ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის კონფლიქტი გრძელდება: ჯორჯინამ ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნულ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა - Marao

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის კონფლიქტი გრძელდება: ჯორჯინამ ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნულ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა

2025-12-25 12:04:35+04:00

ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა ABC წერს, რომ 22 დეკემბერს ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი მადრიდში, პოლიციის სამმართველოში მივიდა. ამის მიზეზი კი, მისივე თქმით, მის მიმართ მასშტაბური კიბერბულინგი და მუქარა გახდა. 

ჯორჯინა უზკატეგუიმ პოლიციაში მიიტანა შეგროვებული შეტყობინებები, ასევე, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარები, რომლებიც მუქარასა და შეურაცხყოფას შეიცავდა. ჯორჯინა აცხადებს, რომ ბოლო დროს, მისი და ილია თოფურიას საჯარო განცხადებების შემდეგ, მის მიმართ აგრესია გაიზარდა. 

topuria

ილია თოფურიას ოფიციალური განცხადება 

"ოფიციალური განცხადება,

მადრიდი, 15 დეკემბერი, 2025

 ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით შემეწყვიტა ჩემი ტიტულის დაცვა. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც მსუბუქად მივიღე. თუმცა, როდესაც წარმოიქმნება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენს პირად მთლიანობას, შენს ოჯახსა და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც უნდა იმოქმედო. ბოლო თვეების განმავლობაში, მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

  • "ილია, მისმინე, შვილების ყოლასაც არ იმსახურებ, რადგან მეუღლეზე ხელს წევ... ერთი ქალი უნდა გყავდეს, შენ კიდევ მესამე ცოლს ეძებ" - როგორ ეხმაურება ილია თოფურიას განცხადებას მისი მეტოქე

ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ყველა შესაბამისი მტკიცებულება ფრთხილად იყო შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაციები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომასალა. ეს მტკიცებულებები წარედგინა შესაბამის სასამართლო ორგანოებს, რათა აღძრულიყო სამართლებრივი ქმედებები გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, თანხებისა და პირადი ქონების უკანონო მითვისების და მრავალჯერადი მუქარის ბრალდებით.

დუმილის შესახებ ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად მივიღე, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, მივხვდი, რომ ამ ვითარებაში დუმილი სიმართლეს არ იცავს - ის ცრუ ნარატივებს საშუალებას აძლევს, გაბატონდეს.

ბევრ ადამიანს მსგავსი სიტუაცია შეექმნა და სასამართლო სისტემამ არაერთხელ დააზუსტა ფაქტები. დღეს მე არა მხოლოდ ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავისთვის ვდგავარ წინ, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ არავინ უნდა იყოს იძულებული, დაემორჩილოს დაშინებას, მანიპულირებას ან შიშს. მათ, ვინც მიცნობს, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე სახის ძალადობაში და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და პატიოსნებით იყო განპირობებული.

  • რას წერს ილია თოფურიას დედა ყოფილი რძლისა და შვილის შესახებ: "საუკეთესო შვილი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი... ვერავინ წაგართმევს სიმშვიდეს"

მე სრული ნდობა მაქვს სასამართლო პროცესის მიმართ და საშუალებას მივცემ სასამართლო სისტემას, ფაქტები მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს. ჩემი შვილებისა და მიმდინარე სასამართლო პროცესების პატივისცემის გამო, აღარ გავაკეთებ შემდგომ საჯარო განცხადებებს.

პატივისცემით,

გთხოვთ, თავი აარიდოთ სპეკულაციებს და პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას ამ მგრძნობიარე დროს. სიმართლეს არ სჭირდება ხმამაღალი არგუმენტები - მას ფაქტები სჭირდება".

ჯორჯინა უზკატეგუის ადვოკატების ოფიციალური განცხადება 

“იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს ვრცელ­დე­ბა და რომ­ლებ­საც აქვთ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თი, მი­ვიჩ­ნევთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა:

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც არის მკაც­რად პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ხა­სი­ა­თის და რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეხე­ბა არას­რულ­წლო­ვანს. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით – ჩვენს კლი­ენ­ტსა და ილია თო­ფუ­რი­ას სა­ერ­თო შვილ­ზე ზრუნ­ვის გამო – ბიზ­ნეს­ვუ­მენ­მა აირ­ჩია გზა, რომ არ გა­ა­კე­თოს არა­ნა­ი­რი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა. ჩვენ მივ­მარ­თავთ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რათა თავი აა­რი­დონ სპე­კუ­ლა­ცი­ებს ან პა­რა­ლე­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­წყო­ბას და გა­მო­ი­ჩი­ნონ პა­ტი­ვის­ცე­მა მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის მი­მართ.“