"ძალიან სწრაფად შეგვიყვარდა ერთმანეთი, უცებ აფეთქდა" - ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძეს სიყვარულის ისტორია - Marao

"ძალიან სწრაფად შეგვიყვარდა ერთმანეთი, უცებ აფეთქდა" - ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძეს სიყვარულის ისტორია

2025-12-29 13:52:27+04:00

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან, პატარა ანასთან ერთად "კულინარიული დუელის" სტუმრები იყვნენ. წყვილმა შოუში მათი გაცნობის ისტორია გაიხსენა.

"ძალიან სწრაფად შეგვიყვარდა ერთმანეთი, უცებ აფეთქდა. პირველად ჯანეტი ვნახე "ცეკვავენ ვარსკვლავებში", ეს ერთადერთი სეზონი იყო, რომელსაც ჩვენ არ ვაკეთებდით. ამ დროს ლამაზი გოგოა, მაგრამ ზედაპირულად შევხედე. ეთერში კი როდესაც ვნახე მისი მეტყველება, ინტელექტი გავოგნდი და ძალიან მომინდა მისი გაცნობა. შემდეგ ჯანეტს მოუწია ქვეყნიდან წასვლა. მერე დადგა პერიოდ და გადავწყვიტე ინიციატივა გამომეჩინა და ძალიან მარტივად, ბანალურად სოციალურ ქსელში მივწერე და ისიც გამომეხმაურა" - ამბობს ნოე.

"მაშინ ქართულ ტელევიზიას დიდად არ ვუყურებდი და რომ დავინახე რაღაც გადაცემების პროდიუსერი მწერდა, ვიფიქრე ალბათ, როგორც სტუმარი ისე მპატიჟებდა, მეც ჩემი დაქალი ავიყოლიე და წავედით. დავსხედით, დავიწყეთ საუბარი, მაგრამ არაფერს ამბობს გადაცემაზე. მე მჯერა, რომ ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი იყო ღმერთის ნება. ერთი თვის თავზე ვიყავით უკვე ცოლ-ქმარი. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი." - იხსენებს ჯანეტი.

  • ორი შვილი, ბედნიერი ოჯახი და ახალი ფოტოები - ჯანეტისა და ნოეს ოჯახური იდილია 

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ჯანეტის გზა დიდ სცენამდე 2011 წელს დაიწყო, როცა ჯანეტმა “მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ, 2013 წელს ის მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში, თუმცა, მიუხედავად თავისი გამორჩეული ხმისა და დიდი პოტენციალისა, მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწია - სამოდელო კონტრაქტის პირობების გამო, არჩევანი უნდა გაეკეთებინა მუსიკასა და სილამაზის კონკურსებს შორის. ჯანეტმა მეორეს მიანიჭა უპირატესობა და გადაწყვიტა, საერთაშორისო ასპარეზზე გაეტანა საქართველოს სახელი. სწორედ ასე აღმოჩნდა იგი "მის სამყაროს" კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად.

დროის სვლასთან ერთად, ჯანეტმა კარიერა სხვა მიმართულებშიც წარმატებით გააგრძელა. გახდა ტელეწამყვანი, ხოლო მოგვიანებით, ბიზნესშიც მოსინჯა ძალები: დააარსა დიზაინის სტუდია და ჯანსაღი დეტოქს კვების ბრენდი, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.

  • Christian Dior-ის ჩანთა და ელეგანტური შავი პიჯაკი: ჯანეტ ქერდიყოშვილის "ლუქი" თბილისობიდან და ფოტოები კალაძეებთან 

მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ წარმატებულია - ის დაქორწინდა ცნობილ ტელეწამყვანზე და პროდიუსერზე, ნოე სულაბერიძეზე. 2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. 2020 წელს ჯანეტსა და ნოეს პირველი შვილი, ანნა სულაბერიძე შეეძინათ. წყვილს ორი საერთო შვილი ანნა და ელი ჰყავთ.