მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტი, კოლუმბიელი მომღერალი და ავტორი შაკირა, იშვიათად, მაგრამ იხსენებს იმ გზას, რომელმაც ის „არაფრიდან“ გლობალურ ვარსკვლავობამდე მიიყვანა. უცხოურ მედიასთან ინტერვიუებში შაკირა საკუთარ ბავშვობაზე, ოჯახზე და ოცნებებზე საუბრობს - ოცნებებზე, რომელთა განხორციელებასაც არასოდეს შეუწყვეტია.
შაკირა მებელ რიპოლი კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში დაიბადა. მისი ბავშვობა მარტივი არ ყოფილა, ოჯახი ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამის ბიზნესი გაკოტრდა. მომღერალი იხსენებს, რომ სწორედ ამ პერიოდმა ასწავლა მას შრომა, მოთმინება და საკუთარი თავის რწმენა. „ჩვენ არ გვქონდა ბევრი რამ, მაგრამ გვქონდა სიყვარული და ერთმანეთის მხარდაჭერა“, - ამბობს შაკირა.

მუსიკა მის ცხოვრებაში ძალიან ადრეულ ასაკში შემოვიდა. შაკირა ჯერ კიდევ ბავშვობაში წერდა ლექსებსა და სიმღერებს, ცეკვა კი მისთვის თვითგამოხატვის ბუნებრივ ფორმად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ხშირად განსხვავებულობის გამო გამორჩეული იყო, მან საკუთარ უნიკალურობა ძალად აქცია. „ვგრძნობდი, რომ სხვებისგან განსხვავებული ვიყავი, მაგრამ ეს განსხვავება ჩემი იარაღი გახდა“, - იხსენებს არტისტი.
პირველი ნაბიჯები მუსიკალურ ინდუსტრიაში რთული აღმოჩნდა. შაკირას ადრეული ალბომები დიდი წარმატებით არ გამოირჩეოდა, თუმცა მან ხელი არ ჩაიქნია. ოჯახისა და განსაკუთრებით მამის მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. შაკირა ხშირად ამბობს, რომ სწორედ ოჯახმა ასწავლა, არასოდეს დაეთმო საკუთარი ოცნებები მაშინაც კი, როცა შედეგი არ ჩანდა.
გარღვევა მაშინ მოხდა, როცა შაკირამ საკუთარი ხმა და სტილი სრულად იპოვა. ლათინური ფესვები, უნიკალური ვოკალი და ენერგიული სცენური ქარიზმა - ის მსოფლიო აუდიტორიამდე მიიყვანა. წარმატებამ შეცვალა მისი ცხოვრება, თუმცა თავად არტისტი ამბობს, რომ შიგნით ის ისევ იგივე გოგოა, რომელიც ბარანკილიის ქუჩებში ოცნებობდა დიდ სცენაზე.

დღეს შაკირა არა მხოლოდ გლობალური პოპ ვარსკვლავია, არამედ ძლიერი ქალის სიმბოლოც. ბოლო წლებში მან ღიად ისაუბრა პირად ტკივილზე, სირთულეებსა და ტრანსფორმაციაზე, რაც მის მუსიკაშიც აისახა. მისი ისტორიები გულწრფელია, ემოციური და ბევრისთვის შთამაგონებელი. მტკიცებულებაა იმისა, რომ წარმატება ხშირად ტკივილის, შრომისა და შეუპოვრობის შედეგია.
შაკირას ამბავი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ „არაფრიდან“ დაწყებული გზა შესაძლებელია, თუ ადამიანს საკუთარი ოცნების სჯერა და არასოდეს ნებდება. მისი ცხოვრება არა მხოლოდ მუსიკალური კარიერის ქრონიკაა, არამედ ადამიანური ძალის, რწმენისა და მუდმივი მოძრაობის ისტორია.