ულამაზესი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი: ფეხბურთელი გური გიორბელიძე და თეკლა დვალიშვილი პატარა ნოასთან ერთად - Marao

ულამაზესი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი: ფეხბურთელი გური გიორბელიძე და თეკლა დვალიშვილი პატარა ნოასთან ერთად

2025-12-26 14:58:18+04:00

ფეხბურთელი გური გიორბელიძისა და მისი რჩეულის, თეკლა დვალიშვილისთვის წელს განსაკუთრებული ახალი წელია - ისინი 2026 წელს შვილთან, ნოასთან ერთად ხვდებიან. ამ განსაკუთრებული ფაქტის აღსანიშნავად, მათ ნაძვის ხეზე გამორჩეული ადგილი სწორედ ნოას სახელობის სათამაშომ დაიკავა. 

giorbelidze

ფეხბურთელმა გური გიორბელიძემ რჩეულზე, თეკლა დვალიშვილზე 2025 წელს იქორწინა. ქორწილის კადრები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში - ულამაზესმა წყვილმა უამრავი ადამიანის გული მოიგო. 

giorbelidze

სულ ცოტა ხნის წინ გური გიორბელიძე და თეკლა დვალიშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ნოა დაარქვეს. პირველი კადრები შვილთან ერთად სოციალურ ქსელში თეკლამ გაგვიზიარა. 

dvalishvili

გური გიორბელიძე და თეკლა დვალიშვილი

28 წლის ქართველი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე 1996 წლის 25 თებერვალს დაიბადა. თამაშობს მცველის პოზიციაზე და მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, შვედეთის წინააღმდეგ შედგა. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ანგარიშით 0–1 წააგო.

  • საშობაო არდადეგები და კადრები მშვენიერ მეუღლესთან ერთად: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე

„ბავშვობიდან საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი და მიხარია, რომ ამას მივაღწიე", - ამბობდა ფეხბურთელი. 

ამ მომენტისთვის გიორბელიძე კლუბის გარეშეა დარჩენილი, თუმცა სხვადასხვა დროს ის იყო ბოლნისის "სიონის", გორის "დილას", "ვოლფსბერგერის", დრეზდენის "დინამოს", ლუბინის "ზაგლებიეს", "დინამო ბათუმისა" და "ვოივოდინას" ფეხბურთელი. 

  • ბაბუა და შვილიშვილი - არველაძეები: რეზი არველაძის დიდი ოჯახი, ბედნიერი ქორწინება და ბაბუის ამპლუა

გური გიორბელიძის რჩეული უმშვენიერესი თეკლა დვალიშვილია. თეკლამ 2021 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, ამის პარალელურად კი, აქტიურადაა დაკავებული სამოდელო საქმიანობით და სხვადასხვა ბრენდის გადაღებაში ხშირად იღებს მონაწილეობას. 

გური და თეკლა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ "ტიკ-ტოკზე", სადაც მათ ერთობლივ ფოტოებსა და ვიდეოებს ყოველთვის უამრავი მოწონება აქვს.