"ეს ვიდეო დედაჩემის არქივიდან... ვერდზე რეზო ამაშუკელი და თემურ ქევხიშვილი არიან" - მომღერალი ცირა კობიაშვილი საარქივო კადრებს აქვეყნებს - Marao

"ეს ვიდეო დედაჩემის არქივიდან... ვერდზე რეზო ამაშუკელი და თემურ ქევხიშვილი არიან" - მომღერალი ცირა კობიაშვილი საარქივო კადრებს აქვეყნებს

2025-12-26 14:11:09+04:00

"ეს ვიდეო დედაჩემის არქივიდან არის. პატარა ვარ, სუფრასთან ვზივარ, გვერდზე რეზო ამაშუკელი და თემურ ქევხიშვილი არიან. იმ დროს ალბათ ვერც კი ვაცნობიერებდი, ვინ იყვნენ, ვისთან ერთად ვმღეროდი და რა ანერგიაში ვიყავი. უბრალოდ ვმღეროდი და დედას ვუსმენდი, როგორც ყოველთვის. 

დღეს რომ ვუყურებ ამ კადრებს, სულ სხვა გრძნობა მეუფლება. მადლიერება, სითბო და განცდა, რომ ეს გზა ძალიან ადრე დაიწყო. არის მომენტები, რომლებიც ჩუმად ჩაივლის ხოლმე, დრო კი  ყველაფერს თავის მნიშვნელობას აძლევს..." - წერს საკუთარ გვერდზე მომღერალი ცირა კობიაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს. 

tsira

ცირა კობიაშვილი 

მუსიკალურ პროექტ "X-ფაქტორის" მონაწილე, მომღერალი ცირა კობიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. პროექტი მისთვის საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, რადგან ჯერ მის მიერ გარდაცვლილი შეყვარებულისთვის მიძღვნილმა სიმღერამ, შემდეგ კი ჟიურის ერთ-ერთ წევრთან გაუგებრობამ დიდი ყურადღება დაიმსახურა. ცირამ საკუთარი ვოკალური მონაცემებითა და გამორჩეული ვიზუალით მსმენელს თავი მალევე დაამახსოვრა.

  • "სინამდვილეში მართლაც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი კომპლექსებით, ნაკლოვანებებით" - ცირა კობიაშვილის პორტრეტი

მომღერალი ახლა 28 წლისაა, კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში და საკუთარ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს. 

ცირა კობიაშვილმა დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, თუმცა მისი მთავარი პროფესია მომღერლობაა: 

  • ორი შვილი, ხმაურიანი კარიერა და ბედნიერი ოჯახი: როგორია სოფო ხალვაშის გზა სიმღერიდან პოლიტიკამდე

"საერთოდ, ვინმეს შესახებ საზოგადოების აზრი ყოველთვის ერთნაირი არ არის. იმაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს, რომ ყველას მოსწონდე ან უყვარდე. ალბათ, ჩემ შესახებაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს: ზოგს მოვწონვარ, ზოგს - არა, მაგრამ მთავარია, ადამიანის პიროვნული იმიჯი ნეგატივთან გაიგივებული არ იყოს, მისი სახელის ხსენება ცუდ ემოციას არ იწვევდეს. შეიძლება ჩემი იმიჯის და ხისტი ხასიათის გამო, ხანდახან უცხო ადამიანებისთვის არამეგობრული, არაკომუნიკაბელური ვჩანდე. ადამიანებს რომ გავიცნობ ხოლმე, თითქმის ყოველთვის ძალიან გაოცებულები და ბედნიერები არიან - როგორი "გახსნილი", უშუალო და უბრალო ხარ. ასეთი არ გვეგონეო... სინამდვილეში მართლაც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი კომპლექსებით, ნაკლოვანებებით... ამის გამოსწორებას ყოველდღიურად ვცდილობ", - ამბობდა ის "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.