ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეყვარებულს, კარლოტა ელენას ხელი სთხოვა. ფოტოები წყვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა - მათ მეგობრეისა თუ გულშემატკივრებისგან უამრავი მილოცვა მიიღეს.



ქართველმა სპორტსმენმა რჩეულს ხელი გერმანიაში სთხოვა - ფოტოები მათ გერმანიის ქალაქ ბუქსტეჰუდეს საშობაო მარკეტიდან გამოაქვეყნა. ამ ქალაქში გამართულ საშობაო სოფელს Wintermärchen Buxtehude ჰქვია, რაც "ზამთრის ზღაპარს" ნიშნავს. ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება წყვილმა სწორედ აქ გადაწყვიტა.