც კვერცხი გვეკუთვნის ჩვენ და არც რძე" - როგორ ეხმაურება ანი ბებია მის მიმართ კრიტიკას - Marao

"ერთი ამბავია ატეხილი, ხორცს რომ არ ვჭამ და რომ ვთვლი, რომ არც კვერცხი გვეკუთვნის ჩვენ და არც რძე" - როგორ ეხმაურება ანი ბებია მის მიმართ კრიტიკას

2025-12-24 11:33:56+04:00

"ერთი ამბავია ატეხილი, ხორცს რომ არ ვჭამ და რომ ვთვლი, რომ არც კვერცხი გვეკუთვნის ჩვენ და არც რძე. ჩემს ნათქვამში არც რამეს ვამტკიცებ  და არც მოვუწოდებ არავის არაფერს. 

  • "რეალურ პრობლემებს შევეჯახე, რომლებიც არ ფილმში მინახავს, არც წამიკითხავს და არც მოუყოლიათ…“ - ანი ბებია მეუღლის, დამოკიდებულებისა და მასთან გამკლავების შესახებ

მაინტერესებს თქვენი აზრი, ადამიანი რომ თავის თავზე ყვება ამას, რატომ არის დასაცინი? თქვენი ვერსიები მაინტერესებს, მე ჩემი მაქვს რამდენიმე"

ani_bebia

ეს განცხადება ანი ბებიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც მის სტუმრობას ნანკა გვარის პოდკასტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ანიმ პოდკასტში ოჯახზე, მეუღლეზე, პროფესიასა და კარიერაზე ისაუბრა. ამასთან, ვეგანობისა და ვეგეტარიანელობის თემასაც შეეხო: 

  • "ვიტამინების ბომბი" - რეცეპტი: მზადდება 15 წუთში - ბოსტნეულის დეტოქს სუპი წონის კლებისთვის

"ხორცს არ ვჭამ. თავს ძალიან ვიდანაშაულებ, რადგან ბოლომდე მზად არ ვარ, რომ რძის პროდუქტიც ამოვიღო რაციონიდან. რა მნიშვნელობა აქვს, ხორცს შეჭამ თუ - კვერცხს. ერთხელ, გადაღების დროს, მომიწია ძროხებთან სიახლოვეს ყოფნა და იმის ნახვა, როგორ წველიან მათ. მაშინ მეც ლაქტაციის ეტაპს გავდიოდი და გავიაზრე, რომ არ არის ეს რძე ჩვენი და ძალით ვიღებთ, შემდეგ გემრიელად მივირთმევთ.

8 წლის წინ პირველად გადავწყვიტე ხორცზე უარის თქმა. შემდეგ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ამას ღმერთი არ კრძალავდა და არც მე უნდა ამეკრძალა. ამ რაზის შემდეგ კვლავ დავიწყე ხორცის ჭამა, შემდეგ ისევ უარი ვთქვი. ორსულობის დროს ექიმის რეკომენდაციით კვლავ შევიტანე რაციონში მცირე რაოდენობით, ახლა კი, დაახლოებით, წელიწად-ნახევარია, აღარ ვჭამ", - ამბობდა ანი ბებია პოდკასტში. 

რას ნიშნავს ვეგეტარიანელობა

ვეგეტარიანელობა არის კვების სტილი და ცხოვრების წესი, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი სახის ცხოველური ხორცის (საქონლის, ფრინველის, თევზის თუ ზღვის პროდუქტების) მიღებას.

  • "ქათამი ქონდარში - ბებიაჩემის რეცეპტია, ამის გამო სულ სტუმრიანობა ჰქონდა" - ნინო ხოშტარიას რეცეპტი თქვენი საახალწლო სუფრისთვის

ადამიანები ვეგეტარიანელობას სხვადასხვა მიზეზით ირჩევენ: ეთიკური მოსაზრებებით (ცხოველთა უფლებები), გარემოზე ზრუნვის გამო ან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

  • ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანელობა: არ ჭამენ ხორცს, მაგრამ ჭამენ კვერცხსაც და რძის პროდუქტებსაც (ყველაზე გავრცელებული ფორმაა).
  • ლაქტო-ვეგეტარიანელობა: არ ჭამენ ხორცს და კვერცხს, მაგრამ იღებენ რძის პროდუქტებს.
  • ოვო-ვეგეტარიანელობა: არ ჭამენ ხორცს და რძის პროდუქტებს, მაგრამ იღებენ კვერცხს.
  • ვეგანობა: ეს არის ყველაზე მკაცრი ფორმა. ვეგანები საერთოდ არ მოიხმარენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, მათ შორის თაფლს, ჟელატინს და ხშირად უარს ამბობენ ტყავისა და ბეწვის გამოყენებაზეც.

რას ჭამენ ვეგეტარიანელები?

ვეგეტარიანული რაციონი საკმაოდ მდიდარია და მოიცავს:

  • ბოსტნეულს და ხილს.
  • მარცვლეულს: ბრინჯი, წიწიბურა, შვრია, პური.
  • პარკოსნებს (ცილის წყარო): ლობიო, სოიო, მუხუდო (ოსპი), მუხუდო.
  • თხილეულს და თესლებს: ნიგოზი, ნუში, გოგრის თესლი და ა.შ.

ხშირად პესკეტარიანელებსაც ვეგეტარიანელებად მოიხსენიებენ, თუმცა მათ რაციონში შედის თევზი და ზღვის პროდუქტები, ამიტომ ისინი კლასიკური გაგებით ვეგეტარიანელები არ არიან.