ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კარლოტა ელენას ახალი წლის არდადეგები: ცნობილი წყვილის რომანტიკული კადრები უქმეებიდან - Marao

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კარლოტა ელენას ახალი წლის არდადეგები: ცნობილი წყვილის რომანტიკული კადრები უქმეებიდან

2025-12-26 10:40:04+04:00

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული, კარლოტა ელენა, რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს. წყვილი სოციალურ ქსელში ერთად იშვიათად ჩნდება, სწორედ ამიტომ, მათი ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს. 

basila

კარლოტასა და ნიკოლოზის სახლი უკვე მორთულია საახალწლოდ - წყვილი საშობაო უქმეებს ერთად, მყუდრო, სადღესასწაულო გარემოში ატარებს. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა. 

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ქართულად მღერის: არაჩვეულებრივი შესრულება და კადრები საქართველოდან

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას. 

კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

  • „დედამისმა ჩვენს შორის გააღვივა აგრესია... დღეს ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს” - ნეკა დოროყაშვილის აღიარება: რას წერს მოდელი ყოფილი დედამთილისა და მეუღლის შესახებ

კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც.