"მე და ირინა ონაშვილი ერთად ვიღებდით მონაწილეობას "მის საქართველოზე"...ინტერნეტის გამოკითხვაში ვინ გაიმარჯვა? - მე" - მომღერალი ნათია დუმბაძე "მის საქართველოს" წლებს იხსენებს - Marao

"მე და ირინა ონაშვილი ერთად ვიღებდით მონაწილეობას "მის საქართველოზე"...ინტერნეტის გამოკითხვაში ვინ გაიმარჯვა? - მე" - მომღერალი ნათია დუმბაძე "მის საქართველოს" წლებს იხსენებს

2025-12-29 10:09:31+04:00

მომღერალი ნათია დუმბაძე პოდკასტ "სარკასტიკას" სტუმარი იყო, სადაც "მის საქართველოზე" მონაწილეობა გაიხსენა:

"მე და ირინა ონაშვილი ერთად ვიღებდით მონაწილეობას "მის საქართველოზე" და ამ დღიდან ვმეგობრობთ. მაშინ სად იყო სოციალური ქსელები, ჩვენი ფოტოები როცა გამოქვეყნდა, დიდი კომპიუტერი იდგა და იქ იყო ჩვენი, ყველა მონაწილის ფოტო. მაგ დროს ინტერნეტის გამოკითხვაში ვინ გაიმარჯვა? - მე. მის საქართველოზე მე გავხდი ხალხის სიმპათია - დარბაზში მსხდომმა ხალხმაც მე ამირჩია. მე ამ კონკურსით ძალიან ბედნიერი ვიყავი, თავი მეგონა დედოფალი. საერთოდ არ მინდოდა მოგება, ბედნიერი სახით გამოვდიოდი სცენაზე", - ამბობს ნათია დუმბაძე.

  • „ჩემი გულით“ - ნათია დუმბაძის ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართა

natia_dumbadze

ირინა ონაშვილი ნამდვილი მაგალითია იმისა, რომ "მისს"-ის ტიტული არასდროს ძველდება - ის დღესაც არაჩვეულებრივ ფორმაშია და ხალხისთვის ერთ-ერთი საყვარელი "მის საქართველოა". ირინას, ტიტულთან ერთად, ამ კონკურსმა არანაკლებს მნიშვნელოვანი - სასიამოვნო მოგონებები და მეგობრები აჩუქა. სწორედ ასეთი მეგობარია მისთვის მომღერალი ნათია დუმბაძე. მშვენიერი ქალბატონები დღემდე ინარჩუნებენ ამ მეგობრობას და მნიშვნელოვანი მოვლენების დროს ერთმანეთის მხარდამჭერებიც არიან. 

 ნათია დუმბაძე

"5 წლის ვიყავი, როცა ბებომ მიმიყვანა ანსამბლ „ნერგებში“, სადაც თან ვმღეროდი და თან სოლო-გიტარაზე ვუკრავდი. ჩემი პირველი კონცერტიც სწორედ ამ დროს მქონდა რკინიგზელთა სასახლეში. ასე დავდექი პირველად სცენაზე და მას მერე, შეიძლება ითქვას, სულ სცენაზე ვდგავარ. მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ვერცერთი დღე. ეს არის ჩემთვის ბედნიერება, სწორედ მუსიკით გადმოვცემ ჩემს ყველა ემოციას." - იხსენებდა ნათია.

ნათია დუმბაძე ორი შვილის დედაა. ის რამდენიმე წლის წინ okmagazine-თან ინტერვიუში შვილებზე საუბრობდა და მთავარ მოტივატორად იხსენიებდა. 

"ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივატორები იყვნენ, არიან და იქნებიან ჩემი შვილები. მყავს ორი შვილი – 16 წლის ვაჟი დუდუ და 5 წლის გოგო ელე. წელს ჩემთვის ძალიან ემოციური წელი იყო, რადგან ჩემი უფროსი შვილი სასწავლებლად ლოს-ანჯელესში გავუშვი, ჩემი მთელი დრო და ენერგია სწორედ მას დავახარჯე.

ზოგადად, ვცდილობ მეგობრული, თბილი და ახლო ურთიერთობა მქონდეს შვილებთან, ახლა უკვე ელესთან ვატარებ თავისუფალ დროს. ყველგან დამყავს ხოლმე, კონცერტებზეც ჩემთან ერთად არის," - ამბობდა ნათია.