შობის დღესასწაული სამეფო ოჯახში: ქეით მიდლტონის შთამბეჭდავი გამოჩენა და სამეფო ტრადიციები - Marao

შობის დღესასწაული სამეფო ოჯახში: ქეით მიდლტონის შთამბეჭდავი გამოჩენა და სამეფო ტრადიციები

2025-12-26 11:57:27+04:00

გუშინ, შობის დღესასწაულზე, ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და შობა სენდრინგჰემში აღნიშნა. როგორც ყოველწლიურად, სამეფო ოჯახის წევრები დილით წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესიაში საშობაო წირვას დაესწრნენ, რის შემდეგაც საზოგადოებასაც მიესალმნენ.

შობის დღეს განსაკუთრებული ყურადღება კვლავ უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა მიიპყრო. ქეითი ეკლესიაში მეუღლესთან, პრინც უილიამთან და შვილებთან ერთად გამოჩნდა. პრინცესა ელეგანტურად და სადად იყო გამოწყობილი - კლასიკურ სტილში შერჩეული პალტო, ქუდი და მინიმალისტური აქსესუარები მისთვის დამახასიათებელ დახვეწილ იერს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ქეითი ღიმილით ესალმებოდა შეკრებილ ხალხს და გულთბილ განწყობას ასხივებდა.

  • პრინცესა ქეითის გაუსაძლისი ბრძოლა – რა ხდება სინამდვილეში? 

  • პრინცესა დაიანას ტიარა და ქეით მიდლტონის დაუვიწყარი გამოჩენა: დონალდ და მელანია ტრამპები სტუმრად სამეფო ოჯახში 

შობის დღეს სენდრინგჰემში ასევე იმყოფებოდნენ მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა, სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. ეკლესიიდან გამოსვლისას მათ მოსახლეობასთან მცირე კომუნიკაციაც ჰქონდათ და შობის დღესასწაული მიულოცეს.

სამეფო ოჯახის შობის ტრადიციული გამოჩენა ყოველწლიურად დიდ ინტერესს იწვევს როგორც მედიაში, ისე სოციალურ ქსელებში. ქეით მიდლტონის სტილი და ოჯახური კადრები კვლავ დღის ერთ-ერთ ყველაზე განხილულ თემად იქცა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უელსის პრინცესა საზოგადოების განსაკუთრებულ სიმპათიებს ინარჩუნებს.

შობის დღის ოფიციალური ღონისძიებების დასრულების შემდეგ, სამეფო ოჯახი სენდრინგჰემის სასახლეში ტრადიციულ საშობაო ვახშამზე შეიკრიბა. როგორც ცნობილია, ეს კერძო, ოჯახური შეკრებაა, რომელსაც მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები ესწრებიან.

  • ქეით მიდლტონის ტრიუმფალური დაბრუნება - როგორ იცვლებოდა პრინცესას სტილი წლების განმავლობაში 

ვახშამი მეფე ჩარლზ III-ის მასპინძლობით გაიმართა. სუფრაზე წარმოდგენილი იყო კლასიკური საშობაო მენიუ - ინდაური, სეზონური კერძები და ტრადიციული საშობაო დესერტები. სამეფო ოჯახის შობის ვახშამი გამოირჩევა კონსერვატიული წესრიგითა და მრავალწლიანი ტრადიციების დაცვით.

ვახშამს ესწრებოდა უელსის პრინცესა ქეით მიდლტონიც, რომელიც დღის განმავლობაში ეკლესიაში გამოჩენის შემდეგ ოჯახურ გარემოში გააგრძელა დღესასწაულის აღნიშვნა. წყაროების ცნობით, შობის ვახშამი მშვიდ, თბილ და ოჯახურ ატმოსფეროში წარიმართა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს დაეთმოთ.